ზაფხულში პოლიტიკური აქტიურობა კლებულობსო ინგლისელები ამბობდნენ და საქართველოში გაამართლა ამ გამოთქმამ - მთელი დღე წრეზე ტრიალებენ, მმართველი პარტია ბათუმში იკრიბება, პრეზიდენტობის კანდიდატები თითოოროლა სიტყვა იტყვიან ხოლმე და ასე გადის მთელი დღე. ნიუსება გამოიკვეთა მშენებლობების და რეგიონალური განვითარების სიახლეები. დღის ბოლოს კი სამწუხარო ამბავი - არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. მოიგონეთ არეტა ტეგზე:…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციული ავანგარდით დავიწყოთ, ანუ ამინდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ-ჯერობით სახარბიელოა, როგორც იტყობინებიან 17 აგვისტომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამას გარდა, სხვა ამბები ეხებოდა კვლავინდებურად საპრეზიდენტო არჩევნებს, თბილისის განაშენიანების და იერსახის მომავალი, ამასთანავე პერსონალური შეურაცხყოფები და წვრილ-წვრილი ნიუსები.
კამპანია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტოს სიცხე სიგრილემ ჩაანაცვლა და პოლიტიკაც გამოგრილდა თითქოს, სიახლეები ერთსა და იმავე თემების გარშემო ტრიალებენ. მაჩალიკაშვილები, სასამართლო, თბილისი და პრეზიდენტობის წინათვეულები.
სასამართლოს უზენაესი მსაჯული - ანა ნაცვლიშვილი - ყველა უნდა იყოს მონდომებული, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩეს. დავით…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირა დაიწყო კვლავ საპრეზიდენტო ამბებით და წინა დღის, კვირიაკის დიდგორობის აღნიშვნით, ასევე, საპატრიარქოს მეტ-ნაკლები დაძაბულობებით. ამასთანავე, უცხოელებისთვის გართულებული ნებართვების შესახებ ამბებით, დედაქალაქზე და ადამიანებზე ზრუნვით.
კვირის ქადაგება, საპატრიარქო და ქართველი სასულიერო პირების ამბები - ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
მთავარ ამბად დიდ ხანია უკვე ამინდები იქცა და ამ აგვისტოშიც ასეა, სიცხე ისეთ არ ჩანს რომ უნდა იყოს, მეტიც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. სხვა თემებს რაც შეეხება, ბევრი კრიმინალი იყო, ცოტა განათლება, ცოტაც საარჩევნო მარათონები.
სასამართლოს პრობლემა -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია აგვისტოს ომი 8 აგვისტოს სულაც არ დაწყებულა და პირველივე დღებიდან დაიწყო, მაგრამ ამ ისტორიის კულმინაცია მაინც დღევანდელი დღეა ხოლმე და 08/08/08 ერთგვარ მარადიულ ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. ამიტომ მთელი დღე ომის მოგონებით საპროტესტო აქციებით და გმირების თაყვანისცემით მიდიოდა.
აგვისტოს ომი ტეგზე #080808 - რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
აგვისტოს პირველი დღეები ყოველთვის ომის გახსენებით იწყება ხოლმე. ამას გარდა, წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ახალი ამბებიც გატრენდდა. იყო კიდევ ტერორიზმის და აფხაზეთ-ოსეთის ამბები. დღეს შედარებით გვიგრილავდნენ ღრუბლები და ასეც გაგრძელდებაო - სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო არჩევნებზე ლაპარაკით დაიწყო, მთელი დღე ისევ მოახლოებულ პრეზიდენტებზე საუბრობდნენ. ამბებში ისევ გამოჩნდა დეკანოზი მამლაძე და მისი ციანიდის საქმე, ასევე ხორავას ამბები და უკვე გამოსვლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრისა. დღის თემა იყო მოსამარტლე გვენეტაძის გადადგომაც და შეშფოთება ყოველმხრივ, მთავრობის გარდა და ასევე,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 2, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წესით ბოლო სამი დღის განმავლობაშიც უნდა ეწვიმა, მაგრამ მხოლოდ ღრუბელი მივიღეთ, ისიც ჭარბად არა, ახლა კი გვიწინასწარმეტყველებენ, რომ უახლოეს დღეებში მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ - ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი. იქამდე ქვეყანამ ამოისუნთქა, რადგან გაიგო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, ანუ ბიუჯეტი კიდევ ტყუილად გაიფლანგება. სხვა სიახლეები შრომის უსაფრთხოების ამოქმედებას და დამსაქმებლის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მეორე დღესვე დაბოლილ ქვეყანას ვინც ელოდა, არ გაამართლა, მაგრამ დღეს იმაზეც ხუმრობდნენ, ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც შეშლიათ ქართული ჯორჯიის წარმატება და 150 კაცი დაუკავებიათო. მაგრამ ეგ იქით იყოს - დღეს მოითხოვეს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებსაც უნდა მივხედოთო. ამას გარდა ისევ ინტრიგას ინარჩნებს მარგველაშვილი და ოცნების კანდიდატი. სხვა მხრივ მხოლოდ კრიმინალი მუშაობს - დაკავება, ძარცვა, ძალადობა, სმიტების საქმე, ხორავას საქმე და კომისია და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
საინფორმაციო სიახლეები დღის ბოლოს ისევ დაბრუნდა. ვერ ვიტყვი რომ დიდებული ახალი ამბავით ვიწყებთ ახალ სეზონს, მაგრამ რაც არის ეგ არის - მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. რაც შეეხება ზაფხულის მთავარო პროლემას სიცხეს - ამინდის პროგნოზმა თბილისისთვის პირველივე დღეს არ გამართლდა - 30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქამდე, დღევანდელმა სიცხემ, კინაღამ მგზავრებიც შეიწირა, რადგან ვაკეში ავტობუსის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თბილისში ტემპერატურა უკვე გაუსაძლის სიმაღლეებს აღწევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ წყდება პოლიტიკური ცხოვრება და ჯერ არდადეგებზე არ მიდიან. მითუფრო რომ ახალ პრემიერს ახალი მთავრობა მოჰყვა და ჯერ გასაკეთებელია ბევრია. ამასთან, ზაფხული კიდევ უფრო აწუხებ თბილისს და მერიასაც ბევრი საქმე აქვს.
შვილმკვდარი მამის საქმე, პირად და საპარლამენტო ფრონტზე - ზაზა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სიცხეებმა უსაშველოდ მოიმატეს და დედაქალაქის მიკროავტობუსებს უკვე დაევალათ მგზავრების გაგრილება. დღეს მეზღვაურთა დღეც აღნიშნეს და აქეს და ადიდეს, დაპირდნენ სახელმწიფო ფლოტის შექმნასაც. ამას გარა, დღეს გამოძიების ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი (ხორავას ქუჩის საქმიდან) და ცხელი ორშაბათის საღამოს, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.
სახეები გუნდში - ირაკლი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთავრობა დამტკიცდა და იმ კვირიდან უკვე შეძლებენ შეუდგნენ მუშაობას. ამინდებიც გამოზაფხულდა და ჩამოცხა დედაქალაქში, პარალელურად დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. დღის ამბები კიდევ თბილისის სამომავლო სიახლეებს უკავშრდებოდა და შსს საქმეებს.
დამტკიცებული მთავრობა - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს პასუხობდა დღეს და მასთან ერთად მინისტრობის შესაძლო კანდიდატებიც. თუმცა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პოზიციას მოეწონა, ოპოზიციას არ მოეწონა. კალაძემ ურბანული განვითარების ბრძანებები გასცა. ქართველი მოკრივე ნიუ იორკში 40 წლით დაკავებას ელოდება და ნარკოტიკები ისევ კლავენ ახალგაზრდებს!
პრემიერობის და მინისტრობის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმა განსაკუთრებით ებრძვის გლდანს და ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას. ბოლო დღეების ძლიერი წვიმების დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა, ამ წუთებში, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. რაც შეეხება ამჟამამდელ ამბებს - პრემიერობის ჯერ კიდე კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამინისტროების შემცირებას აანონსებს და სამინისტროებში მომუშავეთა შემცირებასაც, ამასთანავე აქცია გაიმართა დღეს ოზურგეთში, იყო მსოფლიო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2018 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
მთავრობა აღარ გვყავს, უფრო სწორედ, მთავრობას პარლამენტის ნდობა აღარ აქვს, რადგან საკმარისია პრემიერი გადადგეს, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი დათხოვნილად ცხადდება. ჰოდა, კვირიკაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ერთიანად გაუქმდა ყველას მინისტრობა მომავალ მინისტრამდე. ვნახოთ, ვინ გახდება პრემიერ მინისტრი. თქვენ ვისზე დადებთ ფსონს?
მთავრობის სხდომას…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დღე წვიმების მოშუშებას მიეძღვნა და გუშინდელი წარღვნისშიშა ღამის გაანალიზებას. ასევე, მნიშვნელოვანი ამბავი ისმოდა მთელი მსოფლიოდან - ტრამპი და ინი ერთმანეთს შეხვდნენ. თბილისში ისევ ხორავას ქუჩის ამბებზეა განხილვები და აქციების დაკავებებზე. ასევე, იუნისეფის კვლევის შედეგებზე.
ღამის წვიმებმა ქალაქი ისევ შეაშინა - გუშინ ძლიერად იწვიმა - ძლიერი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისეივ მზე და ისევ წვიმა, ერთი მხრივ აგრილებს და მეორე მხრივ გონებას ღლის. ქვეყანა კი ისევ ხორავას ქუჩის ამბებს იძიებს და საგამოძიებო კომისიებს ქმნის. ამასთანავე, უკრაინის ავტოკეფალია, თურმე ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. პრემიერი ისევ ტრაბახობს და ა.შ. ამინდის ამბავი კი ასეთია, ამ უქმეებზე, სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დილის გამონათება ისევ წვიმამ შეცვალა. ივნისის წვიმები ცუდად გვახსოვს და სიყვარულიც გაქრა მის მიმართ. აღარც უმღერიან და მგონი აღარც ლექსებს უწერენ წვიმას. აქვე, სინოპტიკოსების გრძლვადიან პროგნოზსაც მოგახსენებთ - ექსპერტების დასკვნით, ზაფხულში, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები იქნება. იქამდე კი, სულ რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერ მიწისძვრა დაფიქსირდა - ეპიცენტრი აზერბაიჯანში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•