როგორადაც არ უნდა განვეწყოთ, ყოველ ახალ წელს მაინც სიკეთით ველოდებით. იქნებ წელს მაინც, იქნებ წელს მაინც... იმედი სამ სათნოებათა შორის ერთ-ერთია და ვფიქრობ, გამორჩეული სწორედ მარადიული მოლოდინითა და მისწრაფებით!
ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდი, ბედნიერი, ქველობით აღსავსე წელი.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2018 წელი. 12:00am —
2 კომენტარი
________________
კომპლიმენტების უმრავლესობა ხომ ასე იწყება - „არაჩვეულებრივად ... გამოიყურები, გაცვია, მღერი, ხატავ და ა.შ. ან საერთოდ, პირდაპირ იტყვიან ხოლმე - არაჩვეულებრივი ხარ, ზოგიერთ შემთხვევაში - მყავხარ. აქ უკვე საკუთარ არაჩვეულებრივობასაც უსვამენ ხოლმე ხაზს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ერთ გენიოსს დავუჯერებთ, ეს არაჩვეულებრივობა ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ ცოტაც და გაცვეთილობა-გაცრეცილობად გადაიქცევა და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2017 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაცხოვრის გეთსემანიაში შეპყრობის დროს მოციქულები მიმოიფანტნენ და როგორც მახარებელი წერს - აღსრულდა სიტყვები „დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. საინტერესოა, რომ ამასვე ეუბნება უფალი რამდენიმე საათით ადრე - დაბრკოლდებით და ეს სიტყვები აღსრულდებაო. მაშინ პეტრე თავს გამოიდებს - „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. ალბათ, გახსოვთ ამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2017 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახლა, როცა ღამის სიჩუმეში უფრო ადვილია წარსულში ხეტიალია, მეც ავიღებ ვიზას ღრმა სარდაფებისთვის. ბავშვობის მოგონებებში პირველად მაშინ ჩნდება - ბნელ 90_იანებში, ე.წ. „ლახანკაში” რომ მაბანავებდა და „დათვი მჭლე და შენ მსუქანიო“ მლოცავდა. მერე მახსოვს საწოლი მის ოთახში, უფრო სწორედ ჩემი თავი მახსოვს მის საწოლში, მის გვერდით ბედნიერად წამოწოლილი და გარინდული ზღაპრების მოლოდინით (ცივ ზამთარში, ორთქლით გამთბარი ლოგინიც მახსოვს). როგორც წესი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2017 წელი. 6:00pm —
2 კომენტარი
________________
მარხვა დაიწყო და მარხვას თეთრი დეკემბერი მოჰყვა. ორივე ერთად კი იმ განწყობას ქმნის, რასაც გაუაზრებელი სიხარულის მოლოდინი ჰქვია. ჰოდა, ამ ცივ ზამთარსა და თბილ ბუხართან, როცა სიკეთის განკაცებას ელოდები და სიკეთის რაობის შესახებ კითხულობ, არ შეიძლება არ მოგინდეს სხვისთვისაც მისი გაზიარება.
რატომ დაკარგა სამყარომ ეს ორიენტირი? ან იქნებ არც ჰქონდა და სწორედ, ამ არქონის გამო წერდა ავტორი ასე გატაცებით?…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2017 წელი. 2:05pm —
1 კომენტარი
________________
გენიოსები ხომ დროში მოგზაური წინასწარმეტყველები არიან ან პირიქით, სულაც არ მოგზაურობენ და დროს თავად აძლევენ დასაწყისს. ზოგიერთნი კი, უბრალოდ დროის მსვლელობის საფეხურებს თუ არ აწყობენ, სხვისი აწყობილის ანალიზს აკეთებენ. და მაინც, დრო რჩება ერთადერთ ღირსეულ მეტოქედ სიცოცხლესთან ჭიდილში. ამ შესავლის იდეა კი, ერთი ძველდროული ჩანაწერის ამოწერა და თქვენთვი გაზიარება მეწადა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულით თარიღდება ეს ტექსტი, მაგრამ მოდით - თითი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2017 წელი. 8:36pm —
არ არის კომენტარები
_______________
რწმენა-მორწმუნეობის, ურწმუნოებისა თუ რელიგიური გრძნობების საკითხს არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა მიეძღვნა, მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის (არაფერს რომ არ გვასწავლის), ყოველთვის შეიძლება სიახლე კარგად დავიწყებულ ძველში ვიპოვოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში კაცობრიობა, აგერ უკვე მრავალი წელია, არა შექმნით, არამედ შექმნილის დახვეწითა და მოდიფიკაციით არის დაკავებული.
დღევანდელ ბლოგშიც მინდა ერთი ძველი მოსაზრება შემოგთავაზოთ. ძველი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2017 წელი. 5:07pm —
1 კომენტარი
________________
კანადური მულტიმედიური სტუდია „მომენტები ქარხანა“ (Moment Factory) თვალწარმტაც საოცრებებს ქმნის და არაერთი პროექტით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. როგორც წესი, ქარხნის „მუშა-ხელი“ მსოფლიო ვარსკლავების კონცერტებს და ვიდეო-კლიპებს აფორმებს, ასევე სადღესასწაულო შოუებს დგამს... მაგრამ რაც მინდა ამ პოსტში გაჩვენოთ შედევრების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან არა დაკვეთას ასრულებდნენ, არამედ საკუთარ სურვილს - ალბათ, მარკეტინგული…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დიდი ხანია მცხეთა-თბილისის მარშრუტკებზე არაფერი დამიწერია და ამჯერად გადავწყვიტე, არა მათზე, არამედ მათთვის დავწერო. მცხეთაში თბილისიდან ხშირად მიმომსვლელებს, კარგად ეცოდინებათ, რომ საღამოს, თბილისიდან მცხეთისკენ წასვლა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო მცხეთიდან თბილისისკენ 20:30 წუთამდე, ანუ ესაა ის დრო, რომელსაც ვპასუხობთ კითხვაზე - „ბოლო რომელზე გადის?“.
დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, გონება კი იკითხავდა -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს წმინდა სინოდის რიგგარეშე კრება მოიწვიეს. ტრადიციულად კრება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, თბილისში. წმინდა სინოდის აღნიშნული სხდომა წინასწარ დაგეგმილი/დაანონსებული არ იყო, სინოდის დაწყებამდე მღვდელმთავრებმაც განაცხადეს ამის შესახებ. სინოდი დაინიშნა ტრადიციულად 12:00-ზე და დასრულდა 14:30 წუთზე.
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაუსი ზოგჯერ უპრაკუნოდ აკლიკებს ხოლმე და ინტერნეტში უკვე არაერთგზის გადავეყარე ნარატივს - რელიგია ხალხის სამართავად მოიგონეს, მორწმუნე ადამიანებს ღმერთი კომფორტისთვის სჭირდებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ, პასუხისმგებლობა მოიხსნან, რომ თავისი წარუმატებლობა რაღაც უხილავ ძალებს გადააბრალონ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმ ქილიკსა და დაცინვაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მორმწუნე ადამიანების მიმართ ისმის და საზოგადოების გარკვეულ ფენებში ნორმადაც არის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2017 წელი. 5:01pm —
არ არის კომენტარები
_______________
თავისუფლების შესახებ მსჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა და არ არსებობს მასზე დიდი, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, რომ ის თანაბარდია თავად სიცოცხლისა - „რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?“ და ა.შ. ცხადია, როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც შეიძლება დაეჭვება - მართლაც ასეა თუ არა?! და თავისთავად, რა არის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2017 წელი. 1:21pm —
2 კომენტარი
________________
პატერიკების მნიშვნელობასა და ისტორიაზე, ამ ბლოგ პოსტის ფარგლებში საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, უბრალოდ მინდა თავად მოგითხროთ ერთი პატერიკი, რომელიც ამბიონიდან, აგერ უკვე მესამედ მოვისმინე და დაზეპირება თუ არა, ტექსტთან (თუკი არსებობს) მიახლოებით მოყოლა შემიძლია.
მოკლედ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი ღმერთის ურწმუნოებით ცხოვრობდა. ღმერთის არ სწამდა და სხვა მორწმუნეებისაც არ ესმოდა. სჩადიოდა ცოდვებს და არად ადარდებდა, რადგან მისთვის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როდესაც თავად პიროვნებად ქცეული სიურეალიზმი, ამ ჟანრის ავანგარდში მყოფი ხელოვანი ერთვება და აფერადებს, ამხატვრებს, თვალშესახედს ქმნის კიდევ ერთ სიურეალისტურ ამბავს, იქმნება სასწაული. ასეთი საოცარება გამოიცა 1969 წელს. ლუის კაროლეს ალისას ისტორია გააფორმა და თორმეტივე თავს, საკუთარი ილუსტრაცია მიუძღვა გენიალურმა სალვადრო დალიმ. გამოცემა წიგნმრავალი არ ყოფილა, სულ რაღაც 2700 ეგზემპლარი გამოვიდა მაშინ და რაც დრო გადის, თითოეული უფრო და უფრო…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 2, 2017 წელი. 4:28pm —
1 კომენტარი
________________
სარკის მთელი იდეა ისაა, რომ კოსმოსი შეგიზღუდოს და შენს მცირე სივრცეში ჩაგკეტოს, ჩაგაქვაოს, ჩაგანარცისოს. მარტო ის გაყურებინოს რაც ჩანხარ და არ მოგცეს საშუალება, დაინახო - ვინ ხარ და რა შეიძლება გახდე. სწორედ, ამ სარკეებში მზირალთა სამყაროდ გადავიქეცით - მთელი დღე ვირტუალურ რეალობაში დაკარგულები, ტელეფონის ეკრანზე თქვენს ან სხვის ანარეკლებს რომ უყურებთ, და ხშირად, ფიზიკური სამყარო უფრო ვირტუალურია, ვიდრე ციფრული.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2017 წელი. 1:36pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯონ ნეშის ექვილიბრიუმზე ვუყურებდი ვიდეოს, რომელიც ამოჭრილი იყო ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან „ბრწყინვალე გონება“ (A Beautiful Mind, 2001) - ამ ფილმმა, 4 ოსკარი აიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის, ოქროს გლობუსები აქვს, ბაფთები და ა.შ. ფილმი ბიოგრაფიულია და სწორედ, ხსენებულ, ამერიკელ მათემატიკოსს ჯონ ნეშს ეძღვნება (ორი წლის წინ გარდაიცვალა ეს კაცი).
არა, დღეს ბრწყინვალე გონებაზე არ მოგიყვებით. ერთი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2017 წელი. 3:30am —
2 კომენტარი
________________
გასაგებია, რომ თქვენც შესაძლოა ეგ გაიფიქრეთ, არ დავმალავ, მეც მინდოდა შემძლებოდა ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხალის მსგავსი დამეწერა, ან საერთოდ, მისი დაწუნებული, მაგრამ ჩემთვის გენიალურებული ფილმის მსგავსი ვიდეო დამედო (სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების ფილმს ვგულისხმობ, ცხადია), მაგრამ არა - გენიოსები არ ხდებიან, გენიოსებად იბადებიანო, ამბობენ. ამიტომ ამ პოსტში იქნება, უბრალოდ მექანიკა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2017 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩახედე მეგობარს თვალებშიო - საბჭოთა საქართველოში მეგობრობაზე შექმნილ სიმღერათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, მაგრამ იდეად ის აქვს, რომ მეგობრის თვალებში დაგხვდება სითბო და ალერსი. მაგრამ თუკი, მოგვეცემა საშუალება მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა, უცნობ-ნაცნობ, სხვა ეროვნების, აღმსარებლობის, ფერის, მენტალობის ადამიანებს ჩავხედოთ თვალებში, მაშინ?
ალექსანდრე კიმუშინი (…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2017 წელი. 4:20pm —
არ არის კომენტარები
_______________
კინომანიას ცოტა მოვწყდი, უფრო სწორედ, დიდი ხანია არაფერზე დამიწერია, მაგრამ რამდენიმე სერიალი კი ვნახე ბოლო კვირების განმავლობაში. სულ ახლახანს განვასრულე ახალგაზრდა პაპის (The Young Pope, 2016) ყურება. ჯერ სულ ახალია, შარშანდელი, ამიტომ ფილმის შესახებ ბევრს არაფერს მოგიყვებით, მეტიც - ამ პოსტის იდეა, განსხავებით ამ ციკლის (…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2017 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ფეისბუკის წინააღმდეგი ვარ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იჩენს თავის მისი ბოროტების მსახურება და უფრო მატულებს ჩემი წინააღმდეგობა მის მიმართ. ამიტომ ხვდებით ალბათ, რა რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება - ფეისბუკზე დაწერილი პოსტი გადმომეტანა აქ, მაგრამ თემა იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის, უარი ვერ ვთქვი. ეგეც არ იყოს, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი - მარგალიტების ადგილი იქ არ არის, მაგრამ რას ვიზამთ…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2017 წელი. 2:59pm —
2 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•