ლაშა'ს ბლოგი (366)

როგორ ცხოვრობს სხვა ნახევარი?!

      XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, სოციალური ფოტოგრაფიის, გნებავთ, ფოტორეპორტაჟების ხანა იწყება, მთელს მსოფლიოში. თუკი ამ დროისთვის, ევროპაში, სოციალური გაჭირვების ამსახველი ფოტორეპორტაჟები სიახლეს არ წარმოადგენდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი დღევანდელი პოსტის გმირი ნამდვილად პირველი ფოტოგრაფი იყო.

qwelly, jacob ris, jacob riis, iakob risi, Qwellygraphy, Qwellyland, Qwellynews, QwellyIdea, ქველი, ქველიბლოგი, ქველიგრაფია, იაკობ რისი, იაკობ რისის ფოტოგრაფია, იაკობ რისის ფოტოკოლაჟი, სოციალური ფოტოგრაფია, სოციალური ფოტოკოლაჟი

იაკობ რისის ფოტოგრაფია • Jacob Riis…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2017 წელი. 4:19pm — 1 კომენტარი
________________

წარმატება გამარჯვებისკენ და რაგბი

      სანდომიანი ღიმილით ახალგაზრდა გოგონამ რაღაც გამომიწოდა. როგორც წესი, „პრომო“ გოგონებს ყოველთვის ვთანხმდები სარეკლამო ბროშურების გამორთმევაზე და არც ამჯერად მიღალატია ამ წესისთვის. მადლობაც გადავუხადე, გავუღიმე რამდენაც შემეძლო, თვითონაც გამიღიმა და განაგრძო თავისი საქმიანობა. სკოლის მოსწავლე იქნებოდა, ასე 15-16 წლის.

      პირველი რამაც გამაკვირვა ეს იყო სისქე. ტრადიციისამებრ „ფლაერი“ ან კუსტარულად, შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილი ერთი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2017 წელი. 8:31pm — არ არის კომენტარები
_______________

მშვიდი საღამოს საფასური

- რა გადავიხადეთ იმის საფასურად, რომ დღეს ასეთი მშვიდი და წყნარი საღამოა?

      მოგვიანებით გიპასუხებთ.

* * *

- ბოლო დღეები სულ ვაწვიმებთ, ხომ არ გადავიღოთ?

- კარგი რა, ხომ იცი ამ ადამიანების ამბავი, დაიწყებენ მერე, „იწვის ქვეყანა და იხრუკებაო“. რა გინდა, ცოტა ვიწვიმოთ. იქნებ უხარიათ კიდეც.

- მაინც მეშინია, იქნებ არ ღირდეს? განსაკუთრებით სააღამოობით.

- პირიქით, საღამოსაა კარგი წვიმა.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2017 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გრაგნილებით ისევ იწერებიან!

      გრაგნილზე დაწერილი წერილი პირველად მივიღე და მიუხედავად იმისა რომ სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს, ორიგინალურობა არ აკლია. 

ლუმიერის ისტორია

      სახლი: ლუმიერი

      მნიშვნელობა: ადგილი სადაც სინათლე ჩნდება

      მოწოდება: გაჩუქოს უნიკალური ემოცია (მოწოდებაში ცოტა მოიკოჭლეს, ყველა ამას წერს ხოლმე)

      ძვირფასო ლაშა, (ხომ გითხარით, მე მეძღვნებოდა)…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 31, 2017 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კვირის ლიტურგიის ფიქრები

      ცხადია, იმის მტკიცება, რომ ბიბლია ცხოვრების წიგნია, ბორბლის თავიდან გამოგონებას ჰგავს. უბრალოდ, თუკი დღეს, კიდევ, სადმე (იქნებ დარჩნენ ასეთებიც) ჩნდება შეკითხვა, რა არის ცხოვრება? რა არის სიცოცხლე? რა არის სიცოცხლის საზრისი? მათ პასუხად, დღევანდელ საღმრთო ლიტურღიაზე, წმინდა წერილიდან, სახარების ორი ეპიზოდი ამოიკითხეს. პირველი ეპიზოდი, იოანე ღმრთისმეტყველის სახარებიდან, ეხება, საიდუმლო სერობის ჟამს იესოს ლოცვას, მაცხოვარი მიმართავს მამას:…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2017 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბოქსვუდის გოთიკური ჩუქურთმები

      შუასაუკუნეების ბოლოს, დასავლური, ევროპული სამყარო, უფრო კონკრეტულად კი, კათოლიკური ეკლესია, თავის წიაღში გამოზრდის გოთური სტილის მხატვრებსა და არქიტექტორებს და მოგვიანებით, ისინი სამყაროს გააოცებენ. წაიკითხეთ ვრცლად სტატიაში: …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოსწავლეობის წლები - გიმნაზია 1998-2010

      რამდენიმე საათის წინ ან შეიძლება სწორედ ამ წუთებშიც, შვიდი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა სკოლაში, ჩვენი კლასისთვის ბოლო ზარი დარეკეს. გვახსოვს, იმ დადგმაზე, მაიკო მასწავლებელს ვთხოვეთ - მას, დაგვირეკეთ ბოლო ზარი. იყო ცრემლები, იყო ღიმილი, სიცილი, კისკისი, მხიარულებაც, ცოტა იუმორი და ბევრი მოგონება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იყო სითბო და სიყვარული - ეს ხდიდა იმ დღეს განსაკუთრებულს. გიმნაზია უკვე აღარ ერქვა, სტატუსით ოფიციალურად უკვე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2017 წელი. 4:00pm — 3 კომენტარი
________________

ნაადრევი გაზაფხულება

      გაზაფხულის და ზაფხულის დიდებას, სიმღერები, ლექსები და პოემები ეძღვნება ხოლმე. მარტო ჩვენს ენაზე რამდენი ასეთი რამ შექმნილა. მარტი, აპრილი და მაისი, ისეა გათქვეფილი პოეზია-მღერაში, როგორც გოგლიმოგლი ონავარი კოკროჭინა გოგოს ჭიქაში. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლია გადაამოწმოთ (…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პატრიოტიზმით გამიჯნულობა

      პატრიოტიზმი და ქრისტიანობა როგორ უნდა შეათავსოს ადამიანმა, ალბათ ყველაზე უკეთ პავლე მოციქულისგან თუ ვისწავლით, თან წარმართთა მოციქული გერქვას და თან არ ივიწყებდე საკუთარ სამშობლოს და ზრუნავდე მისი სულისთვის(!), როგორც ჩანს ძალიან რთულია, ან ჩვენს, ქართულ რეალობაში ჩანს რთულად. არ ვიცი, ქართველები პავლეზე უფრო პატრიოტები არიან თუ არა, მაგრამ პავლეზე ნაკლები ქრისტიანები რომ არიან, ცხადი ხდება ძალიან ხშირად („მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2017 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სელფის მუზეუმი, ტოსტერი და ფეხსაცმელი

      ქართული ფილმის სათაურივით გამოვიდა - „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“, თითქოს რა კავშირშია ეს სამი, მაგრამ ნახავთ.

      ავტოფოტო, თვითფოტო, დაპრუწული ტუჩების ინსპირატორ-ფოტო, სახელგანთქმული როგორც სელფი და ა.შ. ჩვენი დროის იმ „მიღწევათა“ შორისაა, რომელიც ზოგჯერ ქები, ზოგჯერ დაცინვის, ვისთვის სამეცნიერო კვლევის და ვისთვის ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის მიზეზი გამხდარა. მის წინ ერთნაირად პოზირებენ როგორც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2017 წელი. 11:00pm — 5 კომენტარი
________________

შევცლით სამყაროს მხოლოდ ერთობით!

      ზღაპარში თუ არა, ჰოლივუდურ ფილმში გაღვიძებულივით მაინც იგრძნობდა თავს ის ადამიანი რომელსაც ეტყოდნენ - შენ გეკისრება უდიდესი მისია შენი ქვეყნის და მომავლის წინაშე! შენ ხარ ის პირველი და ის საძირკველი, რომელზეც უნდა აშენდეს თანამედროვე სამყარო იმ გამოწვევებით, რომელსაც მომავალი შემოგვთავაზებს. დღევანდელი შენი შრომა, იქნება მომავალში გამარჯვების მიზეზი.

      უკეთ, რომ მიგახვედროთ რა ჟანრის ფილმია, იმას ჰგავს - 2 საათის განმავლობაში,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2017 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

მღვდლები ჯარისკაცების ნაცვლად

      ნადიდგორალს და ნაშამქორალს რა გაგაკვირვებსო, ერთ-ერთ ლექსში, მუხრან მაჭავარიანი ასე მიმართავს თავის სისხლს, თუმცა საკვირველსა და გასაოცარს რა გამოლევს თანამედროვე სამყაროში. ცხადია, ბორბალს ახლიდან ვერავინ გამოიგონებს და ვერც ველოსიპედს, მაგრამ რაღაც ხმაურიანი ახალი ამბები მაინც ვრცელდება გარშემო.



მღვდელი ლუის პადილა დაჭრილ ჯარისკაცებთან ვენესუელის აჯანყების დროს, 1962…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 22, 2017 წელი. 2:00pm — 1 კომენტარი
________________

მოიშინაურე მზრუნველობამოკლებული

      ორიგინალურ შემოქმედებით სარეკლამო კამპანიას რა გამოვლეს მთელს მსოფლიოში, მითუფრო. რომ სხვადასხვა კულტურასა თუ ქვეყანაში სხვადასხვა რამ ითვლება კრეატიულად. მაგრამ ზოგჯერ გამორჩევა მაინც შეიძლება. ქართულ რეალობაშიც გვაქვს ხანდახან ასეთი კრეატივი, მაგალითად ცნობილი აბრა რუსთაველის ქუჩიდან (…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2017 წელი. 5:00pm — 3 კომენტარი
________________

სააღდგომო ეპისტოლე 2017

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი... ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი, - მორჩილების ქურაში" (ზირქ. 2,1,5.)



გადაღებულია სვეტიცხოველში,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 16, 2017 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

ვერცხლი აუცილებელი არ არის

      საღამოს ათის წუთები იყო თვალების საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, მოვკიდე ჩემს ლეპტოპს ხელი, დავიდგი სასთუმალთან და თვითონ წამოვწექი - ნახევარი საათით თვალებს დავასვენებთქო.

      პირველი იყო დაწყებული როცა თვალი გავახილე. ლეპტოპი დამჯდარიყო. ავდექი. შემაცია. ყველას ეძინა დედას გარდა, მას სამზარეულოში ფუსფუსი არ დაესრულებინა - ხვალ პასკა აქვს გამოსაცხობი (დაუგვიანდა) და კვერცხი შესაღები.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2017 წელი. 5:00am — არ არის კომენტარები
_______________

იაპონიის გაქრისტიანება

      შუაღამიანზე ლოცვა დიდი ხნის წინ მივატოვე, მაგრამ თუ შემთხვევით უძილობა გამოერია, ფილმისყურებას თავს ვერ ვაღწევ. ბოლო დღეებში გამიმართლა და რჩევებს აყოლილმა მეტნაკლებად კარგი ფილმები ვნახე (სხვებზეც მოგიყვებით მოგვიანებით). დღევანდელ დღეს, მარტინ სკორსეზეს შარშან გადაღებულ და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბოლო პერიოდში გახმაურებულ ფილზე მინდა გესაუროთ.

      საენციკლოპედიო ინფორმაცია ფილმის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2017 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სტატისტიკა ერის უსაშველობაზე

      აპრილის დასაწყისში, რაიმე პოზიტიური დაწერა მინდოდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთმა სანდო ინტერნეტ საიტების რეიტინგების მთვლელმა პლატფორმამ, კიდევ ერთხელ მომისპო პოზიტივი.

      ცხადია, დიდი ხანია ვიცი და არც ველოდები კეთილ სიახლეებს ამ სფეროდან, მაგალითად: ქართველები ოდესმე მართლა პატრიოტები აღმოჩნდებიან და იმასაც მიხვდებიან, რომ ეს პატრიოტიზმი ინტერნეტშიც მნიშვნელოვანია (#წერექართულად ხომ უბრალოდ მოდაა), მაგრამ ბოლოს ნანახმა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 1, 2017 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

ციფრული ქადაგება

      კამათი იმის შესახებ, ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტეს ექნებოდა თუ არა ფეისბუკი, რამდენიმე ბლოგზე შემხვდა (მომიჯნავე თემებია, ჯიპით ივლიდა თუ არა, რა ეცმეოდა და ა.შ.). როგორც წესი, ამ კამათების მიზეზი და საფუძველი სოციალურ ქსელებში გააქტიურებული სასულიერო პირები ხდებიან ხოლმე. კამათის მონაწილენი, ორივე მხრიდან, სახარებისეულ ციტატებს იშველიებენ და საკუთარი კონოტაციებით გვთავაზობენ, რათა თავიანთი სიმართლე დაამოწმონ.

      სოციალურ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2017 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

ხელოვნება ტოტალურად

აფრიკული ტრადიციული ვარცხნილობა ამასუნზუ

      შეიძლება ფიქრობთ, რომ თანამედროვე ვარცხნილობებმა ყველა შესაძლო დიზაინი შემოგვთავაზეს, თითქოს თავი ამოწურეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთი, რომელიც ამ ფიქრს გაოცებად აქცევს. თემა განსაკუთრებით სენსიტიურია იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც თმებს ღერებით უფრთხილდებიან და მალე იმდენიც არ დარჩებათ ვინმეს,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2017 წელი. 1:30pm — 4 კომენტარი
________________

ენით მოაზროვნე დრო

      აკადემიის დაჯილდოებას ფილმების უნახავად შევხვედროდი, პირველად მოხდა (პრინციპში, არც ისე დიდ ხანია ოსკარმაყურებელი ვარ). ამიტომ, დაგვიანებულზე მაინც დავიწყე იმ ფილმების ნახვა, რომელიც წელს ნომინაციებში წარადგინეს. პირველად, ვითომ სამეცნიერო ფანტასტიკას, მაგრამ უფრო, დრამას ჩავუჯექი და Arrival ვნახე (ჩვენებურად ჩამოსვლა, დაბრუნება, მიღება). ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2017 წელი. 2:00pm — 3 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters