დღეს მინდოდა პოზიტიური qwellynews დამეწერა, კარგი ამბებით მაგრამ რეალობა ცოტა გულსატკენია, თუმცა არა ყველა რეალობა. მაგალითად, დღის მთავარი ამბავი, რომელიც ამ წუთებშიც კი ყველა ტელევიზიის მეინსტრიმს იკავებს, პრემიერის წლიური ანგარიში და პარლამენტის ბოლო სესია იყო. პრემიერის საქართველოში მართლაც ყველაფერი იდეალურად არის. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია მთელი დღე მეინსტრიმში იყო სანქციების თემა და შემფასებელთა არანეგატიური დასკვნები, ასევე ძალადობის ფაქტები და ამ ფაქტების გამართლება პროვოკაციებით, სიწმინდეზე აპელირებებით და ა.შ., მაგრამ დღის ბოლოს როგორც ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, ამჯერად ამერიკაში დამშვიდდა. 4 ივლისის კვირეული დაიწყო და შესაბამისად ელჩმა დელეგატებს უმასპინძლა. რკინიგზა რუსეთიდან სომხეთისკენ აფხაზეთის გამოვლით, ზახაროვამ გაააქტიურა. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი თვის ბოლო უკვე დაიწყო. ახლა თქეშია და ივლისის პირველამდეც ასე გაგრძელდებაო. დღის მთავარი ამბავი ამინდზე ბევრად საინტერესო მაინც არ გამოდგა, რადგან შეურაცხყოფასა და ძალადობაზე რეპლიკებისგან გაჯერებული ნიუსები იყო და გადაწყდა - თუ დაგარტყეს, შენც დაარტყი - შეგაგინეს, შეაგინე და ა.შ. პოლიტიკა თმენის ვალდებულებისგან იცლება. დღეს ასევე სანქციებთან შეერთების ნიუსები გამეინსტრიმდა და ბოლოს პრეზიდენტის ინტერვიუ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია წვიმები ანონსდება, მაგრამ ივნისის ბოლო დღეები საკმაოდ ცხელი გამოდგა, ამიტომ ტემპერატურამ დახურულ კარს მიღმა პარლამენტსა თუ მთავრობაში ცივ კონდიციონერს ვეღარ გაუძლო და დაიწია. დღის მთავარი ამბები ევროპის გზაზე სტატუსის მიღება და ამ უსტატუსობაში ერთმანეთის დადანაშაულება იყო. ასევე სანქციებთან შეერთების წესი და რიგი განიხილეს ევროპელებთან ერთად. ცხადია, ცესკოს ამბებს პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის საპარლამენტო გამოაცდილებაც აქტუალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროკოვისარმა ზეპირი მოხსენება და შეფასებები გააჟღერა და საშინაო დავალების შესრულების დონე და ტემპები დაგვიწუნა - 25% გაქვთ შესრულებული მხოლოდ და ძალიან ცოტააო. დღის მთავარი ამბავიც სწორედ ეს იყო და ოპო-პო კამათები ამ თემის გარშემო ტრიალებდა, რაც არავის გაკვირვებია. სამაგიეროდ საკვირველი აღმოჩნდა დღის ბოლო ნიუსი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. კინოში ისევ არეულობაა და მიშა უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო დღეების მზიანი დილა და ავდრიანი შუადღე საღამო თურმე შესავალი ყოფილა, რადგან მომდევნო სამი დღე, 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი კიდევ გაუარესდებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. შესაბამისად, თბილისში ჩამოსული ჭიათურელი მაღაროელები რამდენიმე დღეს წვიმიან რუსთაველზე გაატარებენ კარვებში. მათი პროტესტი დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ცხადია ოპოზიციის გეგმები და პოზიციის ძალაუფლებაც მეინსტრიმშია, ასევე დაბრუნდა სააკაშვილი და არსად წასულა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახლა კარგი ამბები მხოლოდ სპორტიდან ისმის - თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია. სხვა ამბები სტატუსის მიღების შესახებ დაუსრულებელ ბჭობას და ბრუნვას ეძღვნება და გამოუვალი მდგომარეობის, უშველებლობის აღქმას ბადებს საზოგადოებაში. ცხადია, ოპო-პოს კინკლაობის ფონზე. სხვა ამბავი იყო ევროკავშირის ელჩის ბლოკი, პრეზიდენტის ინტერვიუ და წვრილ-მსხვილი მსოფლიო-ქართული ნიუსები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრაგედიის წლისთავი და მოგონებები 8 წლის წინანდელი წყალდიდობიდან. დღის მთავარი თემა კი ვენეციიდან მოდიოდა და მისი დასკვნების ქართულ განხილვას წარმოადგენდა. ცხადია, დასკვნის საფუძველზე უკვე ხშირად ნანახი და გაგონილი ურთიერთბრალდებები და კინკლაობებიც ისმოდა პარლამენტარებს შორის. მთავარი ამბავი იყო ეროვნული ბანკის ბანკირის ირგვლივაც და კულტურის სფეროში წულუკიანის „დიქტატურის“ ფორმებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6026…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სტუმრობა საქართველოში მართლაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ მთავრობა გმასპინძლობს. ევროპელი სტუმრები არ ეკლდა დღევანდელ დღეს. თუმცა დღის მთავარი თემა ჯანმრთელობის კანონცვლილებები იყო, ასევე ოპოზიციის ვერგაგუნდურება, ეროვნული ბანკის ამბები და განცხადებების კომენტირება. ასევე მხოლოდ ახალი ავტომობილები ქვეყანაში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არც ისე ცხელ და წვიმებით გაჯერებულ ზაფხულს მდორე დინება მისდევს პოლიტიკურ სარბიელზეც, ამიტომ დღის ნიუსები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან, თუმცა ერთი ვრცელი და აქტუალური თემა მაინც იყო - ევროპის გზაზე და ევროპისკენ მსწრაფ პოლიტიკას ევროპელებისგან კრიტიკა და სჯა-ბაასი, განხილვ-გამოხილვა მოჰყვა. შესაბამისად, ადგილობრივი კომენტარებიც. ოპოზიცია დაულაგებელია, უკრაინა კი ომის ახალ-ახალ ფორმებში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6102…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეების კარგი ამბებით დავიწყოთ ახალი კვირის თუ თვის პირველი ქველინიუსი - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - პრიზი ოფიციალურად გადასცეს. ჩვენთან კი დღის მთავარი ამბავი მთავრობის ანგარიში იყო, რომელშიც საუბარია თუ რამდენად კარგად შესრულდა ყველაფერი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეების სტუმრობა, პრემიერის საქართველო და ერთი რესტორნის ხმაურიანი ამბავი. ცხადია, კადიროველების შავ-ბნელი მერსედესებიც არ გამორჩა არავის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•