Qwelly ბლოგი (4,244)

ხელოვნება ტოტალურად

აფრიკული ტრადიციული ვარცხნილობა ამასუნზუ

      შეიძლება ფიქრობთ, რომ თანამედროვე ვარცხნილობებმა ყველა შესაძლო დიზაინი შემოგვთავაზეს, თითქოს თავი ამოწურეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთი, რომელიც ამ ფიქრს გაოცებად აქცევს. თემა განსაკუთრებით სენსიტიურია იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც თმებს ღერებით უფრთხილდებიან და მალე იმდენიც არ დარჩებათ ვინმეს,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2017 წელი. 1:30pm — 4 კომენტარი
________________

ენით მოაზროვნე დრო

      აკადემიის დაჯილდოებას ფილმების უნახავად შევხვედროდი, პირველად მოხდა (პრინციპში, არც ისე დიდ ხანია ოსკარმაყურებელი ვარ). ამიტომ, დაგვიანებულზე მაინც დავიწყე იმ ფილმების ნახვა, რომელიც წელს ნომინაციებში წარადგინეს. პირველად, ვითომ სამეცნიერო ფანტასტიკას, მაგრამ უფრო, დრამას ჩავუჯექი და Arrival ვნახე (ჩვენებურად ჩამოსვლა, დაბრუნება, მიღება). ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2017 წელი. 2:00pm — 3 კომენტარი
________________

ხევსურეთს ვრჩები !!!

შატილი, ხევსურეთი, shatili, xevsureti, xevi, Georgia, Qwellyland, qwellygraphy, არხოტი, ბლოგი, პოეზია

ნასოფლარიდან ნასახლარში იგივე ჯამი

წუთისოფელში გაფრენილი უაზრო წამი

დავიწყებული ეს სახლები უხალხო ძველი

ბედად ტირილი და ლამაზი წუთები ცრემლის

ძველი სახლები ნასოფლარნი ჯვარნი ეულნი

წმინდათა ვერცხლი უპატრონოდ მიმობნეულნი

თავპირმტირალი უხალხობის ჭირისუფალი

ამის დამყურე ღმერთი გოდებს ტირის უფალი

ჩამონგრეული ჩავარდნილი კალო და ბანი

მიტოვებული ბოსელი და ღორღების ქანი

ჩამუხლულ წისქვილთ პატრონობს…

გაგრძელება

დაამატა ალექსანდრე ბებია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2017 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ოსკარის 2017 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარი 2017 სრული სია

      მსოფლიოს კინომოყვარულები, 26 თებერვალს ეკრანებთან შეიკრიბნენ ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების სანახავად, რომელიც ტრადიციულად დოლბის თეატრში გაიმართა. კალიფორნიაში საღამოს ცხრის ნახევარზე, თბილისის დროით 27 თებერვალს, დილის 6_ის ნახევარზე წლის მთავარი კინოდაჯილდოება უნდა დაწყებულიყო. ნომინირებული (იხ.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2017 წელი. 8:00am — 2 კომენტარი
________________

ხალხის მსახურთა სიმრავლე

      წმინდა, მტკიცე და ძლიერი, ურყევი საძირველის ჩასხმისას, ქვაკუთხედის დადებისას, იმ დიდებულ და მარადსანატრელ დროს, ეკლესიის დასაბამში, როდესაც მართლაც ოქროს ხანა იდგა ქრისტეს მიწიერ სხეულში, მაშინ როდესაც: "ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2017 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიღაბო, მე - შენ გიცნობ !

   დიდმარხვის დაწყებამდე *შებოლილი ყურეს* მოსახლეობა და ვენეციის მრავალრიცხოვანი სტუმრები ხორცს ემშვიდობებიან ( ყველაზე პოპულარული განმარტებით კარნავალი - carno vale - მშვიდობით ხორცო! ) Carnevale di Venezia -ს ფესვები ძველ რომშია, მაგრამ ათსაუკუონოვანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ ის რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც შეიწყნარა. კოჰაბიტაციის პირობა კი ასეთი იყო : კარნავალის დღეების( 12 დღე) გარდა -…

გაგრძელება

დაამატა George_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2017 წელი. 3:30am — 4 კომენტარი
________________

ადათზე გამლაშქრებლის ადათები

      ხევსურთა ცხოვრებიდან, ამ ისტორიას დასასრული ნამდვილად აქვს. მაგრამ ბუნდოვანია და თამამად ვერ ვიტყვით, ქალის ეს მწარე ქვითი რითი იყო გამოწვეული. მთავარი გმირი გარდაიცვალა, გმირის დედა, ცოლი თუ აბოჟირებული შვილებიდან რომელიმე? ვფიქრობ, გმირს თოვლი და სიცივე ვერას დააკლებდა. თუმცა, ავტორისთვის ამას აღარ აქვს მნიშველობა, მან თავისი სათქმელი პოემის წინა ნაწილში უკვე თქვა. საქმე ისაა, რომ ამ ისტორიიდან 5 წლის შემდეგ, ხევსურთა ცხოვრების კიდევ ერთი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 20, 2017 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

ისრაელში კვლავ იერუსალემის "მესამე ტაძრის" მშენებლობისკენ მოუწოდებენ

  ისრაელის დაზვერვა "შაბაკი" ავალდებულებს ებრაელებს ხშირად დაესხან თავს ალ-აქსას მეჩეთს, რათა ამგვარი გზით გაამყაროს თავისი მყოფობა ტაძრის მთაზე. ამის შესახებ განაცხადა ისლამის მემკვიდრეობის დაცვის "ალ-აქსას" ფონდმა, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ვიდეო ამასწინანდელი კონფერენციისა თემაზე "ტაძრის მთა ჩვენს ხელშია", რომელიც ორგანიზებული იყო ე. წ. "მენაჰემ ბეგინის მემკვიდრეობის ცენტრის" მიერ.

 …

გაგრძელება

დაამატა დავით ბილიხოძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 20, 2017 წელი. 6:04pm — არ არის კომენტარები
_______________

ხაზარულა

...ხაზარულას სიცივისგან შეაჟრჟოლა და თვალი გაახილა, მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში მყოფს ქვეყნიერება წაქცეული მოეჩვენა და გაუკვირდა. ჯერ ყველაფერი იმ წითელ სითხეს დააბრალა, მერე მის გადანაჭერზე ჩამომჯდარი, ნაჯახის ტარზე ნიკაპდაყრდნობილი, მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ.…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2017 წელი. 5:48pm — არ არის კომენტარები
_______________

დეტექტივი და თბილი რძე

      ძილისმოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფილმები სიზმრებზე და ამავე საზოგადოების თითოეულ წევრს, გარკვეული, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულებაც კი (გვ)აქვს სიზმრის ამოუცნობ ფენომენთან. მართალია, დიდი სიზმართმცოდნეობით ვერ დავიტრაბახებ, ანდა რაღა უნდა ვისაუბრო ფროიდის შემდეგ და როგორღა უნდა წარმოადგინო სიზმრები, Inception-ის შემდეგ, მაგრამ ყოფილა სიზმარი, რომელშიც ფილმი ისე მინახავს თავიდან ბოლომდე, რომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2017 წელი. 1:30pm — 3 კომენტარი
________________

დიალოგი ზედმეტი ცნობისმოყვარეობისთვის

      თუმცა სიცივისგან გათოშილი ვიყავი, მაინც გამაცინა მისმა მეტამორფოზამ, ჩემთვის უკვე ნაცნობი სახის გამოკრთომამ.

      თქვენი მონა მორჩილი მსახური გახლავართ! ვეუბნები, ასეთად გიცნობდით და სასიამოვნოა, რომ აქ ამ დარბაზში, პრივატისიმუმს მიტარებთ რადგან მიმიკრიამ აგრე გარდაგქმნათ, იმედია ახლა მაინც დამიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას და სულ იოლად დამიმტკიცებთ, რომ ჩემგან დამოუკიდებლად არსებობთ, თუ მხოლოდ ისეთ რამეებზე კი არ მესაუბრებით რაც…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 4, 2017 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გავიყინეთ, და ბედნიერებიც ვართ!

- საჭმელს მოვიტან და მოვალ, შენ ხომ არ გცივა?

- არა შვილო.

- კარგი, მალე დავბრუნდები.

      კარის ხმას დაუცადა და შემდეგ ტელევიზორისკენ გადაბრუნდა.

"როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ჩვენს რეგიონში ძლიერი ყინვე..."

* * *

- გამარჯობა, ორი ქილა მაწონი მომეცით და ის 800 გრამიანი შეკვრა წიწიბურა თუ შეიძლება - უთხრა დახლიდარს და 5 ლარიანი გაუწოდა.

- იცით, მაწონი გაძვირდა და...

-…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2017 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

თვენ იცით?

გულის სიღრმეში იცი,
ან მთელი დღის მანძილზე დაგროვილი დარდი გატირებს

დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2017 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

უსაზღვრო სიყვარულით მზისადმი

"მისტიკოსი და ეროტომანი" ხელოვანი ამ დროს მზის უდიდესი სიყვარულით ხატავდა თვალებში სიყვარულად ჩაგებულ მზეებს.

დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2017 წელი. 1:00am — 4 კომენტარი
________________

საზრისის ძიებანი

      ხანდახან ვფიქრობ და უკვე უფრო ხშირადაც რა სჯობს, იფიქრო და ეძებო თუ ფიქრისგან და ყოველივე შეგრძნებისგან გათავისუფლდე რათა სიმყუდროვე და სიმშვიდე ჰპოვო. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" - ნეტავ თუ არსებობს ეს სხვა?! სად?! და როგორ მიუახლოვდე?! ეჰ, ეგ კი არა ჯერ ის ვერ გაგვირკვევია სიცოცხლე რა არის, ვერც ის სიკვდილი რაა. და ქიმერებს და წარმოსახვებს სდიე როგორია... მაგრამ გინდა არ გინდა საზრისზე, აზრზე, მთავარზე,…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2017 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

წარმოდგენა ცხოვრებაზე

      ცხოვრებაზე შენეული წარმოდგენა გქონდა, აღვსილი იყავი რწმენითა და მიზნებით, თავს დასდებდი საგმირო საქმეებისთვის, არ შეეპუებოდი მსხვერპლსა და ტანჯვას მაგრამ მერე თანდათან დაინახე, რომ ამქვეყნად არავინ მოითხოვს შენგან გმირობას, მსხვერპლის გაღებასა და სხვა ამგვარებს, რომ ეს ცხოვრება გმირობითა და თავგანწირული საქმეებით აღსავსე პოემა როდია! დიახ, მივხვდი, რომ ჩვენი ცხოვრება თურმე ერთი პატარა ბიურგერული სენაკია, სადაც ადამიანები სავსებით…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2017 წელი. 3:00pm — 1 კომენტარი
________________

იშვიათი ადამიანური მდგომარეობა

      ძრწოლა ადამიანის ის იშვიათი, მაგრამ უაღრესად ადამიანური მდგომარეობაა, როცა მისი მზერა ერთბაშად გაარკვევს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გულდაგულ წაფარებული ილუზიის საფარველს და ამ ცხოვრების სახით, რაობისა და ყოფნის ნაცვლად არარაობასა და არყოფნას დალანდავს. როგორც ასეთი, ძრწოლა ადამიანს საშუალებას აძლევს ყოველდღიური ცხოვრების წესს, ანუ მან-ის ხელმძღვანელობით ცხოვრებას განუდგეს, თავის თავს დაუბრუნდეს, ყოფნის საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, საკუთარ…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არქიტექტურული კულინარია

      კაცობრიობის ისწორია ჭამით იწყება და ეს მოთხოვნილება ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიქტია, რადგან პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლეს! ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი", ისტორიას ისიც ახსოვს, საჭმლის გამო როგორ ჭამდნენ ერთმანეთს ადამიანები, პურს კი არა - ერთმანეთს. და რა?! რამე შეიცვალა? დღევანდელი ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ საჭმლის მოპოვება არ არის, ჭამა და ჭამა. გაუმაძღარობის კიბო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2017 წელი. 3:00pm — 1 კომენტარი
________________

კალენდარზე მონიშნული შობა

      შობა-ახალი წლის პერიოდში, დეკემბრის მიწურულიდან იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით, განსაკუთრებით პოპულარულდება კალენდრის საკითხი. შობა 25 დეკემბერს უნდა აღინიშნოს თუ 7 იანვარს? რატომაა რომ ზოგიერთი ეკლესია 25_ში აღნიშნავს ზოგი 7_ში და ზოგიერთი საერთოდ 6_ში? 7 იანვარს ვზეიმობთ შობას და ვმღერით ოცდახუთსა დეკემბერსაო და ა.შ. პასუხად მოისმენთ - ტრადიციაა ასეთი; 25_ში კათოლიკური შობაა - 7-ში მართლმადიდებლური და ბევრ სხვას. საბოლოოდ, მაინც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2017 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

კრებულის მადლობა

      მიკითხავს, რატომ არის, რომ თუნდაც მძიმე წარსული ჰქონოდა ადამიანს, მოგონებისას მაინც ნოსტალგია, მონატრება, სევდა ეპარება? ერთი და ყველაზე მარტივი პასუხი ასეთ დროს, რაც თავში მოდის, ესაა - ახალგაზრდობა! დიახ, შესაძლოა მრავალი განსაცდელი, ჭირ-ვარამი გამოევლო კაცს ახალგაზრდობაში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, თუნდაც ახლა მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობდეს, მაინც ის ახალგაზრდობა ურჩევნია, ჭირ-ვარამიანი. ეს ძალიან მარტივია და ძნელიც არ უნდა იყოს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2017 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters