შუაღამე გადასული იყო, როდესაც ერთ მყუდრო ხის ქოხს მიადგნენ. არც სიცოცხლის ნიშანწყალი ჩანდა სადმე და არც სანთელი ბჟუტავდა.
- ჯერ მე წავალ, ვნახავ რა ხდება - თქვა მიოდმა.
ტარაკანი და მარია ბუჩქებში ჩიამალნენ, გაიყუსნენ.
- რა ხდება იქ? - იკითხა თოვლის ქულამ.
- ჯერ არ ვიცით, ნახავს მიოდი და გვეტყვის.
სამჯერ შემოუარა მიოდმა ხის ქოხს. შიგნით შეიხედა. მერე შევიდა, მოათვალიერა. უკან…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფილმების მოყვარულებს, დღევანდელ ბლოგპოსტში კიდევ ერთ ოსკაროსან ფილმს გაგახსენებთ. ნელ-ნელა 21-ე საუკუნეში გადმოვაბიჯეთ. გახსოვთ ალბათ, წინა ოსკაროსანი ფილმი, რომელიც ბლოგში წარვადგინეთ, იყო 1992 წელს გადაღებული და ერთი წლის თავს ოსკარით დამშვენებული, კლინტ ისტვუდის "…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2016 წელი. 1:00am —
3 კომენტარი
________________
ეს ცოტა რამ, არ ვიცი რამდენად ცოტა გამომივა, მაგრამ შევეცდები ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან დეტალებზე. პოსტი განკუთვნილია მრევლისთვის.
დავიწყებ იმით, რომ პოსტს ვაქვეყნებ დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მაშინ როდესაც საფლავზე გასვლის ორი ძირითად ტრადიცია (ზოგიერთ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2016 წელი. 1:30pm —
2 კომენტარი
________________
გუშინ დილით, აპრილის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ თვით მზესაც არ ენახა სვეტიცხოვლის სიდიადე, ვუყურებდი უფლის "გვამს" და გონება მექაჩებოდა ფიქრეთში - რამ მოგაფიქრა უფალო, დაგემარცხებინა სიკვდილი სიკვდილით? წევხარ ახლა საფლავში და დგას მარიამ შენს საფლავთან და ტირის... და მაშინ როდესაც რამდენიმე საათით ადრე მთელი ქვეყანა შეიძრა, როდესაც მთელი სამყარო და თვით მოციქულებიც კი მკვდრად გრაცხავდნენ, შენ ამ დროს სიკვდილს ამარცხებ სიკვდილით.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2016 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა მწერალი ვალდებულია ზრუნავდეს თავის მკითხველზე. დიადი მწერლები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ ამ ზრუნვას, ზოგი მარტივი ენით ცდილობდა ეთქვა სათქმელი, ზოგიერთი მკითხველის გონებას საუკუნეებით წინ წასწევდა, ზოგი ყოველდღიურობისთვის მისცემდა ხსნის გასაღებს, ვინ მხატვრულად და რბილად, ვინ ხისტად და ყვირილით.
ერთი, რომ დიადი მწერალი არ ვარ და მეორე რომ არც ეს პოსტია მაღალი იდეების მატარებელი, ამიტომ ჩემს ზრუნვას მკითხველისადმი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2016 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
ცოტა ხნით სიჩუმე იდგა გარესკნელის ბნელში, სადაც ყოველივეს მხოლოდ ეშმაკთა ალი ანათებდა. თითქოს ყველა ხვდებოდა მათ მომავლს, მათი მარადიული ცხოვრებისთვის განწირულ ბედს, მაგრამ ეშმაკები აბა რის ეშმაკები იქნებოდნენ ეს მწუხარება სინანულის ყოფილიყო, არა - ქვეცნობიერად სწუხდნენ სწორედ იმიტომ, რომ მათმა ამპარტავნებამ, მათმა მეგობარმა ეს დაუშვა.
როდესაც მრისხანების ეშმაკი თავის ადგილზე დაჯდა, ვასილისკომ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამწარებულები მიჰქროდნენ და ჯერ კიდევ ზამთის სიცივე სახეს უყინავდა. თოვლის ქულა მაინც ფიქრობდა იმ სახლზე, იმ მოტაცებაზე, რომელსაც ტარაკანი ასე საზარელ ფერებში უხატავდა წეღან, როცა არც კი უსმენდა, და ახლაღა მოაგონდა მისი სიტყვები - გაგწრთვნიან, მოგაშინაურბენ, დაგიმონებენ.
- ფრთხილად, ურემი მოდის. - მიოდის შეძახებამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული თოვლის ქულა.
- აქ ჩავიმალოთ ბუჩქებში. - გადასწია მარიამ ბუჩქებისკენ და სამივენი იქ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელ კინომანიურ ბლოგპოსტში მინდა ცნობილ, რეიტინგულ და არაოსკაროსან, თუმცა რამდენიმე პრემიის და დაჯილდოების გამარჯვებულ ფილმზე ვისაუბრო. ეს კინო 2003 წელს გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე და დასაწყისშივე გეტყვით, მთავარ როლზე ჯერ კიდევ ახალგაზრდული იერით და მომხიბვლავობით სავსე, იმ დროისთვის 35 წლის ნიკოლ კიდმანი დაასაქმეს მეტწილად უარყოფითი როლებით ცნობილ პოლ ბეტანთან ერთად.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2016 წელი. 6:30pm —
4 კომენტარი
________________
სვეტიცხოვლის მომლოცველს, ალბათ ყველას ემახსოვრება ერთი, პატარა, ზაფხულში ხვატისგან მუდამ გაშავებული ან აწითლებული, აწყობილ თუ არეულ ჩონგურ-ფანდურზე მომღერალი პაპა, რომელიც ტაძარში ყოველ შემსვლელს და გამომსვლელს მიუმღეროდა:
"დაგლოცათ სვეტიცხოველმა ლამაზებო და კარგებო, გოგოებო და ვაჟებო" იქვე მიამატებდა, "წმინდა გიორგი დაგლოცავთ, 1700 წლისაო". მერე ეტყობა ვიღაცამ უთხარა, უკვე XXI საუკუნეში ვართო და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2016 წელი. 9:00pm —
4 კომენტარი
________________
რამდენიმე დღის წინ მეგობრებთაბ ერთად ვაპროტესტებდი მოსასვენებლ პარკებში, სკვერებში ძაღლებისთვის გამოყოფილი სპეციალური ტერიტორიების არსებობას იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს. ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა კატის შეყვანა, დაბმა, თხის ან ცხვრის, გაგიკვირდებათ და ვერც ძროხას გაუშვებდი თავისუფლად. ჩემთვის ყოვლადგაუგებარია, რატომ? რა კრიტერიუმით არის ძაღლი უფრო შინაური და მშვიდი ცხოველი ძროხასთან შედარებით? რატომ არ აქვთ ძროხებს ანალოგიური…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2016 წელი. 10:30pm —
5 კომენტარი
________________
- აქ დიდხანს ვერ დავრჩებით ხომ იცით, დროებითი თავშესაფარი იყო და უკვე ორი კვირა გავიდა. თოვლიც დნეობას იწყებს.
- მარია არ წამოვა, ძალიან გულჩათხრობილია.
- სხვა გზა მაინც არ აქვს, კოლომბოს ლოდინის აზრს ვერ ვხვდები. ჯესიკამ თავისი გაიტანა.
მიოდი და ტარაკანი ამ საუბარში იყვნენ, როდესაც მარიამ დაუძახა:
- მეგობრებო, დროა ახალი თავშესაფარი მოვნახოთ. აქ ვეღარ დავიმალებით. თოვლის ქულასაც ვეღარ გამოვკვებავთ.
- მზად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2016 წელი. 9:30pm —
2 კომენტარი
________________
ტყუილად ვცდილობ წერაზე უარის თქმას, დავიღალე აზრიანი და უაზრო ფილმების ყურებით. ადრე თუ გვიან მაინც დავწერ და სჯობს ახლა იყოს. ალბათ, ბევრი ელოდება ჩემგან ინფორმაციას, როგორ, როდის, რატომ, სად და ა.შ. დიდი სურვილი მაქვს არაფერი ვთქვა და უბრალოდ გითხრათ, რომ შემეშვით და ნურაფერს მეკითხებით! ეს ძალიან პათეტიკური იქნება, მითუმეტეს როცა გათენდება და თავიდან წავიკითხავ ამ ტექსტს. ეგეც არ იყოს, კვლავ რჩება პრობლემა - ადრე თუ გვიან მაინც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2016 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ პირველად ვნახე ვარსკვლავური ომები და რომ არ მცოდნოდა 1977 წელს იყო გადაღებული, ალბათ ვიტყოდი დრო დავკარგეთქო, მაგრამ არა - მაინც არ ვიტყვი. ამ ჟანრში უდაოდ კლასიკაა.
თინეიჯერებისთვის ცოტა ენციკლოპედიური მონაცემები. ფილმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. სულ არის 9 ეპიზოდი და აქედან 7 უკვე გამოსულია, დარჩენი 2 მომდევნო წლებშია დაანონსებული. გამოვიდა ტრილოგიებად, როგორც ბეჭდების…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- რომანტიკოსებო, იქნებ რეალობას დავუბრუნდეთ? რეალობა კი ასეთია - დროზე, მოკიდეთ თქვენს ბარგს ხელი და წავიდეთ ახალ თავშესაფარში.
- ტარაკან, შენ ხომ მშვიდობით მიიყვან ამათ?
- კოლომბო - გულამომჯდარმა შეუძახა მარიამ.
- მითხარი, შეძლებ მარია და თოვლის ქულა მშვიდობით მიიყვანო თავშესაფრამდე?
- კოლომბო, სად აპირებ წასვლას? - ცრემლებით სავსე თვალებით ჰკითხა მარიამ.
- მიოდიც რჩება? - იკითხა ტარაკანმა.
- არა, ეგეც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2016 წელი. 2:30pm —
5 კომენტარი
________________
დილიდან არეული დაიარებოდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა, გვერდით მომიწვა და დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ როგორც ყველა ბავშვი ჯერ ანცობისთვის ჰქონდა გონება მიმართული.
- აი, ხომ მოიგო ბარსელონამ, რომ მეუბნებოდი ვერ მოიგებსო.
- როდის მოიგო?
- მმ, 3-1 მოუგო არსენალს.
- რას ამბობ ბიჯო, შენ სიზმარი ხომ არ ნახე, არსენალმა მოიგო ზუსტად.
- რა არსენალმა? ბარსამ გაიტანა სამი გოლი. აბა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2016 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაპირებულის შეუსრულებლობა არ მეპატიება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი და ჩემთვის ახლადგაცნობილი ოსკაროსანი ფილმი მოვაქციო დღიურში. ამჯერად შორეულ ვესტერნში უნდა გადავინაცვლოთ და ამ მხარის სიმბოლოს, კლინტ ისტვუდის ოსკაროსან ფილმს შევეხოთ. მისი ორიგინალი დასახლებაა "Unforgiven", ქართულად თარგმნეს როგორც "უპატიებელი", თუმცა ალბათ შეიძლებოდა შეუმწყანრებელი ყოფილიყო. ფილმს რომ ნახავთ,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.
- შორს არის?
- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.
- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.
- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.
- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოსკაროსან ფილმებზე გადართვა საინტერესო იდეა გამოდგა. ვიფიქრე, 90-იანებით დავიწყებ და ყველა ოქროსკაცუნააღებულ ფილმს ვნახავთქო, მაგრამ სულმა წამძლია და პირველი ვნახე "წვიმის კაცი" (1989 წელს აიღო ოსკარი) და იქიდან მოვყვები. უკვე 97-წელზე ვარ ამოსული, ვინაიდან "კრავთა დუმილი" (1992 წლის ოსკარი), "შინდლერის სია" (1994 წლის ოსკარი), "ფორესტ გამპი" (1995 წლის ოსკარი) და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
თქვენ არ ვიცი როგორ ფიქრობთ მკითხველნო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ალოგიკურია გინდოდეს მსოფლიო კაცობრიობის გამოხსნა და დაიბადო იმპერიის მიყრუებული პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ბოსელში, ბაგაში, მაშინ როდესაც ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც გაქვს არჩევანი - დაიბადო იქ, იმ ადგილას, სადაც გინდა და როცა გინდა. და შეგიძლია იმპერატორად აღიზარდო, იმპერატორისავე სასახლეში და მართო მსოფლიო იმავე ღირებულებებით, რომლებსაც მოგვიანებით,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2016 წელი. 6:30pm —
10 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•