აპრილი 2016 ბლოგ პოსტები (16)

სიყვარულის შესახებ

Merab Mamardashvili, Qwelly, blog, love, ბლოგი, დღიური, მერაბ მამარდაშვილი, სიყვარული, ქველი

      შეუძლებელია მიყვარდეს იმის გამო, რომ მინდა განვიცადო სიყვარულის განცდა ან ავიღოთ ნორმა "გიყვარდეს სამშობლო." ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, მაგრამ იმის ცოდნა, რომ გიყვარდეს სამშობლო ამ მცნებას ვერ დაბადებს და ვერ განმაცდევინებს სიყვარულს იმიტომ, რომ ფენომენს რომელსაც სიყვარული ჰქვია სხვა პირობები აქვს და არ ემთხვევა ცნების შინაარსის გაგებას. ასე რომ არ ხდებოდეს სიყვარულის ფენომენი საერთოდ დაიკარგებოდა,…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2016 წელი. 6:30pm — 4 კომენტარი
________________

შემოპარული ჭაღარა

Qwelly, blog, ასაკი, ბლოგი, დღიური, ვარცხნილობა, ინდი, მონატრება, სიბერე, ქველი, შალო, ჭაღარა

      წელს ჩემი ოცდამეხუთე წელი დაიწყო. კიდევ ერთი ჭაღარა შეემატა ჩემს თმებს. ასე ამბობენ, თორემ ჯერ მე ჭაღარა არ შემინიშნავს თმებში. კიდევ იმასაც ამბობენ ცხრამეტი წლისას გავხარო და ბავშვი ხარო. ამ უკანასკნელს კი ძირითადად ჩემი ტინგიცურ-მაიმუნური ხასიათის გამო მაბრალებენ. ასე იყო პოლონეთშიც, "გოგო"(მე) იყო ყველას ბავშვი და ყველა იყო ჩემი აღმზრდელი, დედა, დეიდა, მამა, უფროსი მეგობარი და ა.შ. ასეა ახლაც, სამსახურში,…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2016 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კაცური სერიალი ქალებისთვის

      ყველა მწერალი ვალდებულია ზრუნავდეს თავის მკითხველზე. დიადი მწერლები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ ამ ზრუნვას, ზოგი მარტივი ენით ცდილობდა ეთქვა სათქმელი, ზოგიერთი მკითხველის გონებას საუკუნეებით წინ წასწევდა, ზოგი ყოველდღიურობისთვის მისცემდა ხსნის გასაღებს, ვინ მხატვრულად და რბილად, ვინ ხისტად და ყვირილით.

      ერთი, რომ დიადი მწერალი არ ვარ და მეორე რომ არც ეს პოსტია მაღალი იდეების მატარებელი, ამიტომ ჩემს ზრუნვას მკითხველისადმი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2016 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

მე ნელ-თბილი ვარ

ხელებს შორის შენი თვალები გამოვიმწყვდიე და მარცხენა მკლავის კუთხეში შენმა სახელმა დამბურძგლა.

მე როგორც, არც ისე დალაგებულ ინდივიდს მომაქვს შენთვის პატარა ყუთი, რომ შიგნით ჩაგტენო და მარტო ერთი ფანჯარა დაგიტოვო, ისიც, იმიტომ რო ზოგჯერ შენც ისე "დაგიბეროს" როგორც მე.

მე ეგოისტი ვარ და ყველაზე მეტად ჩემი თავი და ჩემს თავში მოსიარულე ადამიანები მიყვარს.

მე ერთი სამყარო მარგუნეს და ჩემს ათასს ვმალავ, რომ არ წამართვან.

მე…

გაგრძელება

დაამატა გვან-ცა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2016 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

გზა

      მახსოვს შარშანდელი "მე". შარშანწინდელიც მახსოვს და იმის წინანდელიც...სულ პატარაც... დღეს სხვა "მე" ვარ. სხვა არ ნიშნავს აუცილებლად უფრო მაღალს ან დაბალს... უბრალოდ სხვა გარემოში და დროში, სხვა გარემოებებით და გრძნობებით, სხვა თვალებით და სხვა გულითაც... უბრალოდ სხვა მე, ახალი და სხვანაირი ამ ახალ გზაზე... ახალ გზაზე იმიტომ, რომ ის წინა მთავარი გზა სულ სხვა გზებად დაიყო და მეც ერთს გავყევი, არა იმიტომ რომ რაღაც…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 23, 2016 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

ბეწვად ქცეული დირე

      ცოტა ხნით სიჩუმე იდგა გარესკნელის ბნელში, სადაც ყოველივეს მხოლოდ ეშმაკთა ალი ანათებდა. თითქოს ყველა ხვდებოდა მათ მომავლს, მათი მარადიული ცხოვრებისთვის განწირულ ბედს, მაგრამ ეშმაკები აბა რის ეშმაკები იქნებოდნენ ეს მწუხარება სინანულის ყოფილიყო, არა - ქვეცნობიერად სწუხდნენ სწორედ იმიტომ, რომ მათმა ამპარტავნებამ, მათმა მეგობარმა ეს დაუშვა.

Qwelly, blog, hell, ანგარება, ბეწვი, ბლოგი, დირე, დღიური, საჩუქარი, ქველი, შეკრებები ჯოჯოხეთში

      როდესაც მრისხანების ეშმაკი თავის ადგილზე დაჯდა, ვასილისკომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თავისუფლების ძებნაშია თავისუფლება

      გამწარებულები მიჰქროდნენ და ჯერ კიდევ ზამთის სიცივე სახეს უყინავდა. თოვლის ქულა მაინც ფიქრობდა იმ სახლზე, იმ მოტაცებაზე, რომელსაც ტარაკანი ასე საზარელ ფერებში უხატავდა წეღან, როცა არც კი უსმენდა, და ახლაღა მოაგონდა მისი სიტყვები - გაგწრთვნიან, მოგაშინაურბენ, დაგიმონებენ.

- ფრთხილად, ურემი მოდის. - მიოდის შეძახებამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული თოვლის ქულა.

- აქ ჩავიმალოთ ბუჩქებში. - გადასწია მარიამ ბუჩქებისკენ და სამივენი იქ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჭაობი

სინათლის ხაზები ერწყმის სიბნელეს უკვალოდ ქრებიან და თავიდან იბადებიან

სიღრმიდან ამონადენ სიბნელეში დაბადებულ მზეს ადამიანები ეთაყვანებიან ან გაუგებარ მოძრაობებს ასრულებენ ვერ გავიგე ეშინიათ თუ რამის თქმა სურთ

იქნებ ეს იმიტომ ხდება რომ ულტრაიისფერი სხივები მთლიანად შთანთქეს

ან იქნებ იმის გამო რომ იციან ისინიც გაქრებიან როგორც სინათლის სხივები.. ისე უკვალოდ რომ გრამ სითეთრეს ვერ დატოვებენ და…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2016 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

კინო გადაღებული თეატრში

      დღევანდელ კინომანიურ ბლოგპოსტში მინდა ცნობილ, რეიტინგულ და არაოსკაროსან, თუმცა რამდენიმე პრემიის და დაჯილდოების გამარჯვებულ ფილმზე ვისაუბრო. ეს კინო 2003 წელს გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე და დასაწყისშივე გეტყვით, მთავარ როლზე ჯერ კიდევ ახალგაზრდული იერით და მომხიბვლავობით სავსე, იმ დროისთვის 35 წლის ნიკოლ კიდმანი დაასაქმეს მეტწილად უარყოფითი როლებით ცნობილ პოლ ბეტანთან ერთად.…

Dogville, Qwelly, blog, ბლოგი, დოგვილი, თეატრი, კინო, კინობლოგი, კინომანია, სპექტაკლი, ქველი

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2016 წელი. 6:30pm — 4 კომენტარი
________________

ეძებეთ ბედნიერება

      ცხოვრების ხანმოკლეობის გამო ნუ დაველოდებით სასწაულების მოხდენას. რაში მდგომარეობს ბედნიერება? როდის ვეძებოთ იგი? ამაში ჩვენ უბედურება დაგვეხმარება. როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად... ბავშვობაში ვამბობთ: ბედნიერები ვიქნებით თუმცა სიმართლე სულ სხვაა. არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია.

      სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2016 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

სვეტიცხოვლის მომღერალი

      სვეტიცხოვლის მომლოცველს, ალბათ ყველას ემახსოვრება ერთი, პატარა, ზაფხულში ხვატისგან მუდამ გაშავებული ან აწითლებული, აწყობილ თუ არეულ ჩონგურ-ფანდურზე მომღერალი პაპა, რომელიც ტაძარში ყოველ შემსვლელს და გამომსვლელს მიუმღეროდა:

      "დაგლოცათ სვეტიცხოველმა ლამაზებო და კარგებო, გოგოებო და ვაჟებო" იქვე მიამატებდა, "წმინდა გიორგი დაგლოცავთ, 1700 წლისაო". მერე ეტყობა ვიღაცამ უთხარა, უკვე XXI საუკუნეში ვართო და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2016 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

ზღვის საჩუქარი

      ახმედი, ახლა ლილის გვერდით იჯდა, უყურებდა ზღვის ღელვას, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა. დიდ დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს უყურებდა, ზოგ ადგილას სხივებისაგან დაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე უფრო მისი საჩუქარი, თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2016 წელი. 2:30pm — 1 კომენტარი
________________

თანაბარი უფლებები ცხოველებს!

      რამდენიმე დღის წინ მეგობრებთაბ ერთად ვაპროტესტებდი მოსასვენებლ პარკებში, სკვერებში ძაღლებისთვის გამოყოფილი სპეციალური ტერიტორიების არსებობას იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს. ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა კატის შეყვანა, დაბმა, თხის ან ცხვრის, გაგიკვირდებათ და ვერც ძროხას გაუშვებდი თავისუფლად. ჩემთვის ყოვლადგაუგებარია, რატომ? რა კრიტერიუმით არის ძაღლი უფრო შინაური და მშვიდი ცხოველი ძროხასთან შედარებით? რატომ არ აქვთ ძროხებს ანალოგიური…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2016 წელი. 10:30pm — 5 კომენტარი
________________

მეორე ბავშვობა

      საშინლად დაღლილი და საკუთარ თავში ღრმად ჩაძირული, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მძიმედ დავეშვი ავტობუსის სკამზე და შემოსეულ ფიქრთა დახარისხებას შევუდექი. ავტობუსი უმალ ხალხით გაივსო და უამრავი ხმა აირია ერთმანეთში. როგორც ყოველთვის ამ ხმებში ლანძღვა დომინირებდა. ზოგი ახალ თაობას ლანძღავდა, ზოგი მთავრობას, ზოგიც გვერდით მჯდომს. ყველას უკმაყოფილება შეზრდოდა სახეზე და დაუშურებლად ანთხევდა ბრაზს. სალარო აპარატთან ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი…

გაგრძელება

დაამატა mariam cx._მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2016 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აულაგებელი

      ოდესმე თუ გინახავთ ჭერის ხაზები როგორ ირევა ერთმანეთში როგორ ერწყმიან და უსასრულობაში როგორ იკარგებიან..

      ის თუ გინახავთ ჭერიდან წარმოსახვის წვიმის წვეთები როგორ იღვრება..

      ფერები თუ გინახავთ ჩემს ხელებზე, როგორ მაგრად მეკვრიან და მამხნევებენ თითქოს ამქვეყნად მარტო არვარ და რწმენას მინერგავენ..

      მაიძულებენ სიცოცხლეს თითქოს ისინიც მარტოები არიან და მათ ვჭირდები, უფლება რომ…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2016 წელი. 3:30am — 1 კომენტარი
________________

ინდოეთის დიდი უდაბნო

      ინდოეთის დიდი უდაბნო, არიდული ეკოსისტემა ინდოეთის სუბკონტინენტზე, სხვაგავარად, გავრცელებული და ცნობილი როგორც "თარის უდაბნო". მისი ტერიტორია მოიცავს რაჯასტანის შტატის ნაწილს, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, და პუნჯაბის და სინდის პროვინციას, რომელიც პაკისტანის აღმოსავლეთით მდებარეობს.

Great Indian Desert, Pakistan, Qwelly, Rajasthan, Thar desert, არავალი, ბლოგი, დღიური, თარის უდაბნო, ინდი, ინდოეთის დიდი უდაბნო, მომთაბარე, პაკისტანი, პროვინცია, პუნჯაბი, რაჯასტანი, რაჯპუტები, სინდური, სუბკონტინენტი

      თარის უდაბნო 200 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მას აღმოსავლეთით მდინარე ინდი…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2016 წელი. 9:00pm — 8 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters