შინ ვბრუნდებოდი...ხალხმრავალი ქუჩის გამოვლა მომიხდა. უცნობმა ქალბატონმა ჩამიარა, მეგობართან ერთად იყო. გავიგონე, როგორ წუხდა იმაზე, თუ როგორი მოწყენილი, მოღუშული და პირქუში სახეებით დავდივართ ადამიანები ქუჩაში, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდაც კი. მე ჩემს სახეს შევხედე, არ მომეწონა... მერე ისე გამეცინა სულ გაღიმებული დავდიოდი.
ხოდა გავიღიმოთ რა, რადგან შეიძლება ვიღაცისათვის ჩვენი ღიმილი ბედნიერების…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2015 წელი. 9:30pm —
6 კომენტარი
________________

იყო და არა იყო რა, ერთ ლამაზ, მზიან დღეს დაიბადა სიყვარული. სიყვარულმა მრავალ ქარს, ქარიშხალს და ბოროტებას გაუძლო. სიყვარულს უყვარდა, სილამაზე, სინაზე და მშვენიერება.
სიყვარულის ნაყოფი იყო, უნაზესი არსება ია და პეპელა, ვარდი და ენძელა. ისინი სიყვარულით არსებობდნენ და დღითიდღე მშვენდებოდნენ. მატი შვილებიც სიყვარულად იწოდებოდნენ და ასე მრავლდებოდნენ სიყვარულში. ცისარტყელა ყოველ დღე ალამაზებდა და…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2015 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სულ არაფერი იყო...
იყო:
იყო "ყოფნა"... ეს "ყოფნა" კი არ იყო, ეს იყო უყველაფრობა.
- დღეს?
- დღეს გადაიღო უყველაფრობამ, ბოლო მოეღო უარაფრობას და გაყველაფრდა ყველაფერი..…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2015 წელი. 1:30am —
5 კომენტარი
________________
გაუცხოვება გვჭირია
"მასაზრდოებელი ცოცხალი ბუნების, გარემოს ბარბაროსული განადგურებით ცივილიზებული კაცობრიობა კატასტროფას იახლოვებს... ადამიანს ყველაზე ნაკლებ ადარდებს ის, თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს მის სულს ეს ველური ქმედებები. ცოცხალი ბუნებისგან ყოველმხრივი და სულ უფრო მეტად დაჩქარებული გაუცხოვება იწვევს ცივილიზებულ ადამიანებში ესთეტიკურ და ეთიკურ გულგრილობას. …
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2015 წელი. 7:30pm —
2 კომენტარი
________________
"იდიოტმა" ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. აშკარაა, რომ დოსტოევსკი კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას. თითქოს თავის თავზე წერდეს, მწერალი ხომ თავადაა ყოველი, თავისი პერსონაჟის შემქმნელი.. რომანში არსებული ყოველი გმირი დოსტოევსკის გულიდან, ფიქრიდან…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2014 წელი. 7:00pm —
1 კომენტარი
________________
გარეთ ისევ წვიმს...
მინაზე წვიმის წვეთები ნაზ, ჰაეროვან, ვენურ ვალს ცეკვავენ სიჩუმის მუსიკაში.
თითქოს სარკმელს ეფერებიან..
ამ პაწაწუნებს არ სცივათ და არც…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2014 წელი. 12:30am —
7 კომენტარი
________________
გავათავე.... მოვრჩი და მინდა ზებულონზე ვისაუბრო, არ ვიცი როგორ დავიწყო.. დავიწყებ და დამეწერინება. მიჭირს ამ ტრაგიკულ გმირზე საუბარი. ზებულონი გახლავთ მთავარი პერსონაჟი რომანში. მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ლაღი ტკბილი ბავშვობა ქონდა, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, როგორც იოველ ბატონიშვილმა თქვა,…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2014 წელი. 10:30pm —
9 კომენტარი
________________
თვალები ჰქონა.. ოჰ, როგორ გითხრა, მწვანე, ჩამუქებული, უსიცოცხლო და სხივმოკლებული. ადრე ისე უციმციმებდა, სიცოცხლის ნაპერწკლებს ისვრიდა. სახე მუდამ ნათელი და მომღიმარი ქონდა.. ახლა აღარც იღიმის. თვალებში სევდა ჩაუსახლდა.…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2014 წელი. 11:00pm —
10 კომენტარი
________________
ხანდახან ადამიაში რაღაც გამოუთქველი, დაუწერელი გრძნობა გამოძვრება ხოლმე. ეს გრძნობა წამიერი და წუთიერია, მოვა "გამაგიჟებს" და მერე ისევ მიდის. არ ვიცი საიდან მოდის, და არც ის ვიცი მერე სად მიდის ხოლმე, მთავარი ისაა რომ მოდის. მაშინ ყველა მიყვარს, ყველაფერი მიხარია და ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია! თითქოს ეს…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2014 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
"არ დაკარგო უბრალოება და არასდროს გაუვა ვადა შენს ადამიანობას. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში და არა სხეულზე. ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა გარეგანი ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს ჭეშმარიად და არა ფარისევლურად. ნუთუ ძნელია სიტყვებს მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ რასაც გულისხმობენ. ნუთუ ძნელია უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ. თუ ცუდნი ვართ არ დავმალოთ და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ გამოსწორებისკენ. ნუთუ ... არა, ეს არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ არ…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2014 წელი. 12:00am —
3 კომენტარი
________________
მიილია ჟამი ვერცხლის, სუსხიანი ფიფქები თეთრმა ყვავილებმა შეცვალა. ბედნიერებაა, ყოველ დილით ჩიტების ჟივილ-ხივილი რომ გაღვიძებს. ზეცა აიკლეს ჩიტებმა და უხარიათ, ძალზედ უხარიათ. გავდივარ ქუჩაში, მარტო მივდივარ და ვიღიმი.... არ ვიცი რატომ. ასე მგონია გაზაფხული კი არ მოვიდა მე მოვდივარ გაზაფხულად... რა კარგია როცა უბრალოდ გიხარია.…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2014 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
გოდერძი ჩოხელის კრებული "შემინახე, დედაო მიწავ!" ალბათ გაქვთ წაკითხული. ამ კრებულში, დიდი სიყვარულია გადმოცემული. გოდერძი…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2014 წელი. 10:30pm —
6 კომენტარი
________________
მოულოდნელი შეხვედრები მიყვარს. იცით რატომ? იმიტომ რომ, მოულოდნელად ნახვის ბედნიერებას ვერ ვიკავებ.. განცდა ნამდვილი და რწფელია. არ არის ყალბი და მოთოკილი. თუმცაღა არ მესმის ადამიანები რატომ იკავებენ ემოციებს, მითუმეტეს თუ ის დადებითი და სასიამოვნოა. მე ყველაფერი ნამდვილი მომწონს. უკვე რამდენჯერ, მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს, ვერ ვივიწყებთ ერთმანეთის ღიმილს, რომელიც მოულოდნელმა შეხვედრამ გამოიწვია. თვალები გვიბრწყინდება, გვიციმციმდება,…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2014 წელი. 8:30pm —
6 კომენტარი
________________
17 იანვარი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღეა. მე პირველი ნათლული შევიძინე. მას ნათლობის სახელად - ანდრია ეწოდა. ანდრო 70 წლისაა. რამდენჯერ გვისაუბრია მე და მას ნათლობის შესახებ, მაგრამ ყოველთვის უარს მიცხადებდა, მიზეზს არ მეუბნებოდა. ვდარდობდი, ამ ასაკში მოუნათლავი რომ იყო. მოძღვარსაც ვესაუბრე ამ თემაზე, დამარიგა და რჩევა მომცა.…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2014 წელი. 10:00pm —
2 კომენტარი
________________
მარტო მე შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აქამდე ისე მოვედი, არასოდეს ზედმეტად არაფერი მომდომებია. პრეტენზიული და განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვჯერდებოდი იმას, რაც მქონდა და ბედნიერი ვიყავი. მოკლედ, მე ვიყავი ბავშვი ზედმეტი სურვილების გარეშე.
ამ ბოლო დროს "რაღაც რაღაცეები" ვისწავლე და ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო. თითქოს ცხოვრებამ "რაღაცეები" დამანახა და მასწავლა. შეიძლება ითქვას, გამოცდილება მივიღე. აქამდე ბავშვი მერქვა. ჩემი აზრით,…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2013 წელი. 12:00am —
17 კომენტარი
________________
ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!
ჩემო პატარა ბატონებო და ქალბატონებო!
ბატონობით…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2013 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისინი საკუთარ სამშობლოსა შინა ცხოვრობდნენ, ვითარცა გადამთიელნი: ყოველი უცხო ქვეყანა მიაჩნდათ მათ სამშობლოდ და ყოველი სამშობლო იყო მათთვის უცხო ქვეყანა. ისინი ცხოვრობდენ ხორციელად, მაგრამ არა ხორცისათვის. მორჩილებდენ ხალხს, რომელთაც ჰქონდათ ძალაუფლება და გამოსცემდენ კანონებს, თუმცა თავიანთი ცხოვრებით თავად კანონსაც აღემატებოდნენ. უყვარდათ ყველა და იყვნენ დევნილნი. არ ესმოდათ მათი, მაგრამ ამტყუნებდნენ, ბევრ მათგანს კლავდენ, მაგრამ მათი რიცხვი უფრო იზრდებოდა.…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2013 წელი. 6:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ ნიაზს ვუსმენდი.. ასეთი სიმღერა აქვს "ამპელოგრაფია".. რამდენიმე სიტყვა კი, მოსაწონებელი და დასაფიქრებელი!
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს ცხოვრების კულტურა დაბადებიდან გარდაცვალებამდე…
ჩემი, შენი, ჩვენი ვალია!…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 12:00am —
5 კომენტარი
________________
მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. მამა გაბრიელი ბავშობიდანვე გამირჩეოდა თავისი სულიერებით, ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი და იქ ეცნობოდა მართმადიდებლურ ლიტერატურას, სახარებასა და წმინდა წერილებს.მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2013 წელი. 6:00pm —
1 კომენტარი
________________
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•