Qwelly ბლოგი (4,243)

გამოცდების განრიგი, ამერიკული რჩევა-დარიგებები და პორტის ამბები

      როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოს შესახებ გაჟღერებულ ყოველ ამერიკულ ხმას, მეორე დღეს მთელი ქვეყნის აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. არც გუშინდელი ამბავი იყო გამონაკლისი. ამიტომ, დღის მთავარი თემა ბახტაძის ამერიკა და პომპეოს გამოსვლა იყო. სხვა ამბები ანაკლიის პორტსა და გამოცდების განრიგს უკავშრდებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ივნისი, 2019/

      ტაქსის რეფორმა და თბილისის ამბები - კახა კალაძე - ტაქსის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პომპეო საქართველოზე ბახტაძესთან, თბილისის გადაკეთება, ინსპექტორი, ბოკერია და ოქრუაშვილის ახალი პარტია

      დღის ამბები მოწყენილი დღეებივით მიეწყო, სიგრილეს და სიმშვიდეს მრავალფეროვანი ამბებიც მოყვა. გამოკვეთილ სიახლეებს რაც შეეხება, ძირითადად თბილისის ამბავს უკავშირდებოდა, ინსპექტორს, ოქრუაშვილი ახალ პარტიას, მაგრამ მთავარი თემა მაინც პომპეოს ქართული გამოსვლები იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 ივნისი, 2019/

      თბილისის მშენებლობა - კახა კალაძე - მიდგომა, რაც თბილისში წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვინ გადაურჩა წარღვნას?!

წარღვნა

      ასეთ გადაუღებელ წვიმას კარგი არაფერი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მან არამარტო მდინარეები აამღვრია და კალაპოტიდან ამოაგდო, ადამიანთა ცხოვრების ჩვეული დინებაც სრულიად შეცვალა. დაცარიელდა ფართო სახელოსნო, აღარ ისმოდა ქვაზე საჭრეთლის ფხაჭუნი, ხელოსანთაგან აქ აღარავინ ირჯებოდა. საკუთარ ოჯახებს მიაშურეს. რაიმე უნდა ეღონათ, თავიც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი პარტია, არჩევნებში გამარჯვება, დანიშნულ-შერჩეული ინსპექტორი და ბანკის ამბები პარლამენტში

      შედარებით მშვიდად ჩავლილი დღე გამოდგა, ამინდმაც მაინცდამაინც არავინ შეაშინა და არც არავინ დააცხუნა - ღრუბლიანობამ საკმაოდ უშველა დედაქალაქს. თუმცა, სინოპტიკოსები სეტყვა-წვიმებს ჯერ კიდევ გვიანონსებენ. დღის მთავარი ამბები უკავშირდებოდა არჩევნებში გამარჯვებას, ინსპექტორის თანამდებობას და საბანკო-სალარო ამბების საპარლამენტო განხილვას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ივნისი, 2019/

      არჩევნებში გამარჯვება…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პორტრეტები ადამიანებით

      ბოლო ხანებში ჩემი ბლოგი ფაქტობრივად ხელოვნების ბლოგად გადაკეთდა და ბევრი შემოქმედის ნამუშევარი წარმოვადგინე, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. ჩვენი დღევანდელი გმირი წარმოშობით კალიფორნიელი კრეიგ ალანი (Craig Alan). ათეულ წელზე მეტია რაც ამ ალბომს ქმნის რომლის სახელია პოპულუსი (Populus).

ხელოვნება, პორტრეტები, ნახატები, ფაზლი, qwelly, ბლოგი, blog

ხელოვნება, პორტრეტები, ნახატები, ფაზლი, qwelly, ბლოგი, blog

      ერთი შეხედვით რიგითი პორტრეტებია, ცნობილი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2019 წელი. 11:23pm — არ არის კომენტარები
_______________

ლილოს ჩინური კვარტლის დამწვრობა და პარლამეტში განხილული ეკონომიკა

      წლევანდელი ივნისის პირველი საქმიანი კვირა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - გიბრალტარს მოვუგეთ 3:0. თუმდა დღის მთავარი თემა სულ სხვა რამე იყო და ძირითადად ორი მიმართულების - პირველი გახლდათ ლილოში გაჩენილი ხანძარი და აჟიოტაჟი მის გარშემო და მეორე იყო მინისტრის საპარლამენტო მოსმენები, რომელიც ასევე ვრცელ თემად მოგვევლინა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 ივნისი, 2019/

      ხანძარი ლილოში - ღამის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი

მშვიდობით ლენინ!

კურსი: ფილმების სოციოლოგიური ანალიზი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ნამგალაძე

სტუდენტი: ქეთევან პოპიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019

შესავალი

     ადამიანების უმრავლესობა…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2019 წელი. 1:00am — 1 კომენტარი
________________

ბრალის წარდგენა, აღდგენას მოყოლილი ნგრევა და აუდიტური ეკონომიკა

      ზაფხულის სიცხის ნორმებს უნდა ავცდეთო, დღის ერთი მთავარი ცხელი ამბავი სწორედ ეს იყო. თან ეს აცდენა გახურებისკენ იქნება და არა გაგრილებისკენ - ზაფხულში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება. შესაბამისად, მაღალ ტემპერატურაზე მეტი ნალექიც გვექნებაო, იქვე დასძინეს. ვიდრე სულის ამოხუთვამდე დაგვცხება, დღის მთავარი ამბავი ისევ ხორავას საქმის მკვლელებს და დაკავებულებს ეძღვნებოდა და ასევე დედაქალაქის სწრაფ „აღდგენას“ - გუშინ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მომაჯადოებლობა

      ჩრდილოეთის (პოლარული) ციალი, ალბათ, ერთ-ერთი ულამაზესია იმ მოვლენათაგან, რომლის ხილვის საშუალებასაც ბუნება გვაძლევს. პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონაში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. გამოვლინება ძირითადად ჩრდილოეთით ან სამხრეთით ხდება. ის ყველაზე ხშირი გაზაფხულობითა და შემოდგომობითაა, პიკი კი ბუნიობისასაა. ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე…

გაგრძელება

დაამატა Ekaterine_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2019 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

დაკავება მოზარდების მკვლელობის საქმიდან

      სინოპტიკოსებმა ტემპერატურის აწევა კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს - ივნისის პირველივე კვირა 34 გრადუსამდე გათბებაო, არადა მგონი დღეს 37-საც არაფერი აკლდა. დღის მთავარი თემა კი ერთმნიშვნელოვნად იყო დღევანდელი დაკავება - დღეს, ხორავის ქუჩის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, დავით სარალიძს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 ივნისი, 2019/

      საეკლესიო მუქარა?! - ე.წ. აფხაზეთის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

შესავალი დასასრულის შემდეგ

ბუმერანგი (ამონარიდი)

Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

      ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას... ჭიშკრის ფრთა მაქვს მხედველობაში. ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.

      ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ხორავას დამნაშავეები, ქალაქის ვარდნა-აღმასვლა, სამართლის გამრიგეობა და ავსტრიის ელჩის ახსნა-განმარტებანი

      მართალია ჩვენ ამბებს, საღამოს კი არა, უკვე შუა ღამის ნიუსი ჰქვია, მაგრამ ივნისმა ისე აქტიურად დაიწყო ზაფხული და იმდენი სიცხე მოაფრქვია, მედია ნიუსიც გადატვირთვისა და გამოთიშვის საფრთხის წინაშე დადგა. ცხელი ზაფხულის ცხელი ამბები იწყება იმით, რომ დღეიდან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო ასევე ხორავას საქმით, თბილისის ვარდნითა და გახსნით, სასამართლოს გამრიგეებით და ავსტრიის ელჩის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ცისარტყელა ბაბუა

      როცა საკუთარი სოფელი ძალიან გიყვარს და არ გეთმობა მისი გაჩანაგება, მიუხედავად ასაკისა აიღებ ფუნჯს და სოფელს გაანახლებ. მართალია, ზუსტად ვერ ვიტყვი ამ სოფლის ინფრასტრუქტურის განყოფილება რას აკეთებს, მაგრამ სოფლის ერთი რიგითი მკივდრი რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა ფაქტია. ცისარტყელა ბაბუა იმიტომ დაარქვეს, რომ ქვემოთ წარმოდგინლი ქუჩები, თავიდან ბოლომდე ჰუანგ იანგ-ფუს (Huang Yung-fu) შემოქმედებაა. ბაბუა ამჟამად 96 წლისაა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2019 წელი. 10:45pm — არ არის კომენტარები
_______________

მხიარული ტკბილეული

      ჩაციებული ხილის სეზონი მოვიდა, კარგად ჩაყინული და სიცხისგან მაგრილობელი ხილის. მართალია, ყველა ხილმოყვარე მაინც საზამთროს ელოდება, მაგრამ საზამთრომდეც ბევრი სხვადასხვა ტკბილეულით შეიძლება პირის გაგემრიელება.

      ზოგიერთები მხოლოდ ჭამაზე და გემოზე როდი ფიქრობენ - ხელოვნებით გატაცებულნი ვიზუალურ გაფორმებაზეც არიან ორიენტირებულები. ჩვენი დღევანდელი გმირი საინი (Sine), ინტერნეტში, თავისი ტრენდული არხით - foodbites - გახდა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2019 წელი. 10:22pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი ღრმა პორტი, ლარი ისევ ზევით, გადაადგილება თბილისში და ოვაციებით დაბრუნება უამბიციოდ

      მაისის მიწურულია და ლარის პრობლემა ისევ არ გვარდება, პირიქით, რაც შეიძლება ზემოთ იწევს და სადაცაა ფრენას ისწავლის. ამიტომ ლარი დღის მთავარი ამბავია, მას თან მისდევს თბილისური თემებიც და დღეს დაემატა პორტების ამბავიც - უკვე ორი ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება. უცხოეთის ამბავიც დიდი რაოდენობით იყო ჩვენში, რადგან ახლადმიღებული მოქალაქეობის მიუხედავად, მაინც ითხოვენ ექსტრადირებას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 მაისი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კამათელი და შვიდი ნიშანი

კამათელი (ამონარიდი)

      თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი ქება-დიდება მიუძღვენით თამაშს, თავს ნებას ვაძლევ, მეც შემოგიერთდეთ. შემთხვევითობას მიაწერეთ, თუ რაიმე შემეშალა. თუ სწორედ განვსაჯე, ისიც...

      ჰო, რას ვამბობდი? მომიტევეთ, ალბათ ძალიან არეულდარეულად ვლაპარაკობ, მე ხომ სათქმელი არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2019 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

აქცია გარეჯში და სადაო მიწები და დაბრუნებული უკრაინელობა

      სეტყვამ ერთი თვალის გადავლებით გადაუარა აღმოსავლეთ საქართველოს და მეტ-ნაკლები სიძლიერით გაიმეტა ზოგიერთი ქალაქი თუ სოფელი. მაგრამ დღის მთავარ თემებში სეტყვა ძალიან მცირედით მოხვდა, მთავარი ამბავი იყო გარეჯის აქცია, ჭიათურის გამოსვლები და მასზე ფიდბექი და ასევე სააკაშვილისთვის დაბრუნებული უკრაინელობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 მაისი, 2019/

      გარეჯის ხმაური - დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2019 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

შვიდი დრო

კამათელი (ამონარიდი)

      რაღა დარჩა სათქმელი? თითქოსდა არაფერი. რა მშვენიერი, რა ფერადოვანი სიტყვები მოვისმინეთ ყველამ ერთად. ცა და მიწა შეაჯერეს ჩემმა წინამორბედებმა, საოცრებათა საგანძური დაახვავეს ჩვენს თვალწინ და ყოველივე საკრალურ ციფრს, შვიდიანს მოარგეს. სულ თამაშ-თამაშით აღსრულდა ეს ყველაფერი, ბავშვის უზრუნველი თვალით შევიჭვრიტეთ სამყაროს ყველაზე იდუმალ სამალავებში, დიდად მადლიერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2019 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

დამოუკიდებლობა, ჭიათურელების მოთხოვნები და გარეჯის კუთვნილება

      დამოუკიდებლობის დღის ტრადიციულ მილოცვას შეუერთდებით - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას! ცხადია, დღის მთავარი თემა დამოუკიდებლობა იქნებოდა, რომ არა მაღაროელების დაუღალავი და ხმამაღალი პროტესტი რომელსაც მთელი ქალაქი და სხვა ქალებიც და დეპუტატებიც შეუერთდნენ. ამას გარდა სხვა მთავარი ამბავი იყო დავით გარეჯის ტერიტორიის კუთვნილება და გაურკვეველი საზღვარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მაისი, 2019/

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამოუკიდებლობის ზეიმი გამოცხადებამდე

      მთელი საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. უამრავი აქცია და ღონისძიება ანონსდებოდა კვირებით ადრე და მართალია ამინდმა მთლად საზეიმოდ არ მოიცალა, ცოტ-ცოტა ყველგან აღინიშნა დღესასწაული. მე კი საქართველოს ეროვნული არქივის ციფრულ კატალოგებს გადავხედე და ხელახლად გამოცხადებულ დამოუკიდებლობამდე ერთი წლით ადრე, 1990 წელს საოცდაექვსმაისო აქციებს გადავაწყდი. როგორც ერონული არქივი იწერება, ფოტოები ანა მიქაუტაძის პირადი კოლექციებიდან არის. მინდა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2019 წელი. 6:46pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters