- რა მძინარა ყოფილხარ თოვლის ქულა. - თვალი გაახილა თუ არა, თავზე მიოდი ედგა.
- გადი იქით შე აფერისტო, არაფერი აქვს ამას მოსაპარი ხომ ხედავ, რას ელაქუცები. - ტარაკანმა გვერდი გაჰკრა მიოდს.
მიოდი სადღაც გაიძურწა.
- ადექი, ჭამის დროა თოვლის ქულავ, მარიამ რძე მოგიმზადა, შეუდარებლად ამზადებს ყველაფრს. წამო და მალე უკეთ იქნები.
თოვლის ქულა ნელ-ნელა წამოდგა, საბნდა გამოძვრა. თავზე ჭერი რომ ეგონა, თხელი ყავისფერი და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო რამდენიმე კვირაა ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე ხშირი ფიქრი და მსჯელობა გვიწევს, შეიძლება ეს სასწავლო პროგრამის ნაწილია და იმიტომ, მაგრამ ზოგჯერ ძილში რომ ჩაგყვება, ისეთი ამბავიცაა.
საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს მომავლის სკოლა? რა ცვლილებები დაგვხვდება მომავლის სკოლებში?
დავიწყოთ მარტივად,
1. ინფრასტურქტურა - მერხების საჭიროება აღარ იქნება, ასევე არ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2016 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
ჩვენი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული მოლოდინებიაო - რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ინტერნეტში მოგზაურობისას. რა თქმა უნდა ეს ასეა, ადრეც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ ყალბი მოლოდინები უარესი შედეგებით გვიბრუნდება, ყალბი მესიანიზმი ჯერ ედუარდთან, შემდეგ მიშიკოსთან, ბიძინასთან და ა.შ. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე როდია ეს უბედურება. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყალბი მოლოდინები შობს მუდმივ დაუკმაყოფილებლობის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2016 წელი. 9:00pm —
3 კომენტარი
________________
დღეს, საკვრიაო ქადაგების დასასრულს, მამაომ თქვა, რომ ხვალ, ორშაბათს, 18 იანვარს, ჩავატარებთ ღამისთევის მსახურებას, ღამისთევის შემდეგ კი არაგვში ჩავალთო. ამ სიტყვების თქმა იყო და ტაძარში ერთდროულად ჩამოიარა ბედნიერმა სახეებმაც და აციებულმაც. თვალებანთებული თუ სიცივეშეპარული მრევლი ერთმანეთს ეკითხებოდა - აპირებ ჩასვლას?! პასუხები არაერთგვაროვანი იყო: არ ვიცი; ვნახოთ; თუ ძალიან არ ეციება; თუ არ გავიყინები ჩავალ; ჩავდივარ აბა რას ვშვრები; არაა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2016 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფილმში მოქმედება სოფლად იწყება. მთავარ გმირს მამა გარდაეცვლება და ობლად დარჩენილი ქალაქში დასახლებას გადაწყვეტს. ჩასვლის პირველსავე დღეს ქალს გაიცნობს და ერთი ნახვით შეუყვარდება. ქალი გათხოვილია ბიზნესმენზე, რომელიც ხშირად მივლინებაშია. სილამაზით დაჯილდოებული ქალბატონი, სიმდიდრის მიუხედავად, მარტოობას ვერ გუობს და საყვარლების სიმცირეს არ უჩივის. ახლადდაობლებული მთავარი გმირი კი, მისი თანამზრახველი გახდება ერთ-ერთი საყვარლის მოცილებაში. ცუდად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2016 წელი. 8:30pm —
9 კომენტარი
________________
- კიდევ რამდენი მომხსენებელია ვასილისკო? - აღფრთოვანებამ თითქოს დაღალაო ბელზებული.
- ჯერ კიდევ ერიან ბატონთა ბატონო.
- უხმეთ!
- შემდეგი ვინც ჩვენი დღევანდელი შეკრების წინაშე სიტყვით გამოვა, მრისხანების ეშმაკი გახლავთ.
ეშმაკების გუნდში რხევა დაიწყო, თითქოს ვიღაც მოაპობდა იქაურობას. ნელ-ნელა ახალბედა ეშმაკუნებმა, რომლებიც მეტისმეტი ყელყელაობით ბელზებულისთვის თავისმოწონებას…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- მშვენიერი სახელია თოვლის ქულა. შემოხვალ ჩვენს სამეგობროში?
- ბიჭებო, ვერ ხედავთ როგორ კანკალებს, შეციებული, შეშინებული და მოშიებული იქნება. ჩვენთან წავიყვანოთ, გავათბოთ და ვაჭამოთ საჭმელი - თქვა ოლეანდრის ღიმილმა და ნაზად აკოცა თოვლის ქულას.
არ იცის რამდენად კარგი აზრია, მაგრამ მართლა ძალიან ცივა და მიუხედავად მზიანი დღისა, ფეხები მაინც მოყინული აქვს და ძალიან მოშიებულიცაა. ამიტომ გადაწყვიტა დამერჩილებოდა ბედს.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენიმე კვირაა ქართული საზოგადოება მოიცვა ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრობამ. ყველაფერი სოციალურ ქსელებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სახელმწიფო დონეზეც კი დავიწყეთ გულშემატკივრობა, სატელევიზიო კამპანია, მინისტრების მოწოდებები და მხარდაჭერები და სხვა მრავალი. მართლაც, დიდებული საქმეა ქართველმა კალათბურთელმა მიიღოს მონაწილეობა NBA-ის All Star-ში. ესაა კიდევ ერთი შანსი, "ჯორჯიელობა" ამერიკის შტატს კი არა, დამოუკიდებელ,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2016 წელი. 4:30pm —
16 კომენტარი
________________
- მოდი, მოდი გამოგათრიო, რა იყო თოვლში გორაობა გიყვარს. თუ აქამდე შენიანები არასოდეს გინახავს? გამარჯობა! ბიჭებო, მოდით აქ, სივრცეში დაკარგული მეგობარი გვყავს.
ამის თქმა იყო და სანდომიანთვალებიანი ყავისფერის გვერდით, სამი "ბიჭი" გამოჩნდა, ერთი შავი იყო, ერთი ყავისფერი და ერთიც კრემისფერი.
- ვახ, რა საყვარლად გამოიყურება, სად იპოვე?
- თოვლიდან გადმოვარდა, მერე გამოძვრა, მერე ჩემს ხმაზე გაიქცა და ახლა კიდევ გამოვაძვრინე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პირველად ხდება რომ ფილმის ყურებისას ჩანიშვნას ვიწყებ, მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს. ძალიან მინდა ვუყურო, ორი დღის წინ დავიწყე, მაგრამ სამარცხვინო ამბავი დამემართა, ისე ვიყავი დაღლილი და გონებაგათიშული, დასასრულისკენ ჩამეძინა და რომ გამოვიღვიძე, ნორმალურად არ მახსოვდა ვინ ან რა ვნახე. ეგეც არ იყოს, არ მინდა "მაკულატურის" ეფექტი დამემართოს და 3 ან 4 ნახვა დამჭირდეს იმის გასაგებად საერთოდ რა ხდება. ამიტომ მოდი ფილმის აღწერას…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2016 წელი. 7:00pm —
1 კომენტარი
________________
ორი ათასწლეული და კიდევ საუკუნის მეთექვსმეტედი გავიდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ ხანად რომ დაბადებულიყავით. ალბათ როგორ ხარობდა ქვეყნიერება. პირველად დედამიწა ალბათ ხარებისას შეინძრა და გული აუჩქარდა, როდესაც მოისმინა იესოს სამომავლო განკაცების ამბავი, ხარება ხომ მაცხოვრის ადამიანში სრულად დამკვიდრების დღესასწაულია. რას გრძნობდა მიწა, როდესაც მიდგომილი ქალწული დააბიჯებდა? არ ვიცი. და დღეს შობაა. განცხადება უფლის განკაცებისა. როდესაც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2016 წელი. 5:30pm —
1 კომენტარი
________________
ზამთრის ცივ და სუსხიან, ყინვიერ დღე, როდესაც უშუქობას უჩივი, მთელი დღე წიგნის კითხვით ან ძილით შეგიძლია შემოიფარგლო, მაგრამ როდესაც უინტერნეტობას უჩივი და შუქი გაქვს, რაღაც უხილავი ძალა გეძახის დიდი ხნის დავიწყბული ყუთისკენ, ტელევიზორი რომ ჰქვია, განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში. ბავშვობის დროიდან დაახლოებით იცი, რომ ახალ წელს უნდა ნახო "მარტო სახლში (1)(2)(3)(4)", გრინჩის ქურდობის ამბავი, ერთი-ორი ფილმი სანტა-კლაუსზე, რუსული კლასიკა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2016 წელი. 8:00pm —
6 კომენტარი
________________
ესეც ახალი წელი. ბევრი რამის დღესასწაულობა და აღნიშვნა მსმენია (ამჯერად საერო დღესასწაულები იყოს) - დაბადების დღის, დაოჯახების, შვილის ყოლის, დამოუკიდებლობის აღდგენის, გათავისუფლების, ოლიმპიადის მოგების, კონსტიტუციის დაწერის, სახლის აშენების, სამსახურში დაწინაურების, რევოლუციის აღნიშვნის. რელიგიურობაშემატებული დღესასწაულებიც გამიგონია, მოსავლის აღების, გაზაფხულის ან შემოდგომის მოსვლის, გვალვისას წვიმის მოსვლისაც და ყინვაში მზის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2016 წელი. 2:00pm —
2 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•