გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?
ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.
22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დამხვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.
- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?
- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკე.
- არაფერი, უბრალოდ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2021 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით …
დაამატა თამარ ჯოჯუა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2018 წელი. 12:52am —
1 კომენტარი
________________
ახლა თუ როგორმე სახლამდე მივაღწიე არც გავიხდი ისე დავწვები და დავიძინებ, ვფიქრობ გაჩერებიდან სახლამდე. ვააა, არ წასულა!.. რა კარგია, შევეცოდები და საჭმელს მაჭმევს, ვფიქრობ ფანჯრებში, რომ შუქი შევნიშნე. ზარი ერთხელ, ორჯერ... უკვე გასაღებს ვეძებ და გააღო. ნაძალადევი ღიმილი :), აუუუ, აქ მოსულან :( ვბრაზობ გულში.
- გილოცააააააააააააააააააავ! ბოლომდე გაკრეჭილი ჩემი დის უკვე კარგად „ნაქეიფარი“ მეგობარი.
- რას? გაოცებული მე.
-…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2018 წელი. 12:30am —
1 კომენტარი
________________
ნათელი ფერებით გაალამაზე შენი ცხოვრება.. იპოვე საკუთარი თავი სამყაროში და სამყარო – შენში.. შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი: ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისკენ.. აავსე შენი გული სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით.. შეეცადე, ყოველდღე, ერთი ნაბიჯი მაინც…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2017 წელი. 4:17pm —
არ არის კომენტარები
_______________
შუაღამიანი მიყვარს, სრული სიჩუმე და ფრთაგაშლილი, უსამანო ფიქრი. ოთარის გზაზე მიმავალი ერთი კაცივით, ფიქრების ჭაში ჩაყურყუმალება და თევზივით გულში ფიქრის დაგუბება. დროც დროა და შაბათის - ყველაზე ფიქრიანი, კვირის ზიარების მოლოდინში თვისთა ცოდვათა მორევში გადასაშვები და დამაფიქრველნი. ამ საღამოსაც ჩამითრია ამ მორევმა და სახარებისეული შენდობის ეპიზოდმა, ჯერ მოყვასის წინ რომ უნდა დაეგო, ითხოვო შენდობა და შემდეგ შესწირო მსხვერპლი…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2017 წელი. 5:59am —
არ არის კომენტარები
_______________
ჰოდა მიმატოვა. ხდება ხოლმე. ასე. ადგებიან. წავლენ.
ჰოდა ადგა. წავიდა. და წაიღო ყველა ბედნიერება. და წაიღო ყველა სიყვარული.
იციან ადამიანებმა ადამიანების მიტოვება.
ადგებიან. წავლენენ. თან არაფერს იტყვიან.
ცუდია ეს რომ შეგვიძლია ადამიანებს ადამიანების მიტოვება.
გვიყვარს, მაგრამ მაინც ვტოვებთ. და ვიწყებთ წერას. ვწერთ ტკივილებს. ვწერთ გრძნობებს. და ასე ვცხოვრობთ. უფრო სწორად ვუძლებთ ცხოვრებას. და უფრო სწორად ცხოვრება…
დაამატა ნუკა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2017 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
"მისტიკოსი და ეროტომანი" ხელოვანი ამ დროს მზის უდიდესი სიყვარულით ხატავდა თვალებში სიყვარულად ჩაგებულ მზეებს.
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 26, 2017 წელი. 1:00am —
4 კომენტარი
________________
ზაფხულობით, როცა სითბო მათ ძვლებს მალამოდ ედება, კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ ახლა, დეკემბრის სიცივეში, რა ძალა აძლებინებს?
რამდენიმე დღის წინ თბილისში მომიწია წასვლა. მოჟამული ამინდი იყო. თოვლს ჩვენში რა ესაქმება, მაგრამ ყინვა და სიცივე იცოცხლეთ, არ გვაკლია. ზამთარს უხდება კიდეც.
წვიმდა, ცრიდა და სიცივე სხეულის თითოეულ უჯრედს აცარიელებდა. გზად მიმავალმა, მუხათგვერდის…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2016 წელი. 6:30pm —
6 კომენტარი
________________
დე ...
მიყვარხარ!
და მე ძალიან მტკივა უშენობა. მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ხარ და ყოველთვის იქნები.
და შენ ვერასოდეს წაიკითხავ ამ სიტყვებს და ვერასოდეს ვერ მოისმენ ჩემგან რასაც ახლა გეტყვი და ვერც გეტყვი.
შენთვის არასდროს დამიძახია - დედა. სულ…
გაგრძელება
დაამატა ჯინ მარიარტ_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 2, 2016 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეიძლება ისეც გიყვარდეს, მასთან ერთად სიბერეც კი გქონდეს წარმოდგენილი.
დაამატა qeti_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2016 წელი. 8:00pm —
1 კომენტარი
________________
სიკეთე თავად სიცოცხლეა... სიკეთე ადამიანის ცხოვრებაში უპირატესია... რაც ადამიანი არსებობს სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება... ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო…
გაგრძელება
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2016 წელი. 8:38pm —
1 კომენტარი
________________
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქმით არ ვამტკიცებთ მას.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს მზე, მაგრამ როცა ის ანათებს (თუმცა ახლა იშვიათად) ვეძიებთ ჩრდილს.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს წვიმა, მაგრამ როცა წვიმს ვიხურავთ ქოლგას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ კეთილები, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვჭირდებით ვემალებით ერთმანეთს..
ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მიმტევებლები, მაგრამ როდესაც ვინმე ჩვენს წინაშე…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2016 წელი. 1:00pm —
6 კომენტარი
________________
ოლოლ! გამარჯვება!
შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი…
დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2016 წელი. 4:00pm —
1 კომენტარი
________________
შეუძლებელია მიყვარდეს იმის გამო, რომ მინდა განვიცადო სიყვარულის განცდა ან ავიღოთ ნორმა "გიყვარდეს სამშობლო." ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, მაგრამ იმის ცოდნა, რომ გიყვარდეს სამშობლო ამ მცნებას ვერ დაბადებს და ვერ განმაცდევინებს სიყვარულს იმიტომ, რომ ფენომენს რომელსაც სიყვარული ჰქვია სხვა პირობები აქვს და არ ემთხვევა ცნების შინაარსის გაგებას. ასე რომ არ ხდებოდეს სიყვარულის ფენომენი საერთოდ დაიკარგებოდა,…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2016 წელი. 6:30pm —
4 კომენტარი
________________
ყველა მწერალი ვალდებულია ზრუნავდეს თავის მკითხველზე. დიადი მწერლები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ ამ ზრუნვას, ზოგი მარტივი ენით ცდილობდა ეთქვა სათქმელი, ზოგიერთი მკითხველის გონებას საუკუნეებით წინ წასწევდა, ზოგი ყოველდღიურობისთვის მისცემდა ხსნის გასაღებს, ვინ მხატვრულად და რბილად, ვინ ხისტად და ყვირილით.
ერთი, რომ დიადი მწერალი არ ვარ და მეორე რომ არც ეს პოსტია მაღალი იდეების მატარებელი, ამიტომ ჩემს ზრუნვას მკითხველისადმი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2016 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
ახმედი, ახლა ლილის გვერდით იჯდა, უყურებდა ზღვის ღელვას, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა. დიდ დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს უყურებდა, ზოგ ადგილას სხივებისაგან დაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე უფრო მისი საჩუქარი, თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ…
დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2016 წელი. 2:30pm —
1 კომენტარი
________________
გაოცებული დიდხანს უყურებდა ქვემოდან, ვიდრე კისერი არ ეტკინა.
- პატარავ, შენ ალბათ თოვლის ქულა ხარ, ხომ?
- აქ რა გინდა ჯესი? - გამოჩნდა მარიაც.
- დავინახე კოლომბო როგორ გავიდა თქვენი ახალი თავშესაფრიდან და ვიფიქრე უნდა გველაპარაკა.
- რაზე?
- იცი მარია, არ მომწონს, რომ განაწყენებულები ხართ ჩემზე.
- არ მიკვირს, არავის მოსწონს შემცირებები, განსაკუთრებით მათ ვინც სხვების ხარჯზე უშრომლად ნებივრობენ. მაგრამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 9:00pm —
3 კომენტარი
________________
სამი მღვდელთმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლი ღრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, სოფ. ბობოყვათი, ქობულეთი, საქართველო
ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 60 მეტრზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, 1999 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა სამი მღველთმთავრის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ეს ის მღველთმთავრები არიან, რომელთაც ქრისტეს ეკლესია უწოდებს - მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო... მზის სხივები არემარეს ანათებდა. დიდ და ლამაზ მოედანზე ორი ბედნიერი წყვილი მოსეირნობდა.
ნიკას და ლიზის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათ ეს სიყვარული ახლა უფრო გაამყარეს. შესტრფოდნენ ერთურთს... ბედნიერებას ასხივებდნენ,ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ წუთისოფელი გაახარებს ერთობ ვინმეს?
ლიზის მშობლებმა მდიდარი სასიძო მოძებნეს და შვილის დაუკითხავად ქორწილის დღეც დათქვეს. ლიზის…
დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2016 წელი. 12:00pm —
16 კომენტარი
________________
ცრემლები, ცრემლები და კვლავ ცრემლები..........
სულის გამოძახილი, მწარე და ყრუ თამაში ბედისწერის, მისი გამოხედვა, მისი ლანდი, ვისი? ამ კითხვის შიში, აჩრდილი რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძვი, ებრძვი მაგრამ ამაოდ, დემონი ჩნდება სულის კუნჭულში, მთელი გრძნობებით გულში მიმალულ ნაპერწკალს ააშკარავებს და მოაქვს ტკივილი, ცრემლები...
ცრემლები და კვლავ ცრემლები....
იხედები უკან და უამრავი რამის წაშლა გინდება, უყურებ ცას რაღაც გაგონდება,…
დაამატა jana_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2016 წელი. 12:00am —
3 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•