Restless'ს ბლოგი - ივნისი 2014 არქივი (8)

დიალოგი ბეღურასთან

      გუშინ ბეღურას ველაპარაკე... არ მინდა ახლა, შენ მისი ენა რა იციო და ასეთები... ვილაპარაკეთ და მორჩა!.. მოკლედ, ჩემნაირი სულია ისიც და ლაპარაკიც არ გაგვჭირვებია... ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვყოფილვართ, საერთოს რომ ვერ პოულობ, იცი ვერ გაიგებს, შენებურად რომ დაუწყო ბაასი და დიდი გაჭირვებით ცდილობ, რამე ამოღერღო ისეთი, აღმართული კედლის მიუხედავად, ცოტა მაინც რომ მიაწვდინო ხმა...

       ჰო, მოკლედ, მელანქოლიით შეპყრობილი ვიდექი ფანჯარასთან და ისიც ზუსტად ამ მდგომარეობით…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2014 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

მელანქოლია

წამიანი ინტერვალებით მესმის,

როგორ კენკავს დრო

ჩემს ყოფნას...

ვეღარ გაუძლო დაწყვეტილი

ნერვების გროვამ

და დავამტვრიე ღამისფერი

ყველა ისარი...

გული ისე ცემს,

უეჭველი საზღვრებს სცილდება,

მისი ბიძგების ბალი

ალბათ ლავიწს გაბზარავს...

ვგრძნობ, რომ ვილევი...

ღამე ავსებს ვენებს სიგიჟით...

კლავიშებს ვახრჩობ სინაზეში

სუსტი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ციკლიდან - ყუმი

ყუმი, ქველი ბლოგი, Tamuna Rastless Blog, qwelly

სახლს,

რომლის კარსაც მე შევაღებ,

მინდა ავსებდეს

შენი თვალები.

ჩემს დაკარგულ ღიმილს

ვპოულობდე

შენი ღიმილის კუთხეში...

იგრძნობოდეს

სხვანაირი სითბოს და

ჰაერს მოყოლილი

ზღვის სუნი...

ჩემს თმაში ჩარჩენილი

შენი თითების გემო...

ჩვენი არეული გულისცემით

დარღვეული…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2014 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რკინის ფარდა

      სსრკ - საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი. სწორედ ეს რეჟიმი იყო რკინის ფარდა, რომელიც "დიადმა" რუსეთის იმპერიამ ჩამოაფარა პატარა ერებსა და დასავლურ განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვითომდა ჩვენს საკეთილდღეოდ. გვიცავდნენ. რისგან?. ვისგან?. - "გვიცავდნენ" დამოუკიდებლობისგან, თავისუფლებისგან.. გვიცავდნენ "სამშობლოს მოღალატე" გენიალური ადამიანებისგან, გვიცავდნენ ჯინსებისგან, გვიცავდნენ... როგორ "გვიცავდნენ"!..

      ეს ხომ კარგი და კარგი, მაგრამ ახლა, დღეს, ვისმენ როგორ მისტირიან…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2014 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

და-ძმა

დღეს,

მოვდიოდი ქუჩაში,

და დავინახე,

ისევ ის სურათი იყო...

პატარა გოგონა ასფალტზე იწვა,

მძინარი.

მრავალჯერადი იმედგაცრუებით დაღლილი,

ოცნებების ნამსხვრევებზე

დასერილი ყოფით...

გვერდით უჯდა თავისი ძმაც,

იგივე განცდით,

ხელგაწვდილი...

მიბრუნდა და

პატარა ნაჭერი დააფარა მძინარს

ბეჭებზე.

უყვარდა...

ზრუნავდა...

გული შემეკუმშა,

ჯიბეები მოვიჩხრიკე გონებით

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 10:00am — 4 კომენტარი
________________

ადამიანები (?)

ჩვენ,

ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,

რომლებიც ოცნებებს

არაფრად ჩაგითვლიან,

სიცილს დააყრიან

და შემდეგ,

ცეცხლშიც შეგიყრიან...

"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,

ზურგიდან ტალახს გესვრიან,

გადაგივლიან,

გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,

გაგყიდიან,

ან გიყიდიან,

სულერთია...

პიროვნულობას გაგხდიან,

მონობას შემოგაცმევენ,

სულს ამოგართმევენ,

კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 11:30am — 4 კომენტარი
________________

მანძილი არყოფნამდე

ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი

სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,

ჰამლეტი გამახსენდა

და კიბეებზე

"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...

დავიწყე "ყოფნით",

და ჩემი კარის წინ,

კიბის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი ღამე

როცა გულის ხმაური არ გაძინებს,

როცა თითებს შორის ნაპრალებში

მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..

როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..

როცა სისხლში გარეული ფიქრები

ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..

მოგონებები პულსში ფეთქავენ და

ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,

მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..

მიფრინავენ სადღაც..

-მდე -ს გარეშე...

აკვირდები ფარდას და იცი,

რომ ქუჩაში გამვლელმა

შეიძლება შენი სილუეტი მაინც…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters