მეტი მზე და მეტი სითბო გველის თებერვალში ანუ წლევანდელი იანვრის ბოლო ნიუსი პოზიტიურად მინდა დავიწყო. დიახ, ამინდი გამოსწორდება, მაგრამ ჩვენს პარლამენტში რა მოხდება და როგორ ვერ გეტყვით. რეზოლუციაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზეც ჯერ კიდევ უთანხმოებაა და მიშას ამბებიც კვლავ აქტუალურია. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0518 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სახლების ნგრევა ყოველთვის სენსიტიური და ხმაურიანი ამბავია ჩვენთან, ამიტომ იანვრის მიწურულს დღე სწორედ ამ თემამ დაიპყრო. ამასთან აქტუალური იყო დამნაშავე პრეზიდენტის დღის წესრიგი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა-განცხადებები და ტრადიციულად ერთსულოვნების პრობლემად ქცეული ნოტა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0521 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2022 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
გილოცავთ ნინოობას! დღეს დღესასწაულის მიუხედავად აქტიური დღე გამოვიდა. ერთი რომ უკრაინის საკითხი და რეზოლუცია როგორც ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლო კვლავ განხილვის საგანია და კვლავ ხელმოწერას და ერთიანობას ელის - უკრაინა თუ დაამეგობრებს პოზიცია-ოპოზიციას. ამასთანავე ცესკოს საუფროსოს არჩევნები იყო აქტუალური და NDI-მ კვლავ გამოიკითხა მოსახლეობა და „საზოგადოების აზრი“ დადო. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0637 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ასეთ არეული იანვარში ყველაფერია მოსალოდნელი და ნალექი ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ 29 იანვარს, ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდეც დაეცესო. რაც შეეხება დღის მთავარ თემას, ერთმნიშვნელოვნად რეზოლუციის თემა იყო, რომელზეც პოზიცია და ოპოზიცია ერთად მუშაობდა თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ ქართული ოცნების ტექსტი გავრცელდა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0720 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2022 წელი. 11:00pm —
5 კომენტარი
________________
როცა საქმე ძალადობას ეხება, განსაკუთრებით ბავშვებზე და კიდევ უფრო განსაკუთრებით შშმ პირებზე, მაშინ საზოგადოება ერთიანდება. დღეს აქციები მოეწყო და ერთი დიდი პროტესტი დღე გამოვიდა გუშინდელი კადრების გამო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. დღის თემა სწორედ ეს იყო. ამასთანავე კორონა ვირუსი, რომელმაც 15k-ს გადააჭარბა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისიაო. ნაცები პარლამენტში ბრუნდებიან და უკრაინასთან ომის საფრთხე კლავ არის. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 25, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაინა და უკრაინა. ესაა ერთადერთი მნიშველოვანი საკითხი რომელიც დღეს ქართულ მედიაში ისმოდა. ცხადია, საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. სხვა ამბები იყო ჩანაწერილი პოლიციელის შესაძლო ძალადობის შესახებ, მიშას საქმე, კოვიდი და ინსეპქტორის სამსახური. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0763 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოიარებსო ამბობდნენ და აი ისიც, უქმეებზე მზიანი და თბილი დღეები გველოდება საქართველოში. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრისკენ, რომელსაც უკრაინის „ბედი უნდა გადაეწყვიტა“ და მის კვალზე აღმოსავლეთის ნატოს გზა და კიდევ უფრო დაკვალვებით, საქართველოს მომავალიც. შეხვედრა ისე მორჩა, შედეგი კვლავ ბუნდოვანია და საუბარი კი ეპისტოლარული ჟანრში გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა აქციები იმართება, აქტუალურია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერგნეთში ჩვენი ტერიტორიების ამბებზე შეიკრიბნენ კეთილისმსურველები და ადგილობრივი „ხელისუფლებები“. დღის მთავარი ამბავი ომიკრონთან ერთად სწორედ ეგ იყო. საქართველოშიც ვრცლად განიხილება უკრაინის ამბავი, რადგან ვცდილობთ ერთ ქვაბში მოვიხარშოთ, უფრო სწორად - ერთ ევროპულ ქვაბში. მიშა არ კარგავს აქტუალობას და მის საქმეში ბრალდებულები გამართლებას. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0825 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს დაიბრუნა ძველი დიდება კორონავირუსის კოვიდ 19-მა. ხუმრობა ხომ არ არის 7000-ზე მეტი ინფიცირებული და ეს მხოლოდ დასაწყისიაო ამბობენ პანდემიის „სინოპტიკოსები“. დღის მთავარი თემა სწორედ ამს ეხებოდა, ასევე იყო უკრაინის ქართული ბლოკი, სოც სააგენტო და ნაციონალების შიდაგადალაგება. სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაც ისმოდა აქა-იქ. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0840 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც იქნება თოვლი გამოჩნდა ზამთარში. მართალია ჯერ ძალიან მსუბუქად დედაქალაქელებისთვის, მაგრამ საქართველოს უმეტეს ნაწილში პრობლემებიც კი შექმნა, ამასთან, სინოპტიკოსები როგორც გვპირდებიან, 19-20 იანვარს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და სხვა მომიჯნავე ამბებია მოსალოდნელი. თუმცა, დღეს დილით გზების დეპარტამენტი - საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანა გამოცოცხლდა. უფრო სწორად, კოვიდ პანდემია გამოცოცხლდა და ახალი ძალებით მიიწევს ახალი წარმატებისკენ - ინფიცირებებმა უკვე 5 ათასეულს გადააჭარბა და ეს მხოლოდ დასაწყისიაო, გვანიგეშეს. დღის მთავარი თემა კოვიდისა და აწ უკვე ომიკრონის შტამის გარდა, თიბისელების საქმეც იყო. მეინსტრიმში განცხადებები და ბრალდების მოლოდინები ისმოდა. განაჩენი არ გამოცხადებულა. რაც შეეხება ლარს - დოლარის ღირებულება - 3.0893 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022 წლის პირველი სამუშაო დღე დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ საახალწლო ბახუსი უფრო ძლიერია და არც ისე საქმიანად წარიმართა დღე. დღეს აქტუალური იყო პრემიერის საათი, „ფულიანი“ მინისტრებიც გამოირჩეოდნენ სიტყვაწყლიანობით და ნაციონალებმაც გადაწყვიტეს შიდა გადაადგილებები. ყაზახეთი მთელი საახალწლო პერიოდი აქტუალური იყო. დღეს სინოპტიკოსებმა გვიწინასწარმეტყველეს - 13 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაურესდებაო. რაც შეეხება ლარს - დოლარის ღირებულება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2022 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•