Qwelly ბლოგი (4,244)

მღვდელთმთავრობის 30 წლის იუბილე

       მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი), ვულოცავთ მღვდელთმთავრობის 30 წლის იუბილეს. დღევანდელ დღეს ქ. დუშეთში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდა ქვეყნის პირველი პირი ბ–ნი გიორგი მარგველაშვილი, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და მრევლი. მეუფე ზოსიმეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ღვთის მფარველობას რათა დიდხანს…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2013 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩათვლის საკითხები სამოძღვრო ფსიქოლოგიაში!

1. მოძღვრის ამოცანები და ფსიქოთერაპევტის ამოცანები (იღუმენი ევმენის წიგნიდან 39–68გვ); 

2. პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის მახასიათებლები (იღუმენი ევმენის წიგნიდან 476–480გვ);

პირველი ორი საკითხის მასალები…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2013 წელი. 10:30pm — 6 კომენტარი
________________

წუწნია კამფეტი

       დროებითია ასავალ დაკარგული ცხვრის ძიება სიმართლისადმი... სიყვარულისადმი.. ნებდება ძალის ---- ნებისყოფის ... ასავალ-დასავალ დაკარგულ ცხვარს ტკივა.. (დ რ ო ე ბ ი თ ა დ);

  • მისწრაფება ერთი____ ბედნიერება... (პირდაპირი გაგებით);
  • ტრაგედია ერთი____ უსიყვარულობა... ( -_- );…
გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2013 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ცოტა ხანი ბავშვობაში დავბრუნდეთ

       ბავშვობა... ყველაზე საყვარელი სანატრელი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში.. აი ის პერიოდი როცა მშიბლები გვეუბნებოდნენ იცით მე როგორი ბავშვობა მქონდა?? ჩვენ მაშინ ვერ ვხვდეოდით ამას და სასაცილოდ გვეჩვენებოდა როცა თავიანთ ამბებს გვიყვებოდნენ.. ეხლა კი როცა დიდი გოგო ბიჭები ვართ,მგონი ნათელი გახდა ჩვენთვის ყველაფერი და ახლა ჩევნ ვსაუბრობთ ჩვენ ბაშვობაზე და დღევანდელ (ბავშვებთან) პარალელს ვავლებთ..ზოგი რამ გვიკვირს და ჩვენთვის ვამბობთ რომ ჩემს…

გაგრძელება

დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2013 წელი. 12:30am — 7 კომენტარი
________________

მე და შენ ღმერთო...

მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან... (როგორც არი)

(გიო არაბული)



მე და შენ ღმერთო, ხმელეთზე რომ განავრცე წყალი,

მე და შენ ღმერთო, ბაგაში რომ მოდრიკე თავი,

მე და შენ ღმერთო, ბეჭებზე რომ შეიდგი ჯვარი,

მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან.. (როგორც არი)



მე და შენ ღმერთო, ვიზრდებოდით შენში და ჩემში,

გვარწევდა დედა, - დედა ჩემი და შვილი შენი,

გვეძინა მშვიდად, ჩვენ მის ხელში - მას კი შენს…
გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

წამო

წამო წვიმა ვნახოთ მოვეფეროთ თმებზე,

წამოწვიმა წეღან ნარიყალას ახლოს,

წამო ავირბინოთ ზედაზენის მთებზე,

ვარსკვლავები ვთვალოთ,

მთვარეს ხელი ვახლოთ.



შარშან რომ ვილოცეთ, თეთრი ფიფქებისთვის

გახსოვს?

და ითოვლა მერე, მთელი ღამე თოვდა, მთელი...

დაითოვლა მიწა და სამოთხეს გავსო

რომ ვთქვით.

წამო ქრისტესაკენ, სამოსელზე ვახლოთ ხელი.



ფრთხილად!

არ დაიწვა ხელი - მზეზე,…

გაგრძელება

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალბედა დელეგატები

იყო და არა იყო რა...

იყო 3 უსაშველოდ გრძელი დღე... იყო 2 უძილო ღამე... იყო ბევრი ქვეყანა, ბევრი პრობლემა, ბევრი განსხვავებული აზრი, კამათი, გაუყუჩებელი თავისტკივილი და ბოლოს – შედგა კონსესუსი! …

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 11:00am — 6 კომენტარი
________________

პოეზიაზე...

      იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...

      გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.

      მის გვერდით არავინ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?!

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?! დროსა და სივრცეს შენს ლაჟვარდთან, თქვი, რა ხელი აქვთ?! შენი უღელი პეპლების ფრთებს უჭირავთ ცაზე, შენი ტვირთები გულუბრყვილო თეთრ კრავებს მიაქვთ. შენ აქ რა გინდა?! შენი ბინდა ზეცაში უთქვამთ! ადამიანებს რას გვასწავლი, რას გამოგვრჩები? საკუთარ თავის სიყვარულში გველევა სუნთქვა, მერე გვიკვირს, რომ უსაშველოდ მძიმდება ჯვრები. რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე, სამ-სამჯერ გგმობენ პეტრესავით როცა მსახურნი, ამოგათრევენ ახლადგახსნილ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

გწამდეს

გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი,

სისხლი ადუღდა და შეფერადდა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა.



მკრთალი ოცნებები შეიფერე,

დედის საოცარი სახელი გაქვს,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ყრმა ჟ’ოფრეის ანჟელიკა.



სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და

გულზე იმედები მომეფინა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა.



სულში დამწყვდეული ლეთარგია,

დროის სტრიქონებით მორიე და

იცნე ისეთივე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 24, 2013 წელი. 1:50am — 1 კომენტარი
________________

გარდაცვლილი სიკვდილი

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,

მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.

ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,

არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

 

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?

როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?

გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:38am — არ არის კომენტარები
_______________

რუსკას თვალით დანახული ხევსურეთი: მე არ ვარ ხევსური! - მე მიყვარს ხევსურეთი!

               

     მახსოვს  2013 წლის 29 ივნისი იყო პირველად ხევსურეთში რომ წამოვედი.არ მქონდა ნანახი და ხევსურეთი მხოლოდ შატილის კოშკი მეგონა  და მეც მის სანახავად მივდიოდი,თუმცა მანამდე ხევსურული ლექსები,სიმღერები და ხევსურები მიყვარდა....სანამ წავიდოდი მოკლედ გავეცანი მის ისტორიას,რომ მთლად არაკომპეტენტური არ ვყოფილიყავი,თუმცა წინ დიდი სიამოვნება მელოდებოდა.

ორი დღით ვიყავი წასული…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:00am — 8 კომენტარი
________________

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის,

ჰაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,

ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,

ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...



ოდესმე თუ მორეჩებით ამინდებზე საუბარს,

ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი ისე რა,

მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,

ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...



კარებს წიხლით…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები

ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები

გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია

ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,

ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,

ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება

ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.

სადაც ახლა ჯვარია და გვიანი…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:04am — არ არის კომენტარები
_______________

სასიამოვნო ტკივილი

რა სიამოვნებით გამოგიგზავნიდი ბარათს,
ფრონტის წინა ხაზიდან....
აი ჩვენი დიდი ბაბუები რომ უგზავნიდნენ,
თავიანთ ცოლებს.
რა სიამოვნებით ვიფიქრებდი შენზე,
შუაგულ ომში,
რა სიამოვნებით მოვუფრთხილდებოდი,შენს გადაცრეცილ,
ნახევრად გამქრალ სურათს....
რა სიამოვნებით დამესიზმრებოდი,
უიმედოდ დაჭრილს...
და რა სიამოვნებით მოვკვდებოდი,
შენი ცრემლების იმედი რომ მექნებოდა...

დაამატა mari tavadze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

პატრიარქი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

       სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. საპატიო ჯილდო პატრიარქს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია.

       ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და წევრები დღეს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრნენ და ჯილდო და დიპლომი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იწყება ზამთრული ცხელება!

          არაფერი საინტერესო უცხო მკითხველისთვის. ესაა სამების საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის შემოდგომის სემესტრის ჩათვლა-გამოცდების განრიგი.

I ცვლა

ჩათვლები:…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2013 წელი. 7:30pm — 13 კომენტარი
________________

ძველ კაბასავით დაპატარავებული ღიმილი

ისე ამეკეცა ფრთები ნაოცნებარს,

სულის ყველა კარი დამრჩა გაღებული.

მაინც ვერ შევძელი შენი გაოცება,

ჩემი ყველა განცდა შენ გაქვს წაღებული.



ისე ყველა სხივით ისე გაიპარა,

ცამ მზე ვეღარ ნახა ვერცერთ მოსახვევში.

ახლა მზერას ვაკლავ ქუჩებს გამომხმარს და

შენს დანახვას ვცდილობ ყოველ მოსახლეში.



ისე მომეყინა კანზე მიტოვება,

ცივი ქარი მაგლეჯს ღიმილს შედედებულს.

ვიცი ცხოვრებას რომ ვეღარ გადავახვევ,

ვეღარც კადრს დავიჭერ სადმე შენელებულს.



ღამე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 12:23pm — 6 კომენტარი
________________

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 1:10am — 1 კომენტარი
________________

მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.



მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.



ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.



საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:07pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters