პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე გუშინ გვიან ღამით გამოქვეყნდა. ეპისტოლეში აქცენტები გაკეთებულია შობის სიხარულზე, გამოხსნაზე, გულ-გონებისმიერ ცხოვრებაზე, სიკეთისა და კეთლდღოების რაობაზე, სინდისზე და ა.შ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2023 წელი. 2:00am —
არ არის კომენტარები
_______________
სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მოქმედების წესი არსებობს. ზოგჯერ, ამა თუ იმ წესის შესრულება გვიჭირს და ნაცვლად საკუთარი თავის შეცვლისა და დახვეწისა (წესებთან შესაბამისობით), გვირჩევნია ეს წესები შევცვალოთ და მოვირგოთ. ეს ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი. და საერთოდაც, ამ ტერმინებით აღწერა მართებული არ არის, ვინაიდან გააჩნია სიტუაციას... ამასთან, წესის შესრულების ან დარღვევის აუცილებლობა არ არის უნივერსალური მოცემულობა, შესაბამიასდ,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2023 წელი. 1:30pm —
1 კომენტარი
________________
მართალია, ჩემს უბნელებსაც კი ღიმილისმომგვრელად ეჩვენათ ჩემი იდეა, საბჭოთა „აზნევთის“, ევროპული, კლასიკური, არაორიგინალური სახელწოდებით „ხიდისუბანით“ ჩანაცვლებაზე, მაგრამ ეგ არაფერი - ფაქტი ერთია - აქამდე ორი ხიდი გვქონდა უბნის გადმოსახედზე, ახლა უკვე სამი გვაქვს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე, 2019 წლის, 22 მარტით დათარიღებულ სტატიაში ვკითხულობთ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2022 წელი. 12:32am —
არ არის კომენტარები
_______________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2022 წელი. 5:30am —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაინის ომის პერიოდში დიდი ამბავი იყო ატეხილი ოსკარის 94-ე დაჯილდოებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, შონ პენი იმასაც ამბობდა, ზელენსკი აუცილებლად უნდა გამოვიდეს ოსკარზე, თორემ ჩემს ოქროს კაცუნას გადავადნობო. არ ვიცი შონი შეასრულებს თუ არა თავის მუქარას, მაგრამ ორსკარი ტრადიციულად შედგა - ამერიკა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2022 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„აჰა, ქალწული მუცლად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2022 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ყველგან და ყველა ცდილობს განვლილ წელს თვალი გადაავლოს და ერთგვარი შეჯამება გააკეთოს, ქველზეც, ტრადიციულად ამგვარი საახალწლო პოსტი იდება ხოლმე 31 დეკემბერს. წელს მსგავსი რამ არ იქნება, რადგან გავლილი წელი, ყველაზე წარმოუდგენელი ფინალით დასრულდა, ისეთით, რომელიც ქველის არსებობის ისტორიაში არც განიხილებოდა. მაგრამ ...
მომავალი წელი მაინც უნდა იყოს:
ბედნიერი, წარმატებული, ბევრი სიხარულით და სიყვარულით სავსე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2022 წელი. 12:01am —
1 კომენტარი
________________
არჩევნების წელი რომ ინფრასტრუქტურული გამოცოცხლების წელია, ამ მოვლენას მალე ეროვნული ტრადიციული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ თავად ფაქტი, რომ „რაღაც კეთდება“ ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულო.
ცხოვრების ნახევარზე სტატისტიკურად ცოტა ნაკლები, მცხეთის შესასვლელში, ამ პატარა უბანში გავატარე. დაბადებითაც აქ დავიბადე და მთელი ცნობიერი ცხოვრება ამ უბანს უკავშირდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება სენტიმენები მის მიმართ. ამ 30 წლის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2021 წელი. 11:06pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენი ანუ მოსახლეობის გადახდილი გადასახადების უდიდესი ნაწილი ჩვენზე ანუ მოსახლეობაზე მზრუნველ ადმინისტრაციულ რესურსზე რომ იხარჯება, ეს ვიცით და მივეჩვიეთ (რა პრობლემაა, სადაც 10 კაცი აკეთებს 5 კაცის საქმეს, ბარემ 40-მა გააკეთოს - ეს ხომ 40 ხმაა არჩევნებზე + მათი ოჯახების ხმებიც). ამის პარალელურად, ჩვენი ანუ მოსახლეობის ფული იხარჯება სხვადასხვა პროექტებზე - იქნება ეს ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათებების და ღობეების განახლება,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2021 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.
მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.
® მარი კიური
ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2021 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?
ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.
22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დამხვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.
- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?
- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკე.
- არაფერი, უბრალოდ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2021 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,
ქრისტე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2021 წელი. 1:50pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2021 წელი. 11:40pm —
არ არის კომენტარები
_______________
კოვიდსამყარომ ცოტა გადაგვავიწყა კინომანია და კინოს უმაღლესი ჯილდო - ოსკარი. დღეს გამთენიისას, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 93-ე ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, ამერიკა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი. პანდემიის მიუხედავად 2020-ში კინოების გადაღება არ შეწყვეტილა და არც მაყურებლები დარჩენილან…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2021 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
მომნატრებია მეტროთი მგზავრობა. დღეს ვიმგზავრე. ორი ადამიანი, ჩვენს წინ მსჯელობდა იმაზე, რა არის მეგობრობა - შენ რომ ჩემი გესმის და იცი მე რას ვფიქრობ, მე რომ შენი მესმის და ვიცი შენ რას ფიქრობ, ეს არის მეგობრობაო, უმტკიცებდა ერთი მეორეს. ამ დროს კახას გადავულაპარამე, ხედავ რა საინტერესოათქო. კახამ ჩვეული ფილოსოფიური სიდინჯითა და ჩაფიქრებით - დაიკიდე, ძალიან ბევრი დალიესო - მიპასუხა.
- რას ამბობ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2021 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...
ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2021 წელი. 9:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
ეს ამბავი, ორი დღის წინ მოხდა. ის-ის იყო კიბეები ჩავირბინე, ნაგვის ურნაში სახლიდან წამოღებული „პარკები“ ჩავყარე და გაჩერებაზე მარშრუტკის მოლოდინისთვის მოვემზადე, რომ ჩემს წინ პატრულის პატარა, ლამაზი, მოსკუპული მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა ბიჭები ჩანდნენ. შუშა ნელ-ნელა ჩამოუწიეს. ვიფიქრე, რაიმეს კითხვა ან ადგილის მისწავლება ენდომებათ-მეთქი.
- გამარჯობა, პირადობა თან გაქვთ?
- დიახ - ვეცადე ხმაშიც კი კეთილგანწყობა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2021 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
5 მარტის მშვენიერი საღამო იყო. ცოტა გრილი, მაგრამ მაინც მარტული. საათზე ათის ნახევარს უჩვენებდნენ ისრები. თომას ტრადიციული ძილისწინა ენერგიის მოზღვავება ჰქონდა და დაძინებას არ აპირებდა, ამიტომ ვთამაშობდით - „გარბოდე და მოგდევდე“-ს. არის ასეთი თამაში. განსაკუთრებულ გონებრივ დაძაბულობას არ მოითხოვს და პატარებს ამხიარულებს. მოულოდნელად, ბავშვი მოეშვა, მოიღვენთა, თავი მხარზე ჩამომადო და თვალებს ძალდატანებით ახელდა. რომ არ გვცოდნოდა მისი ხასიათი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2021 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
პოლიტიკა თუ ბინძური საქმეა, მაშინ მცხეთა ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და წკრიალა ქალაქია მსოფლიოში. არა, განა იმიტომ რომ მცხეთაში პოლიტიკოსები არ არიან, არა - უბრალოდ მცხეთელები არასოდეს ერევიან ამ პოლიტიკოსების მართვის საქმეში. როგორ უნდა ჩაერიონ? შეთავაზებით, მსჯელობით, კრიტიკით, არგუმენტაციით. პოლიტიკური აქტიურობა ანდა რაიმეს პროტესტი ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ მყისვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. იშვიათად მცხეთაში ვინმემ რამე გააპროტესტოს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2021 წელი. 4:30pm —
3 კომენტარი
________________
გუშინ გამართულ სინოდის სხდომას დიდი მოლოდინი ჰქონდა, მითუფრო რომ აქტუალური თემების განხილვა უნდა მომხდარიყო. ტრადიციულად, სხდომა დღის თორმეტ საათზე დაიწყო და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის ოქმი, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2021 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•