ლაშა'ს ბლოგი - ოქტომბერი 2016 არქივი (11)

ფუჭი სიკვდილი

      ცისკენ გამავალ ერთადერთ ფანჯარას, მსხვილთავ-ტანიან, ჩაფუნდრუკებულფეხებიანი ობობა შემოეჩვია. ბოლო დროს, მწერებისადმი განსაკუთრებული თანაგრძნობა გამიჩნდა თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ სასტიკად ავკრძალე ამ ობობისთვის აბლაბუდის ჩამოშლა - ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხის ქსელი ხელშეუხებელი იყო. ახლა, ნაადრევად აციებულზე, ზამთარში, მაშინ როდესაც სხვა მწერები სულ უფრო იშვიათობას წარმოადგენენ, მაინტერესებდა რას იპოვიდა სარჩო-საბადებლად ან რითი გაიტანდა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2016 წელი. 10:00pm — 5 კომენტარი
________________

მცირეწლოვანთა ახდენილი სამყარო

      სამყარო ისეთი რომ იყოს, როგორც ბავშვები ხატავენ, უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა. სრულიად განსხვავებული სპილოები, ზებრები, დელფინები და ბატები. პრინციპში, რატომაც არ შეიძლება, ისედათ ვაქციოთ ყოველივე, როგორც ჩვენ გვინად? (შესაძლებლობების პრობლემაა) რა იქნება შევცვალოთ ფერები, ფორმები, ზომები, სტანდარტები. ზოგიერთი კეთილი მამიკო ცდილობს შვილს შეუქმნას ისეთი რეალობა, როგორიც პატარას თავად წარმოუდგენია. განსაკუთრებით მხატვარი ბავშვების ოჯახები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2016 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

გალობის მონატრება და მასპინძლობა სიყვარულით

      სვეტიცხოვლის მგალობლების და ნიქოზელების მეგობრობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის. მეუფე ისაიასთან დამეგობრებულებმა, ცხინვალთან ახლოს, ისტორიულ ნიქოზში არაერთხელ აღვავლინეთ წირვა. ღვთაების ტაძარში თითქოს უკვე ჩვენი ადგილიც გვაქვს. ერთ-ერთი პირველი სტუმრობისას, ზამთარში,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სააბაზანო თავგადასავალი

      ტკბილხმოვანებას დავაბრალო, თავმდაბალი კაცის იმიჯი არ მაძლევს მაგის საშუალებას. თან, ვფიქრობ, რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ პეპელა სააბაზანოში, იმ ერთადერთი ნათელი წერტილის გამო შემოფრინდა, რომელიც საშხაპის თავზე ანათებდა.

      სიმღერაში გართულს, ხელზე პატარა, მაგრამ არა გასლიკულ-გალეული, საკმაოდ ჩაპუტკუნებული პეპელა დამაფრინდა. ფერზე შევატყვე, რომ ნათურაზე გაზრდილი, მოვლილი, კაი ოჯახიშვილი პეპელა იყო.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2016 წელი. 1:26pm — 5 კომენტარი
________________

მატარებლის ფანჯრებში წვიმდა

მატარებლის სადგურზე მივედით.

- გამარჯობა, მატარებელი მალე მოვა?

- 7 საათიანი ჩამოივლის ახლა.

- დიდი მადლობა. ბილეთი თქვენთან უნდა ვიყიდო?

- შეგიძლია ჩემთან იყიდო, შეგიძლია მატარებელში აიღო.

- თქვენთან ვიყიდი.

- ნება შენია.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გურმანთა ქართული ტრიოლეტი

      ნეგატიური პოსტების პარალელურად, ხანდახან, რამე დადებითზეც ხომ ვწერ ხოლმე? მითხრეს, გეყოს ამდენი კრიტიკა (თითქოს, დიდი კრიტიკოსი ვიყო), რამე კარგზეც დაწერე, ხომ ხდება ჩვენს გარშემო კარგი რამეებიც-ო. დავთანხმდი და ყველაზე კარგი რაც ხდება ჩვენს გარშემო, ის მოვიფიქრე მეც - სამზარეულო. ჩემი საყვარელი თემაა, პრინციპში საყვარელ თემაზე უფრო მეტად, საყვარელი საქმიანობაა და მზარეულობაზე მეტად, დაგემოვნება, მაგრამ ამჯერად მოვშორდეთ დანა-ჩანგალს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2016 წელი. 9:30pm — 7 კომენტარი
________________

კიბორჩხალების მოდის კვირეული

      კრაბის სალათით თავს რომ იწონებთ ქართველი მზარეულები, თავად კიბორჩხალას თუ სცემთ ჯეროვან პატივს საინტერესოა. მართალია, პარიზში, ლონდონში, მილანში Fashion Week-ის ელიტური დღესასწაულები იმართება ხოლმე, მაგრამ ჩინელებმა გადაწვიტეს კიბორჩხალები სათანადოდ დაეფასებინათ და მათთვისაც მოეწყოთ სანახაობა CRABWALK. სულ ახლახანს, საგანგებოდ გამოპრანჭეს საყვარელი, მოშინაურებული და ჩასუქებული კიბოები და მოაწყეს კიბორჩხალის მოდის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

საქართველო უცხო პლანეტაზე

      ერთხელ, ქართველები უცხო პლანეტაზე გადაასახლეს. რადგან ვამბობ რომ უცხოა, ე.ი. მზის სისტემაში არ შედის, ამიტომ ნუ ჩამეძიებით ასტროფილებო. მთელს პლანეტაზე მხოლოდ ქართველები დასახლდნენ და თან ისე, რომ საკუთარი მიწაც გაატანეს, კავკასიონით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, უდაბნოებით, დინოზავრის ნაკვალევით, სამაროვნებით, კასპის თიხებით, იმიერით და ამიერით, გამთლიანებული საქართველოს ტერიტორიული საზღვრებით.

      ერთი მხრივ ბედნიერებაა, როდესაც არც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2016 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

მომავლის განსაზღვრა

      მომავალი ოთხი წელი მეტნაკლებად განსაზღვრულია ანუ საპარლამენტო არჩევნები 2016 დასრულდა. ახლა ველოდებით იმის გარკვევას, ვინ აირჩიეს, თორემ პასუხი კითხვაზე რატომ აირჩიეს ყოველთვის არარელევანტურია და იმდენნაირად ფორმულირებული, რომ სიჯანსაღე აღარ იგრძნობა. პრინციპში, რა არის გასაკვირი? არჩევნები ჰქვია თორემ, რეალურად სადაა არჩევანი? ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი ... ვრცელი სიაა და ისიც კი არ ვიცი, ცუდზე ცუდი ან უარესი რომელია? ჰოდა, არჩევანიც გაკეთებულია…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 8, 2016 წელი. 8:30pm — 7 კომენტარი
________________

დროის ნაოხარი

      ერთ ადგილზე დგომა რეალურად ნიშნავს უკან დახევას, ამიტომ აუცილებელია სულ წინ გადაიდგას ნაბიჯი. შესაძლოა დიდი ნაბიჯი არ იყოს, მაგრამ მცირე მაინც გადასადგმელია. ასეა წერაშიც. შესაძლოა კარგი ვერაფერი დაწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწერო. თუნდაც სისულელე იყოს, თუნდაც იდეა არ მოგდიოდეს, თუნდაც თემატიკაც არ იცოდე, რაზე დაწერო, მაინც უნდა დაწერო, რადგან ასეა საჭირო.

      ვინ ადგენს ამ საჭიროებებს? დრო!

      დროა სწორედ ის ფაქტორი,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2016 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

მასპინძლობის გაურკვეველი სიხარული

      უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მმკ-მ ყველა იდეა უნდა გააფუჭოს და გაანადგუროს, თუნდაც ID ბარათების. სულ რამდენიმე დღის წინ, BBC-ს მთავარი საიტის და ინტერეაქტივის გვერდი გატეხეს რუსმა ჰაკერებმა ისე, თითქოს არაფერი - შევიდნენ და გამოვიდნენ. და ასეთ ვითარებაში, საქართველოში ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნა, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ 666-ით, ეშმაკის ნიშნით და სისულელეებით დაიტვირთა. ამ ქვეყანაში…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2016 წელი. 8:01pm — 9 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters