Restless'ს ბლოგი (51)

და-ძმა

დღეს,

მოვდიოდი ქუჩაში,

და დავინახე,

ისევ ის სურათი იყო...

პატარა გოგონა ასფალტზე იწვა,

მძინარი.

მრავალჯერადი იმედგაცრუებით დაღლილი,

ოცნებების ნამსხვრევებზე

დასერილი ყოფით...

გვერდით უჯდა თავისი ძმაც,

იგივე განცდით,

ხელგაწვდილი...

მიბრუნდა და

პატარა ნაჭერი დააფარა მძინარს

ბეჭებზე.

უყვარდა...

ზრუნავდა...

გული შემეკუმშა,

ჯიბეები მოვიჩხრიკე გონებით

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 10:00am — 4 კომენტარი
________________

ადამიანები (?)

ჩვენ,

ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,

რომლებიც ოცნებებს

არაფრად ჩაგითვლიან,

სიცილს დააყრიან

და შემდეგ,

ცეცხლშიც შეგიყრიან...

"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,

ზურგიდან ტალახს გესვრიან,

გადაგივლიან,

გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,

გაგყიდიან,

ან გიყიდიან,

სულერთია...

პიროვნულობას გაგხდიან,

მონობას შემოგაცმევენ,

სულს ამოგართმევენ,

კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 11:30am — 4 კომენტარი
________________

მანძილი არყოფნამდე

ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი

სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,

ჰამლეტი გამახსენდა

და კიბეებზე

"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...

დავიწყე "ყოფნით",

და ჩემი კარის წინ,

კიბის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი ღამე

როცა გულის ხმაური არ გაძინებს,

როცა თითებს შორის ნაპრალებში

მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..

როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..

როცა სისხლში გარეული ფიქრები

ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..

მოგონებები პულსში ფეთქავენ და

ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,

მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..

მიფრინავენ სადღაც..

-მდე -ს გარეშე...

აკვირდები ფარდას და იცი,

რომ ქუჩაში გამვლელმა

შეიძლება შენი სილუეტი მაინც…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არაფერი

ხუთი საათია გამთენიის...

აღარ მიკვირს, ჩვეულია...

ღამის ძილს ვდარაჯობ...

სიჩუმეში ისევ უხმაუროდ გაისმის

ჩემი გაცრეცილი სუნთქვა...

როგორ მოვიტყუო,

არ მცივათქო,

როცა ხელებიდან

ლურჯი ვენებიც კი სიცარიელეში გაიკრიფა...

როგორ მოვიტყუო,

რომ ყველაფერი გენიალურადაა,

როცა ყელში ცრემლები კი არა,

ცხოვრება მეჩხირება...

როცა ჰაერის ნაკლებობისგან

ნეკნები მტკივა და

თანდათან სიზმრისეულ ლანდს…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სადღაცისკენ

დგება ხოლმე დღეები,

როცა ნულდები...

არც პლიუსი გიწერია,

არც მინუსი...

მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ,

არც კენტი,

არც ლუწი...

დაღლილობისგან ნეკნები გტკივა,

ცხოვრების ნაპასებით

ფილტვებში დაგროვილი მოგონებები,

გაცრეცილი სუნთქვა,

რომელსაც ლანდი გასდის...

დაწყვეტილი ნერვების გროვა,

არსებობასა და

არარსებობას შორის გაჩხერილი ყოფა...

მომსკდარი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახლი ტბის პირას

არ მიყვარს:

თაროებზე შემოწყობილი

ხელუხლებელი წიგნებითა და

ანტიკვარული, თუ ახალი,

ბრენდული სერვიზებით სავსე სახლები,

სულის დამატებითი განზომილებებისგან დაცლილი...

შიგნით,

ტანზე შემოცმული ფაფუკი ხალათით,

ფეხებზე წამოცმული ბაჩუჩებითა და

შიშველი სიამაყით რომ დაბაჩუნობენ...

ჩემს ზე-ცის-ფერ ოცნებას

დიდი ხანია დაეპატრონა

სახლი ტბის პირას,

პატარა…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შორს

მე გავიქცევი...

დავტოვებ ჩემს უსულო სახლს

ჩემებურად მოუწესრიგებელი წესრიგით,

იატაკზე მიმობნეულ პურის ნამცეცებს,

და ჩიტებისთვის ღია ფანჯარას...

კიბეზე დავეშვები

მოგონებებით სავსე ზურგჩანთით,

restless-ობის აღმატებული შეგრძნებით,

სიცივისგან დასერილი სხეულით...

მაინც მივაღწევ,

ბევრჯერ ნახსენებ,

სიშორისკენ მიმავალ ძველ მატარებელს,

დაგლეჯილი ერთფეროვნებითა და

სულში გადაშლილი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გიყურებდე ბავშვურად მძინარს

ჩემს ოთახში

ისევ არ ანთია შუქი...

ფარდები სრულად ფარავს ფანჯრებს...

საათი ჩამოვხსენი...

აღარ ისმის დროის მექანიკური ხმაური...

შეციებული ვწევარ საწოლზე...

ვუსმენ მხოლოდ წვიმის,

სიჩუმისა და

გულისცემის აკომპანიმენტს...

ახლა,

ყველაზე მეტად მინდა,

გიყურებდე ბავშვურად მძინარს...…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2014 წელი. 11:30am — 1 კომენტარი
________________

Per aspera ad astra...

Per aspera ad astra, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog

Per aspera ad astra

ხანდახან,

როცა ფურცლებდაგლეჯილ წიგნს ემსგავსები,

გინდა მოვიდეს ვინმე და

მოგიფრთხილდეს,

რომ ცოტა ხანში,

მხოლოდ ყდა არ დარჩე,

მხოლოდ სათაურით...

ხანდახან,

როცა ოთხად მოკეცილი

ნაჩვევად დევხარ,

ყელში…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

თოლია ჯონათან ლივინგსტონს!

      სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 8:30pm — 9 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters