რაჭაში მოგზაურობისას, სხვადასხვა ეკლესია მონასტრები მოვილოცეთ. ამ პოსტში ბევრი შესანიშნავი და გასაოცარი ფრესკაა, რომელმაც ნახვისას აღფრთოვანებაში მოგვიყვანა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.…
დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2015 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა ერთი ნაწარმოები, სადაც წააწყდებით საინტერესო დიალოგს. დიალოგი იმდენად საცნობლად ღირებულია, რომ XXI საუკუნეში 15 წლის შებიჯების შემდეგაც ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან აქტიუალურ საკითხებს განიხილავს.
გაეცანით:
"უნდა მოგახსენოთ, აგერ თითქმის ათი წელიწადია, დედაქალაქში აღარა ვყოფილვარ. ეს ჩვენი ახალი ამბები, რეფორმები, იდეები, ყოველივე ეს პროვინციამდეც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2015 წელი. 5:30pm —
11 კომენტარი
________________
მერი ოლივერის შემოქმედებიდან:
"იმისათვის რომ სამყაროში იცხოვრო უნდა დაიმახსოვრო და გააკეთო სამი რამ: შეიყვარო ის რაც მოკვდავია; დაიმახსოვრო რომ მასზეა დამოკიდებული შენი სხეულის ცხოველქმედება; და როდესაც დრო მოვა გაუშვა. მიეცი ნება, რომ წავიდეს.."…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2015 წელი. 6:00pm —
1 კომენტარი
________________
შემიყვარდა qwelly!!! რამდენი კეთილი, თბილი და საყვარელი ადამიანია აქ. ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველას თითოეულის სიხარული უხარია და მწუხარება კი ტკივა. სადაც ერთი თუ ბედნიერია ყველა ბედნიერია!!.. მიხარია, რომ მეც ამ ოჯახის წევრი გავხდი. რამდენი სითბო ვიგრძენი ამ ადამიანებისგან, გვერდში დგომა და გამხნევება. გამოცდიდან დაბრუნებული…
დაამატა nathalie_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2015 წელი. 1:30pm —
9 კომენტარი
________________
ირიალურ სამყაროში, უკეთ შეიძლება ისუნთქოს ადამიანმა, ვიდრე იქ სადაც ჰაერის უკმარისობაა..
ამიტომაც ჩემი უკანასკნელი სითბოს ნაგლეჯი მსურს გავაჩეუქო... ყურში ახლოაც ჩამესმის ტაძრის კედელთან მიყუჯული ჩუმი ზლუქუნი.. ზანტად რომ ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდი დამენახა პატარა ნაგლეჯი, რომ დავრჩენილიყავი... წვიმის ქვეშ გათეთრებულ კედლებს რომ მიუყვებოდი, ტალახში ამოგანგლუულს, სახეზე ფერწასულს, შენი გულის კუნჭულში მიკარგულ "მეს" გაცოცხლებას…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2015 წელი. 11:30pm —
7 კომენტარი
________________
დღეს აქაც წვიმდა, მაგრამ წყლის წვეთების ნაცვლად შენზე ფიქრები წვიმდა...
ქარი ქროდა ცივი, მაგრამ არ ვიცი რა უფრო მციოდა, ცივი ქარი ლამის ძვალრბილში რომ მატანდა თუ უშენობა?!
თუმცა უშენობა ალბათ ყველა იმ ქარზე ცივია, რომელთა სიცივე სხეულს აქამდე შეუგრძვნია...
ქარმა მხოლოდ სიცივე იცის, უშენობას კი სიცივესთან ერთად ტკივილი და სევდა მოაქვს...
შენ ჩემი…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2015 წელი. 5:00am —
არ არის კომენტარები
_______________
თემა, რომელზედაც ვაპირებ საუბარს, ვფიქრობ, მისი პოპულარობისა და უხეშად რომ ვთქვათ, გაცვეთილობის მიუხედავად, ყოველთვის საინტერესო არის და იქნება.
ესაა ნარკომანია ახალგაზრდებში.
არ ვიცი რა მოვყვე... ჩემს გარშემო არც მაინცდამაინც ბევრი ნარკომანი ცხოვრობს... ქუჩაშიც იშვიათად შევხვედრილვარ, თუ ნარკომანებად არ ჩავთვლით „მომენტი წებოს“ არომატის დამგემოვნებლებს... ერთხელ მე ვნახე „ცოცხალი“ ნარკომანი... უფრო სწორედ მითხრეს ნარკომანიაო.…
დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2015 წელი. 11:30am —
5 კომენტარი
________________
პოლიტიკის სოციოლოგიის პირველივე ლექციაზე ვმსჯელობდით რაღაც თემაზე და ჩემი აზრი გამოვთქვი, შემდეგ უკანა მერხიდან გოგონა დამეთანხმა და გააგრძელა საუბარი. ჩემი ყურადღება მიიქცია ჯერ მისმა განსხვავებულმა ხმის ტემბრმა, შემდეგ მისმა მსჯელობა იმ საკითზე რასაც განვიხილავდით. იმ წამს ვფიქრობდი ამ გოგოს ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათქო ისე განიხილავდა მოცემულ საკითხს და ისე გადმოსცემდა თავის სათქმელს. გამაოცა მისმა განსხვავებულმა სილამაზემ და გარეგნობამ…
დაამატა ანი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2015 წელი. 7:30pm —
1 კომენტარი
________________
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა. მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და…
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2015 წელი. 9:30am —
არ არის კომენტარები
_______________
სულ სამიოდე ფერი: ცისფერი, ნათელი მზისფერი და ქათქათა თეთრი - ასეთ ფერებში გხატავ მხოლოდ...
და დაფრინავ სადღაც ბამბის ქულებით მოფენილ სივრცეში... ფერი გაქვს ცის, უზარმაზარი ყვითელი ბურთის და ცაში მოფენილი თეთრი ქათქათა ბამბის ქულების...
წითური გოგო ზღვისფერი თვალებით ღრუბლების ოკეანეში ყვინთავს ალბათ ჩვეული ხალასით...
შეურთდები ღრუბლებს, რომლებსაც წვიმა მოჰყავთ სიცოცხლის…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2015 წელი. 4:00am —
3 კომენტარი
________________
2 თვის წინ გოგონა გავიცანი... უფრო სწორად 2 თვის წინ მე "მზეს" შევხვდი, სიფრიფანა, ცისფერთვალა, ქერათმიან გოგონას. ჩემი პირველი ფიქრი მისი დანახვისას იყო: "ღმერთო მაღალო, რა ლამაზია!"
2 თვის განმავლობაში მე ყოველ დღე ვხვდებოდი ამ მზეს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ასოციაცია მიჩნდებოდა. "ის ქალთევზას გავს" - ვამბობდი ერთ დღეს, "არა ის პეპის გავს" - ვამბობდი მეორე დღეს... დღეს კი მივხვდი, რომ ის ანგელოზს გავდა...
2 დღის წინ…
დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
- ოჰ, ლაშა რამდენ ხანს უნდა გელოდოთ?
- მაპატიეთ, ნელა მოდიოდა ჩემი მძღოლი.
- კარგი, ავიდეთ დროზე.
მარშრტუკა სავსე დამიხვდა, გადმოსაწევ სკემებზეც კი ხალხი ისხდა. სადღაც შუა მარშრუტკაში ჩემთვის დარჩენილი იყო ერთადერთი ადგილი ამ ბევრი ხალხიდან ორ ადამიანს რომ კარგად ვიცნობდი იმათ გვერდით.
ავედი თუ არა უმალ თვალში მომხვდა ფანჯარასთან მჯდომი ლურჯკეპიანი ჟღალი გოგონა წითელი თმებით. გავიფიქრე - "ეს ვინ არის? მგონი არ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 7:30pm —
3 კომენტარი
________________
ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა რამდენი წლის ხარო და დაუფიქრებლად ვუპასუხე 52-ის მეთქი. რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ მოვიტყუე. საკუთარი ასაკის დამალვა არ მიცდია, არც ისე ბებერი ვარ, (თუმცაა 80 წლის ასაკშიც ასე ვიტყვი ალბათ) უბრალოდ დამავიწყდა, რომ ერთი წლით გავიზარდე. იქნება არც გავზრდილვარ, უბრალოდ ასაკის აღმნიშვნელ გრაფაში 52-ის…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 11:21am —
2 კომენტარი
________________
1945 წელი. აშშ. ქალაქი პორტ-ფილიპი. აქ ცხოვრობს გერმანიიდან ემიგრირებული აქსელ ჯორდახი ოჯახითურთ. ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ უახლოეს ნათესავთა ამ ჯგუფის წევრებს ერთმანეთი, მაინდამაინც, არ უყვართ. აქსელ ჯორდახს სძულს თავისი სამუშაო – ფუნთუშების…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 8:30pm —
8 კომენტარი
________________
მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.
როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________

აკიტა-ინუ (იაპ. ძაღლი აკიტა) იაპონური მონადირე ძაღლია. ის კუნძულ ჰონსიუსის პროვინცია აკიტაშია გამოყვანილი. აკიტა საკმაოდ ძველი ჯიშია, დღემდეა შემონახულია ძველი სურათები თანამედროვე აკიტას მსგავსი ძაღლის გამოსახულებით.ვარაუდობენ, რომ მისი წინაპარი იყო მატაგიინუ_ძაღლი, რომელიც VIIIს.-ში ცხოვრობდა ოდატას მთებში და დათვსა და გარეულ ტახზე სანადიროდ…
დაამატა mariam arsanidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2015 წელი. 5:03pm —
2 კომენტარი
________________
ძლივს მოგისწარი და დაგიჭირე - კინაღამ წყალს არ შემოერიე. წაგიყვანე უფრო შორს, უფრო გულდასმით დაგარიგე, გულდასმით და მკაცრად, - შენ უკვე დიდი კაცი ხარ, რა არის ასეთი გაუგონრობა, როგორც არ უნდა გესმოდეს, რომ ერთ წუთში გამოგიყვან დედასაც! შენ კვლავ დამეთანხმე - ფეხს არ მოიცვლიდი, მაგრამ გამოვბრუნდი თუ არა და შემოვედი წყალში, შენ მიმოიხედე, თითქოს შეგეშინდა მარტოობისა და მაშინვე გამოექანე ჩემკენ. აქაც ძლივს მოგისწარი, წყალში რომ არ…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2015 წელი. 5:30pm —
3 კომენტარი
________________
არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ…
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- უფალო მისმენ?
- გისმენ
- დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,
მომეცი ძალა, რომ გავუმკლავდე,
ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,
გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?
გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?
ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,
ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?
ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?
თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?
სიყვარული მკლავს…
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2015 წელი. 3:00am —
5 კომენტარი
________________
მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფს. 5, 6). – იმიტომ, რომ „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ, ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდენას, რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნეთ“ – ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი.
დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2015 წელი. 1:30pm —
3 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 14, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 11 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while introducing new gameplay mechanics,
To access this quest, you must first complete the previous seasonal storyline quest, The Truth That Lies Within. Additionally, your Sins of the Horadrim reputation must reach a certain threshold…
გაგრძელება
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
© 2026 George.
•