განათლების ახალი მინისტრი, საკმაოდ ენერგიული და ხმაურიანი აღმოჩნდა და მიუხედავად მრავალი მოწინაღმდეგისა, პირადად მე, ჯერ კიდევ მომწონს მისი პოზიციები თუ იდეები. სულ ბოლოს, მგონი დღეს, მინისტრს უთქვამს: "რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ". ატყდა ერთი აჟიოტაჟი, აბუჩად აგდება და გამასხარავება, ეს როგორ თქვაო, განათლების სისტემის აზრზე არ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2016 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რომ დაგიწყოთ მტკიცება მენატრებითთქო, ალბათ, ზედმეტი იქნება, რადგან ჩვენს სიყვარულს და მონატრებას ბევრჯერ უჩენია თავი უსიტყვოდ და საზღვარიც არასოდეს დაუდვია არავის ამ გრძნობისთვის.
სისხლის და ხორცის ყივილს არაფერი უდგება წინ, არც მანძილი და არც დრო -- ყველაფერი მენატრება მაქაური, ღამით რომ შემოვიპარებოდი ჩუმად სახლში და ფეხზე დაგაყენებდით დიდს თუ პატარას. ყველაფრის ფასს მაშინ ვერ გრძნობ კაცი, რადგან ჩვეულებრივად იქცევა ყველაფერი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2016 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ღამე კი საწერად მოუგონია შემოქმედს, მაგრამ დღევანდელ საღამოს, თუ ასეთი პოსტის წერა მომიწევდა, არც წარმომედგინა. პატარა ადამიანების ამბავი მგონია და მეტი არაფერი, ან უბრალოდ მთელი საქართველო მაია ასათიანად გადაიქცა დღეს(აც). სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ერს მრავალ სხვა და ზოგიერთ უკურნებელ დაავადებათა შორის კიდევ ერთი სჭირს - ყველა ოლიმპიელის ისტორიას თან მოჰყვება ამბები მათ გაჭირვებაზე, ღარიბ ცხოვრებაზე, პირობების არ ქონასა და სხვა, და ეს რომ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2016 წელი. 1:00pm —
1 კომენტარი
________________
დარწმუნებული ვარ თქვენც მოგისმენიათ, თუ არ გითქვამთ კიდეც, რომ სიკეთე გადამდებია. არ ვიცი, ვის გადაედო ან ვინ გადასდო, მეტიც, სამყაროში ერთადერთი კეთილი კაცის ისტორია სულ სხვა რამეებს გვეუბნება და შესაბამისად, როგორც სხვა ბევრი ფრთოსანი და მოფარფატე ფრაზა, ესეც სადღაც, კოსმოსში გამოკიდებული მგონია, მაგრამ ცდად ღირს. ქველნი ვართ და მნიშვნელოვანიც მგონია ისეთ ქველობაზე ვისაუბროთ, რომელიც მაინცდამაინც კამერებისთვის არ შემდგარა და ვინაიდან თავად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2016 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
წარმატების ფენომენის განხილვა ჩემს ბლოგზე მაინცდამაინც ახალი ამბავი არ არის. რამდენჯერმე უკვე ჩავჯღაპნე იმის შესახებ, როგორ სხვადასხვაგვარად ესმით წარმატება ადამიანებს და ზოგჯერ რომელია უპირატესი წარმატება, როგორი უნდა იყოს წარმატებული და ა.შ. ის ფაქტი, რომ წარმატების რაობის კვლევებიც ტარდება, სადღაც ნათქვამი მაინც მექნება. მინიმუმ, ახლა რაც კარგად მახსენდება, ესაა ორი პოსტი წარმატებაზე, ერთი -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2016 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვერც აგვისტოს დავაბრალებ, ვერც წუხანდელ ფილმს (არადა, ისეთი ფილმია, მომავალში რომ უნდა მოვყვე, შემახსენეთ თუ დამავიწყდა) და ვერც რაიმე მიზეზს ვიპოვი, რითიც შეიძლება აიხსნას სიკვდილის ფიქრებში ჩაძირვა. თქვენი ბავშვობიდან ის მომეტი გაიხსენეთ, როცა უფროსები გიწყრებოდნენ და უცბად, წარმოიდგენდით, მათთვის გულისტკენის ყველაზე საზარელ მომენტს - "მოვკვდები და მერე ხომ იტირებენ კარგად". აი, დაახლოებით ასეთი ფიქრები მეწვია, მაგრამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რიცხვებში გადმოცემული უტყუარი სიზუსტე, ოდესღაც ფილოსოფოსებსა თუ საშუალო მოაზროვნეებს, საღმრთო ჭეშმარიტებადაც მიაჩდათ. ერთი არაფრისმომცემი რიცხვი არის 200, ორი ასეულისგან შემდგარი რიცხვი, ხოლო თუკი ამ რიცხვს თანრიგში გადავიტანთ, უნდა ვუწოდოთ მეორასე. დიახ, ამ უშინაარსო შესავლის მიზეზი ის გახლავთ რომ საიუბილეოდ გამოვაცხადო - ეს ბლოგ პოსტი, ჩემთვის, ქველზე დადებული მეორასე პოსტია.
ისევ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
საუკუნეებია გვირაბების გათხრა აპრობირბული მეთოდია ტრანსპორტის სამყაროში. წყლის ქვეშ, მიწის გათხრა და გვირაბის იქ გაყვანაც, არ ახალია, ძველია და მარტო თბილისის მეტრო ამის შესანიშნავი მაგალითია. მსოფლიოს ცნობილ გვირაბთა შორის, განსაკუთრებულია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი გვირაბი, 53 კილომეტრიანი გვირაბი (სადაც 23 კილომეტრი წყლის ქვეშ არის) იაპონიაში, კოლორადოს და მალაიზიის ტუნელები და ა.შ.
ნორვეგიელები ცნობილნი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2016 წელი. 3:30pm —
1 კომენტარი
________________
კვირა დღე ყველა ქრისტიანისთვის საღმრთო მსახურებას უკავშირდება და მასთან ასოცირდება. სვეტიცხოვრელებს გაგვიმართლა ასეთ დიდებულ ტაძარში რომ გვიწევს მსახურება, მაგრამ ზოგჯერ იმითიც გვიმართლებს მცხეთელები რომ ვართ (ძალიან იშვიათად, მაგრამ მცხეთელობა ხანდახან შეიძლება ბედნიერ გამართლებადაც ჩაითვალოს). ასე მაგალითად, დღეს, წირვიდან გამოსულს, სვეტიცხოვლის გალავანზე მიმაგრებული და ტაძრის წინ, მოედანზე, გაშლილი დახლები დამხვდა საქართველოს სხვადასხვა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
ბოლო დღეებია ჩინეთში არანორმალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოში (სხვა ქვეყნის მონაცემები უბრალოდ არ ვიცი) თითქმის ყოველივე მეოთხე გასტრიტით იტანჯება და მკაცრ, საშუალო ან სალხინებელ დიეტაზეა, ამიტომ მეეჭვება ოდესმე ეს ჩემპიონატი ქართველებს შორის გაიმართოს. აი, ჩინეთში კი როგორც აღმოჩნდა, წიწაკა არაა პრობლემა, არც იმ დოზით,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 2:00pm —
6 კომენტარი
________________
ფილმებზე აქტიურ წერას თავისი ხიბლი აქვს, მკითხველი არ გეყოლება, მაგრამ საწერი არ გამოგელევა. განსაკუთრებით ახალი იდეების შესრულებას თუ შეუდგებით. როგორც წესი სერიალებზე არ ვწერ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერიალის განხილვა ჩემს ბლოგზე და ისიც არა სერიებად, არამედ მთელი სერიალის დასრულების შემდეგ მომინდა გამეზიარებინა განცდები და შთაბეჭდილებები, ვგულისხმობ ანარქიის შვილებისადმი მიძღვნილ პოსტს.
ახლა კი ვიწყებ ისეთ სერიალზე წერას,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2016 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
მაგისტრობის დასასრულს პოსტის გარეშე ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო ილიაუნმა. ვითარებაში გასარკვევად, უცნობებისთვის ვიტყვი, რომ 16 ივლისს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2016 წელი. 5:00pm —
2 კომენტარი
________________
ქართული ფილმების დაუფასებლობასა და უგულებელყოფაში, რომ არ ჩამეთვალოს, ერთი ჩვენებური შედევრიც უნდა მოვაქციო ჩემი ბლოგის კინომანიის კატეგორიაში. თინეიჯერებს შეიძლება არც გაუგიათ, ახალგაზრდების უმრავლესობას ნანახი არ ექნება, უფრო ასაკოვნებს კი ნანახიც აქვთ და გულს მიღმაც ვერ დატოვებდნე. არ ვიცი ამ შესავალმა დაგაინტერესათ თუ არა, მაგრამ დღეს ცოტაოდენი უნდა ვისაუბრო 1967 წელს, გაგანია საბჭოეთში გამოშვებულ ქართულ ფილმზე "დიდი მწვანე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2016 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
როცა წერაზე მიდგება საქმე და თითებს უაზროდ ამოძრავებ კლავიატურაზე, ანდა კალმით ფურცელს ჯღაპნი და უშინაარსო აზრებს უყრი თავს, გამოგდის ის, რაც მე გამომივიდა, ოღონდ არ მახსოვს როდის, მგონი პერიოდული უნდა იყოს და ძველი.
ქველიბლოგის ფუნქციაში, ბლოგების დარეზერვება და მონახაზად შენახვის ფუნქცია არის, სადაც, სავარაუდოდ 2014 წლის დეკემბრის ბოლო განახლებით პოსტის იდეაც აღმოვაჩინე ამავე სათურით - უშინაარსო…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2016 წელი. 7:30pm —
3 კომენტარი
________________
ქრისტიანთათვის ყოველთვის უდიდესი დღესასწაული და ზეიმია ქრისტეში ერთობა. ლუკა მახარებელი მოგვითხრობს პირველი, სამოციქულო კრების შესახებ (საქმე მოციქულთა, XV თავი). სულთმოფენობის შემდეგ, წმინდა წერილი არაფერს ამბობს ასეთ ერთსულოვან შეკრებაზე და აი, დაახლოებით 2 ათეული წელი გადის, ასეთ მცირე დროში ქრისტეს ეკლესიაში უკვე სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს და მოციქულებს უწევთ იერუსალიმში შეკრება. არ დავწვრილმანდები, ვისაც წმინდა წერილის ეს მონაკვეთი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2016 წელი. 5:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ინტერნეტ სივრცის (და არა მხოლოდ) მაგიურ სიტყვათა შორის, განსაკუთრებულია "გარდაიცვალა". მისი მაგიურობა, მისდამი დაუოკებელი ინტერესით თუ აიხსნება და რაც მეტ გარდაცვლილს ვნახულობთ, მით მეტად ვმზაობთ ან გვაშინებს ის, რაც იმის იქით არის. თითქოს, თითოეული გარდაცვალების გაგება და მისკენ სწრაფვა, ჩვენს ქვეცნობიერში ეძებს პასუხს მიცვალებულისგან - იქით რა ხდება? იქნებ, გაცოცხლდეს და თქვას რამე. ზოგადად, რაიმესკენ სწრაფვა, ნიშნავს რომ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2016 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კინომანიის კატეგორიაში, ჩემს ბლოგზე ძველადმოხვედრილთათვის, ვისაც რამდენიმე ფილმის განხილვაზე თვალი მოუკრავს ალბათ გაუკვირდება, აქამდე რატომ არ დაწერეო, ხოლო ახადმოხვედრილები უბრალოდ გაოცდებიან, რა ფილმებზე საუბრდი იქამდე, თუ სერბი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა არ გიხსენებიაო.
მოკლედ, ცოდვა გამხელილი სჯობსო და კუსტურიცასთან რამდენიმე კვირის წინ პირველად შევიჭყიტე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2016 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
გამორჩეულობის არაფერი ეტყობა ამ შაბათს. ჩვეულებრივი, რიგითი შაბათის დღეა - ხანმოკლე ქველობის და შემდეგ ლოცვის. ჯერ-ჯერობით გამოიდარა, მაგრამ არავინ იცის კიდევ იწვიმებს ამაღამ თუ არა.
ლოცვიდან მოვდივარ სახლში. წვიმს და ცას ეტყობა, რომ კოკას შემოდგამს მთებზე, ოღონდ ეს კოკა ძალიან მსხვილტუჩიანია - თითქოს ქვევრიდან იღვრება წყალიო.
- თბილისშიც წვიმს? - ვეკითხები ჩემებს.
- კი,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2016 წელი. 4:30pm —
4 კომენტარი
________________
გასულ კვირას, ერთი მეუბნება, რა ნეგატიური კაცი ხარ, ყველაფერზე ნეგატიურად წერ და არაფერი არ მოგწონსო. მერე, გადავხედე ჩემს ბლოგს და კი - მართლა ბევრი ნეგატივია შიგნით, მაგრამ განა მე მინდა?! აკი უკვე დავწერე ერთგან - მაინცდამაინც ჩემი არჩევანი არ ყოფილა ზუსტად ეს ქვეყანა და ზუსტად ეს დრო, მაგრამ ასე მომიწია დაბადება და რა ვუყოთ თუ ბევრი ნეგატივია და ნაკლები პოზიტივი?! პატრიარქი კი ამბობს, ეცადეთ სულ პოზიტივი უთხრათ ერთმანეთსო, კურთხევას…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2016 წელი. 11:00am —
4 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•