ივლისი 2014 ბლოგ პოსტები (27)

სიყვარულის შესახებ

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

კნუტ ჰამსუნის შემოქმედებიდან:

       სიყვარული ღმერთის პირველი სიტყვაა, პირველი აზრი, რომელმაც მას გაუელვა. როდესაც წარმოთქვა, “დაე იქმნას ნათელი!“ - ეს სიყვარული იყო. ყოველივე, რაც მან შექმნა კარგი იყო და მას არც ერთი ნაწილის შეცვლა არ უსურვია. მას…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2014 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

დაიბანე, თორემ დაგბანთ!

ახალი პროექტი თბილისის მერიას!

რამდენიმე კვირის წინ ხმამაღლადაც გავახმიანე ჩემი ერთი პროექტი, რომელიც ეხება თბილისის (და არა მხოლოდ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კონკრეტულად მიკროავტობუსების განახლება-რეკონსტრუქცია-გაუმჯობესებას. რამდენიმე, ფრიად საჭირო საზაფხულო მოწყობილობით აღჭურვას.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2014 წელი. 8:30pm — 10 კომენტარი
________________

ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან:

       "ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მიმოხილვა წიგნისა - "იყო, და არა იყო რა"

უმეტესობა ჩვენი ქვეყნისა მოესწრო იმ მოვლენებს, რასაც ამ წიგნში შეხვდებით. წლების მიხედვით უკვე მიხვდებოდით რომელ პერიოდზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივად ვერ მივუდგებით. ამ წიგნში არა მარტო 1987-1991 წლის ამბებია გადმოცემული, ავტორი მთელ საბჭოთა კავშირს იხსენებს, იმ დროსაც სადაც არ უცხოვრია და უბრალოდ გადმოცემით იცის, ან წიგნებში წაკითხულიდან. მამა ნამდვილად…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2014 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ერთი დაუვიწყარი დღე

        ეძღვნება ემა რაფავას - ულამაზეს და უსაყვარლესს        

               13 მაისი  

           (მწარე ორშაბათი)

   -დედა ორი წუთიც რაა და ავდგები...

   დედაჩემის მცდელობა გავეღვიძებინე ამაო იყო.

   -ცოტა ხანიც და ავდგები…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჭიდილი

გული: გამიშვი რააა, გამიშვი, ახლავე გამიშვი.

გონება: არა, ვერსადაც ვერ წახვალ. არ გაგიშვებ.

გული: გამიშვი, მასთან მინდა. მას კიდევ ვუყვარვარ ეს ვიცი.

გონება: არა, არ უყვარხარ. თავს ნუ იტყუებ და გააგრძელე ცხოვრება, როგორც საჭიროა.…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სტივ მარტინის სისხლიანი ისტორია

                                      (როცა განგება შენს წინააღმდეგაა)

                                        ფრთხილად, საფრთხე ახლოსაა

                                              სიკვდილი ახლოსაა.

   გამარჯობათ მე სტივ მარტინი ვარ და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი მიყრუებული სახლი ვიყიდე ტენესის შტატში, სადაც არაფერი არ იყო.  ზუსტად ასეთი…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გაქცევა მსურს შორს

მინდა წასვლა.

წასვლა მინდა აქედან შორს, სადაც ჯადოსნური მთებია.

წასვლა მინდა, სადაც არ იქნება ტანჯვა, ტკივილი, სევდა, იმედგაცრუება, სიძულვილი და ყველა ის საშინელი გრძნობა რაც ადამიანმა შეიძლება მეორე ადამიანს გაუკეთოს. იქ სადაც უცხო იქნება მოწყენა და საერთოდ ყველაფერი ცუდი. მინდა დავადგე გზას და იქამდე ვიარო, სანამ ძალ-ღონე არ გამომეცლება და იმას ვინატრებ, რომ ეს არასდროს მოხდეს. ცხოვრება ომია, მაგრამ მინდა ისე წავიდე სანგრებს შორის, რომ არცერთი ტყვია არ მომხვდეს, არც ერთი…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მიმართვა უფალს!

      არ ვიცი, ამ ლექსს როგორ გაიგებთ. ბევრი ალბათ ვერც გაიგებს ისე, რა იდეაც ჩავდე, ზოგი მეც დამადანაშაულებს და არ მოეწონება ლექსი. მე მინდა მთავარი დაინახოთ, საერთოდ პირველი ლექსია, რომელშიც პირდაპირ უფალს მივმართავ კითხვებით. რადგან სხვას ვის ვკითხო, სხვა ვინ მომისმენს? თითოეულ სტროფში, რაღაც დევს რაც საერთო სენია ადამიანების. წაიკითხეთ და იმედი მაქვს ყველა მიხვდება რაზე ვწერ და ყველა გულთან ახლოს მიიტანს ამას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არაფერსაც არ ვარქმევ.

ვზივარ ჩემთვის, "არა-ნორმალურად"

(იმიტომ, რომ ჩემნაირებისთვის

"ნორმალურობა" მოსაბეზრებელია)

ფანჯარაზე ფეხებშემოწყობილი,

და რომელიღაც წერტილში

ჩემს ცხოვრებას ვუყურებ...

ოთახში ყველა სხივი იმარხება...…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

გამოსამშვიდობებელი წერილი

                          (ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენ რომ გვინდა)  

   ასე მგონია, რომ შენც აქ ხარ და ეს უფრო მაძლევს იმის ძალას რომ გასაკეთებელი გავაკეთო და წინ გადავდგა ნაბიჯი... შენს ღიმილს რომ შევხედო ალბათ მომაჯადოვებს და ისე დამიჭერს რომ აქედან წასვლა არც მომინდება. ასე რომ მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო როგორ იღიმი და წარმოსახვაშიც ისეთი ლამაზი ხარ, რომ ვერ ვბედავ იქ წასვლას. მეშინია იმის რომ ვერასდროს გიხილავ…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წერილი წარსულს

შესავალს გავაკეთებ, ეს ეძღვნება მას, ვინც უკვე გვერდში აღარ მყავს. აქ კი სრულიად გულახდილი ვარ და ყველაფერი…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აღსარება

      ღმერთო, ერთ-ერთი გზას აბნეული ცხვარი მოგმართავს თხოვნით, მუხლებზეც დავიჩოქებდი, რომ შემეძლოს. მინდა კარგად მომისმინო, შეიძლება არ ვარ იმის ღირსი, რომ მომისმინო და მაპატიო, მაგრამ გთხოვ მომისმინე მაინც.

      ვიცი, რაც ჩავიდინე საშინელებაა და ყოვლად ეწინააღმდეგება შენს კანონებს და ათ მცნებას. ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა სხვისთვის შესაშური. სწორ ბილიკებს ავცდი და ამას გულით ვინანიებ. იმედი მაქვს ჩაიხედავ ჩემს გულში და მიხვდები, რომ არ…

გაგრძელება

დაამატა გიორგი ლოგუა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2014 წელი. 7:00pm — 3 კომენტარი
________________

ზებულოოოონ!

      გავათავე.... მოვრჩი და მინდა ზებულონზე ვისაუბრო, არ ვიცი როგორ დავიწყო.. დავიწყებ და დამეწერინება. მიჭირს ამ ტრაგიკულ გმირზე საუბარი. ზებულონი გახლავთ მთავარი პერსონაჟი რომანში. მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ლაღი ტკბილი ბავშვობა ქონდა, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, როგორც იოველ ბატონიშვილმა თქვა,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2014 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

Silence

ხდება ხოლმე ასეც...

განვლილი ცხოვრება სიზმარში ნანახი

კადრებივით რომ გიტრიალებს თავში...

....

წუხელ,

ისევ არ ამინთია შუქი ოთახში,

საწოლზე ვიდევი და უხმოდ ვსუნთქავდი

მისი თვალების-ფერ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

Wish You Were Here

ვწევარ ღამისფერი ჩრდილებით

სავსე ოთახში

ნეკნებში გაჩხერილი მოგონებებით

და სუნთქვა მიჭირს...

მე, ისევ ვწერ

შენზე...

როცა ვიცი,

რომ ამ სტრიქონებს წაიკითხავენ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2014 წელი. 1:00am — 3 კომენტარი
________________

ჩემი მეგობრები ჩემი სიმდიდრეა !

      "მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ-ო" ნათქვამია. მე მეეჭვება თვითონაც ისეთი კარგი ვიყო, როგორებიც ჩემი მეგობრები არიან.ისინი ყველაზე და ყველაფერზე უფრო კარგები არიან. არ გჯერათ? ეს იმიტომ, რომ არ იცნობთ მათ. იცით როგორები არიან? მზის სხივებზე უფრო თბილები, ბავშვზე უფრო ხალისიანები, ასათიანის პაციენტებზე უფრო გიჟები, ძაღლებზე უფრო ერთგულები, მშობელზე უფრო მზრუნველები, სიკეთით სავსეები და ზღვის ტალღაზე არეკლილ მზეზე უფრო…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2014 წელი. 2:00am — 2 კომენტარი
________________

1 გადაწყვეტილება-ღა

     ვინ ვარ? არავინ. კითხვაზე ვინვარ, ერთეულები დიშვილს, ძმიშვილს, დას, მეგობარს, ახლობელს და ზოგჯერ არ ვიცისაც მიწოდებენ. მათთვის იქნებ ამ სიტყვების იქით არც არავინ ვარ. ამ სიტყვების გააზრებაც არ ვარ და საკუთარი თავისთვის ვინღა ვარ? ამაზე უფრო ნაკლები და კიდევ უფრო არაფერი. მაშ აბა რა ვარ? ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რა ვარ. ხოო მიწა ვარ. ამხელა დედამიწის ერთი პატარა პეშვი ვარ. ზეციერის მონდომება, სახე მისი და სახელი ადამის ადამიანი ვარ. ამის იქით…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2014 წელი. 9:30pm — 6 კომენტარი
________________

ჩვენ

ჩემი სულის ჯგუფს

ჰქვია არაამქვეყნიური...

ვენებში

სისხლის მაგივრად, მოძრაობს

აბსურდი სიგიჟის დანამატებით...

ანუ, მივეკუთვნები

ადამიანების ცალეულ სახეობას...

ჩვენ,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2014 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

შინ დაბრუნების დროა

       მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება ერთგვარი გაურკვევლობის, მოლოდინებისა და იმედების ნაკრებია. ზოგადად ყველანი ყოველდღიურად განვიცდით ცვილებებს, თუმცა ამას ვერ ვამჩნევთ, ისევე, როგორც დედა ვერ ამჩნევს, როგორ იზრდება შვილი თვალსა და ხელს შუა. გადის დრო და ის უკვე ზრდარულია... თუმცა არის დროება, როცა ცვლილებების ქარს გუმანით გრძნობ. მაშინ ცვლილებებს ან ახორციელებ, ან იძუელბული ხარ განახორციელო...

      ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2014 წელი. 4:00pm — 1 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters