აპრილი 2014 ბლოგ პოსტები (27)

"ბედნიერი რომ ვიყო, იმიტომ ვწერ" (ფამუქი)

  ჩემი თავის მეც არ მესმოდა ხოლმე, მეგობრები მყავდა, მაგრამ სანამ ვინმეს ვნახავდი წერას ვიწყებდი.. არა, ის არ იფიქროთ, კარგი მეგობარი არ გყავდაო, უბრალოდ მე მინდოდა, პირველად ჩემს ფიქრებზე მეწერა... 

  მერე ბევრი რამე შეიცვალა, წერას მოვუკელი, თუმცა არც ლაპარაკზე მომიმატებია. ცხოვრებას სხვანაირად თუ ვერ , გამარტივებულად მაინც დავუწყე ყურება.მაგრამ ამას ვინ გაცლის თურმე...

   …

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 28, 2014 წელი. 1:00pm — 2 კომენტარი
________________

დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ...

დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ

წამოდი, ნამდვილი ცხოვრება გაჩვენო!

ნამდვილი და არა ზუსტი.

მე არ მინდა, რომ შენ ხედავდე უშეცდომოდ,

სხვისი გამოცდილების ხარჯზე სპეკულირებით…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 27, 2014 წელი. 1:00pm — 6 კომენტარი
________________

მალე ფეხსაც ავიდგამთ!

       სიახლის ორი წელი! შეძენის და დაკარგვის... უძილობის და ძილიანობის... მხიარულების და სევდის... ნადირობის და მონადირების... გაბრაზების და გახარების... ბუტიაობის, გარიყვის, შემომატების, ჩახუტების... საღამოების, სითბოს, პოეზიის... სიყვარულის... ქართული საქმის კეთების... სიმღერის და გალობის... ცეკვის... მოგზაურობის...…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2014 წელი. 2:00pm — 27 კომენტარი
________________

მოკვდა არა, გარდაიცვალა...

           უი, საწყალი როგორ მოკვდა, რა კარგი კაცი იყოო - იტყვიან ხოლმე. შე კაი დედ-მამის შვილო, თუ ასეთი კარგი იყო, ახლა გაგახსენდა? აქამდე ხმას რატომ არ იღებდი? რატომ არ ედექი გვერდში განსაცდელის დროს? რატომ არ შეაშველე დახმარების ხელი როცა ხედავდი, რომ წაიქცა? სად იყავი მანამდე, როდესაც თვალებით გთხოვდა შველას? როდესაც ნაღვლიანი დადიოდა ქუჩაში ან ეზოში და შენ ნორმალურად არც კი ესალმებოდი.

            ასეთი შთაბეჭდილება…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2014 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

Internet not Access

2012 წელი:

- მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს, შესაძლებელია მცხეთაში მქონდეს კავკასუსის ინტერნეტი?

ოპერატორი ბეჭდავს...

- გამარჯობათ ბატონო ლაშა, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მცხეთაში არ გვაქვს დაფარვა,უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოვა ჩვენი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2014 წელი. 7:30pm — 13 კომენტარი
________________

მოგონებები გაბრიელ ბერზე

მოგონებები გაბრიელ ბერზე!

   ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:– მარხვა რა არის?ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: "მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შენ ისეთი მაღალი ხარ რომ ვერავინ მოოგწვდება

-ისეთი ხარ ვერავინ რომ მოგწვდება...

გამარჯობა ღმერთო ...

ვიცი გარცხვენ.. ისიც ვიცი როგორია ეს.... ისიც ვიცი..ისიც....  და ისიც... ბევრი რამ ვიცი..…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2014 წელი. 6:00am — არ არის კომენტარები
_______________

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს

სააღდგომო ეპისტოლე

(20 აპრილი, 2014)

       "წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“ (ფს. 84,10).

       ყოვლადსამღვდელონო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2014 წელი. 3:00pm — 2 კომენტარი
________________

წამების ძელი

bible, christ, christianity, column, constantinople, crucifixion, george, gospel, istanbul, jerusalem, jesus, patience, qwelly, religion, roman_empire, turkey, ბიზანტია, თურქეთი, იერუსალიმი, იესო, იესო ქრისტეს წამება, კონსტანტინოპოლი, მოთმინება, სახარება, სტამბული, ტანჯვა, ქრისტე, ძელი, წამება, წამების ძელი

     იესო ქრისტეს მათრახით წამებაზე სამ სახარებაშია მოთხრობილი:

  • „მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.“ (მათე 27, 26);
  • „ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.“ (მარკოზი 15, 15);
  • „მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.“…
გაგრძელება

დაამატა George_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2014 წელი. 7:00pm — 4 კომენტარი
________________

10 მცნება მშობელთათვის...

იანუშ კორჩაკი - 

ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

10 მცნება მშობელთათვის...

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2014 წელი. 6:18pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩემმა მეგობარმა მთხოვა

      ჩემი ახლო მეგობარი მეკითხება, გინდა სიკვდილზე ვილაპარაკოთო, მეთქი მოდი ვილაპარაკოთთქო და მეუბნება:

- მე ძალიან მეშინია სიკვდილის, ცივი მიწის, ყველას მზერის და ცრემლების.

- ეგ, ჩემო სიცოცხლე სიკვდილი არაა, ეგ არის გარდაცვალება და ყველაზე კარგი რაღაც არის რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, რაც უფრო ადრე მოხდება მით უკეთესია, დაამთავრებ აქაურ ტანჯვას და დაიწყებ მარადიოულ ცხოვრებას.

- ეეე, კაი რაა მაგას როგორ ამბობ?! ყველას,…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2014 წელი. 2:30am — 3 კომენტარი
________________

ვნების კვირის მსახურება სამებაში

სამშაბათი:

09:00სთ - ლიტურგია პირველ შეწირული

17:00სთ - სერობის ჟამი

18:00სთ - ზეთის კურთხევა, 7გზის ზეთისცხება 

ოთხშაბათი:

09:00სთ - ლიტურგია პირველ შეწირული

17:00სთ - სერობისა და ცისკრის ჟამი

ხუთშაბათი:

09:00სთ დილის საღვთო ლიტურგია

17:00სთ -  ცისრკის ჟამი,  წაიკითხება ვნების 12…

გაგრძელება

დაამატა nutsa khuluzauri_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მილოცვა მამას

მილოცვა მამას

     პირველად ვხვდები ბზობას მამაჩემის გარეშე... დღეს მისი დაბადების დღეა. მის გარეშე ალბათ ძალიან მკაცრი ნათქვამია, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარში ყოველთვის ვგრძობ მის ახლოს მყოფობას. ვგალობდი დღეს და თან თვალებით ვეძებდი იმ ადგილას, სადაც 22 წლის განმავლობაში იდგა. სვეტიცხოველში, წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეშია მოქცეული. ამ ტაძარში ცოცხლდება არა მარტო ქრისტეს…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2014 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

მე არ მიყვარს

მე არ მიყვარს ჩემი დამალული მტრები

და ომისთვის გაშვებული მტრედები,

მე არ მიყვარს ბედნიერი წლები,

სიკვდილის წინ დაღვრემილი გედები.

მე არ მიყვარს ცინიკური ნათქვამი,…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2014 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

მერე მე მეტყვიან, რომ გეძახით გაგვაგონეო!

       ამ სანახაობამ ჩემზეც კი იმოქმედა და გაყინული გული სიბრაზითა და სიბრალულით ამივსო.

Qwelly, blog, qwellyblog, ბლოგი, ბოროტება, დაყრუება, დღიური, თამაში, თორნიკე, საოჯახო, საქმე, საქციელი, სახლი, უყურადღებობა, ქველი, შინაურული, ძახილი, ძმიშვილი

ჩაძინებამდე 20 წუთით ადრე:

- ძიაააა...! ძიააა! ძია გამოდი ეთი წუთს! ძია ა გესიის?! ძიაააააა...!!! გამო ლა ეთი წუთს! ძია გამო თამასები ველ ვიპოვეეეე! ძიააა... ძიააააა... ლაშა ძიააააა ძიააააა ძიაააააა ! ძია ველ ვიპოვე თამაცები საბა ლო ლთავს იმაც ვე ვიპოვეეეეეე!!! ძია გამოდი ლა ეთი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2014 წელი. 4:00pm — 20 კომენტარი
________________

ტიბეტელი ბერები წერენ

  1. მოგწონს – უთხარი;
  2. არ მოგწონს – ესეც უთხარი;
  3. გენატრება – დაურეკე;
  4. გაუგებარია – იკითხე;
  5. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე;
  6. რამე გინდა – სთხოვე;
  7. არასოდეს იკამათო;
  8. გინდა გაგიგონ – აუხსენი;
  9. თუ დამნაშავე ხარ - მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;
  10. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;
  11. არ ეკონტაქტო სულელ…
გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2014 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

უბრალოდ ცხოვრებაა ასეთი

       და როგორც ყოველთვის შეშინებული და გულაცრუებული ვიწყება რაღაცაზე წერას, დანამდვილებით არასოდეს ვიცი რა გამომივა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ვატარებ, პატარა თეთრი ვირთხასავით ტვინის ყველა უჯრედს რომ უთვალიერებენ და მიკროსკოპით ტვინს რომ უკვლევენ მას ვგავარ. რთულია როდესაც რაღაც გაწუხებს, გინდა დაწერო, მაგრამ ხვდები რომ ცივი გონებით უნდა მიუდგე ამას, ისე უნდა ისაუბრო და გამოხატო შენი სათქმელი, რომ ვიღაცის თვალში გაღიზიანება არ გამოიწვიო.…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2014 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

2014 წლის 10 და 11 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაში გაიმართება ამავე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია

მუშაობის გეგმა

10 აპრილი, 12 სთ.…

გაგრძელება

დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2014 წელი. 10:30am — 1 კომენტარი
________________

ისე უყვარდა

ისე უყვარდა ღმერთო თურმე, წლები ელოდა,

დაჰქონდა გული დარდიანი და ცრემლით სავსე,

ხან ლოცულობდა, ხან გალობდა, ხან კი მღეროდა,

არც კი მეგონა, კაცს თუ დარდი შეეძლო ასე.

რაშია ღმერთო სიყვარულის მადლი და ცოდვა,

ხედავ რომ გიჭირს არსებობა და ვერას შველი,

ალბათ რა ხშირად გეკითხება ცოდვილი მოდგმა,

გიყვარს და იცი ვერასოდეს გახდება შენი.

რაიც ტკბილია, ცოდვის შიში დაჰყვება რატომ,

ისე გტკივდება, რომ სინათლეს…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არამეულად - მამაო ჩვენო

ბაბან დ ბიშმაია, ფაიშ კუდშა შიმუხ.

ათია მალქუთუხ, ავი სივიანუხ.

ახ დ ბიშმაია აფ ბარა.

ავლან ლახმა დ სუნკანა იომანა.

უ შვოკ ლან ხავბან უ ხტაიან.

ახ დ აფ ახნან შვიკლან.

ლხაივან ლა მავირთლან ლნისიონა.

ილა ფასი ლან…

გაგრძელება

დაამატა დავით ბილიხოძე_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters