ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
მოგესალმებით,
საქმე ისაა, რომ ვკითხულობ წიგნს, რომლის გასაგებადაც ბიბლიის ცოდნაა საჭირო, მე კი ეს ცოდნა, სამწუხაროდ, არ მაქვს. ასე რომ, გთხოვთ დახმარებას. იქნებ იცოდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
პირველ რიგში, იქნებ ის მითხრათ, შესაძლებელია თუ არა მომავალი სემესტრიდან თქვენთან იმ სალექციო კურსზე…
გაგრძელება
დაამატა ლიკა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 3:00pm —
29 კომენტარი
________________
მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე
,წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები,ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი…
დაამატა keti ketusia julakidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
„იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2014 წელი. 8:00pm —
7 კომენტარი
________________
ეს ლამაზი ნიღაბი, ძვირფასებო, უნაკლო მხიარულობით, კეკლუცით და უდარდელობით აღსავსე... ასე გიღებთ ჭორფლიანი გოგონა, ღიმილით, მოციმციმე თვალებით, თბილი სიტყვებით, სულ ფერება-ფერებით!
და ერთხელ მკითხეს, რატომ ვიღებ თითოეულ ადამიანს ასეთი ''ოვაციით'', ამხელა სიყვარულით, შემდეგ, ხომ იმედს ვერავინ ამართლებს და გულიც მიცრუვდება, მე კი- გავიღიმე, დარდიანი თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა სიცელქისგან ამომჯდარ ჭორფლებზე...პასუხი კი- ერთი ეთქვა სადღაც სიშორეს :მხოლოდ…
გაგრძელება
დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა მარტო რჩები, როცა გტკივა და ამ დროს გვერდით არავინ არ გყავს, ყოველთვის გიჩნდება კითხვა, თუ რატომ გაჩნდი ამ ქვეყნად, თუ ასეთ მარტოობასა და ტკივილში ამოგხდება ცხოვრება...ისევ მარტო ხარ და თითქოს უფალიც გშორდება... ყოველდღე გგონია, რომ ხვალ რაღაც სასწაული მოხდება და შენ, ისევ ბედნიერი იქნები, მაგრამ როგორც კი გადის ,,ხვალ'' აანალიზბ, რომ სულელური მოლოდინი დიდია, რეალობა კი-პესიმისტურ ზღაპარს გავს! ფიქრობ და გგონია, რომ სიკვდილისთვის მზად ხარ, აბა, მეტი რაღა…
გაგრძელება
დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მზერა იცანი ვიღაცის ... არითმია დაიწყო! უცებ აირევი, ნაბიჯს აუჩქარებ, რაღაცას მოეფარო გინდა, ოღონდ დაიმალო და ყველაფერზე ხარ წამსვლელი, თუნდაც, ვიღაც უცხოს, ქუჩაში მოსიარულეს მოეფარო. თუ ესეც ვერ შეძელი, გაფითრებული თვალებს დახუჭავ, შტერს გგონია, რახან ვერ ხედავ - ვერ გხედავს... წუთის შემდეგ თვალებს გაახელ... ჰმმ-ღრმად ამოისუნთქებ, უღრმესი წერტილიდან ჰაერს დარდიც ამოყვება. გეწყინა თუ გაგიხარდა ვერ ხვდები, მაგრამ იხსენებ არეული, რომ რამდენიმე წუთის წინ, შენში ჯუნგლებს გრძნობდი,…
გაგრძელება
დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 2:30am —
9 კომენტარი
________________
როგორც ყოველთვის ოთახში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაოცარი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი გარემო დამხვდა.
ყურებდიდა ცალ ხელზე შემდგარიყო, მეორე ხელი კეფაზე შემოედო, ფეხები მაღლა აეშვირა და ისე ეძინა.
ნიკაპგრძელასაც ბეწვის ხიდივით წელში გაზნექილს, ფეხის ტერფებითა და ხელის მტევნებით ჭაღს ჩაჭიდებულს ნიკაპი ჩამოვარდნოდა და ისე…
დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?
- კი, დარბაზისთვის.
- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.
- ბატონო?
- ანუ მინდა რომ წავიკითხო.…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 7:00pm —
40 კომენტარი
________________
წავიდა...ბედის ბორბალი დაიძრა...დაუკითხავად წამზომი ჩაირთო...განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა...სანახაობა დაიწყო...
პირველად მიწა და მხოლოდ ცა იყო.არც კანონი და არც დრო არ იყო...მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო,არ ვიცი მი თუ ფა იყო...აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო...ფანდურმა სიმი აიბა...ადამიანმა ციხე აიღო...ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო...
აღარასოდეს…
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით
* * *
ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.
როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 8:13pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტო მე შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბავშვები უცნაური ხალხია
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა.…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2014 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
სანამ კადრში გაიელვებს,
სანამ მოხდება და სახელი დაერქმევა,
სანამ ხელში მოიხელთებს ვინმე,
ისაა სინამდვილე,…
გაგრძელება
დაამატა Ann_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2014 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
-ვინ ხარ?
- გიჟი ვარ!
- რა გქვია?
-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.
-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?
-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.
- გიჟს მაგისთვის გეძახიან?
-ჰო, ალბათ.
-საიდან…
დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2014 წელი. 12:00am —
7 კომენტარი
________________
ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და განმარტავს, რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ხელოვნურ განაყოფიერებას.
"ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო წერილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი…
გაგრძელება
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
„შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას.. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა.. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი..”
წმინდა ნიკოლოზ სერბი
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
”პავლე მოციქულის ეს პირველი ეპისტოლე დაწერილია ქ.შ. 60 წლის ახლოს, კორინთოში მისი მესამედ ჩასვლის დროს. მან წერილით (ეპისტოლით) მიმართა რომაელ ხალხს იმ განზრახვით, რომ რომი გადაექცია ქრისტიანული მისიის ისეთ ცენტრად დასავლეთში, როგორიც ანტიოქია იყო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ რომში ჩასვლამდე პავლეს სურს დარწმუნდეს, რომ ადგილობრივი ძმები მისი თანამოაზრეები არიან ხსნის ერთი და იმავე გზის აღიარებაში ყველა ადამიანისათვის, როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთათვის, რაც გახმოვანებულია ამ ეპისტოლის პირველი…
გაგრძელება
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 3:33pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაგრძელება„ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2014 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ეს ამბავი ორი თუ სამი ასწლეული წლის წინ მოხდა, (ზუსტად აღარ მახსოვს) მალაიზიის ხელმწიფემ შემომითვალა საახალწლოდ მეკვლედ ვწვეოდი. მეც სიხარულით დავთანხმდი.
ჩემს ჯამბაზურ ხურჯინში ჩავილაგე რახათლუხუმი, ფინიკი, ბლომად შაქარყინული, ვკარი ფეხი მთვარის წვეტოებზე მასხარნანოს ნაწნავებით გაკიდულ ჩვენს მშობლიურ ქოხს, გავაქანავე, ავხტი ვარსკვლავებზე და ასე,ვარსკვლავ-ვარსკვლავ, მხიარული ღიღინათა და ხტუნვა-ყირამალებით გავუყევი გზას მალაიზიის ხელმწიფის სამეფოსაკენ მისი…
გაგრძელება
დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2014 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•