წარსულის უმჯობესობაზე მრავალგვარი ქება გამიგია, მაგრამ მათ შორის გამორჩეული რამდენიმე დღის წინ მოვისმინე. ტრადიციულად, მცხეთის მარშრუტკამ დაიგვიანა და რაც მოვიდა, ისეთი სავსე იყო, ნახევარი ფილტვით უნდა გესუნთქა რომ ასულიყავი, მაგრამ ვინაიდან დრო აღარ იცდიდა (ეგ არასოდეს იცდის, სულ დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება), მაინც მომიწია შეძვრომა. თავდაპირველად, ცდილობ როგორმე ადგილი მოირგო, ან შენ მოერგო დანარჩენი მგზავრების დგომას და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2016 წელი. 4:00pm —
4 კომენტარი
________________
მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. რისიც აქამდე სწამდა და სჯეროდა, იცოდა, რაც მრავალგზის უნახავს და გაუკეთებია, სადღაც გაქრა, რწმენას ძირი გამოეცალა. "არა, ასე არ შეიძლება", - მისთვის რეალობის რაღაც ნაწილი ინგრევა. მართალია, მთლიანად ტალახიანია, ალაგ-ალაგ ბალახებიც აყრია და გამსკდარი გულიდან ამოხეთქილი სისხლიც ზედ ახმება, მაგრამ კიდევ იყო რაღაც, რითიც სრულდებოდა ხოლმე მისი მოძმეთა თუ მტერთა ისტორია. ასე არ უნდა დარჩეს მიწაზე გართხმული და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 3, 2016 წელი. 9:11pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცისკენ გამავალ ერთადერთ ფანჯარას, მსხვილთავ-ტანიან, ჩაფუნდრუკებულფეხებიანი ობობა შემოეჩვია. ბოლო დროს, მწერებისადმი განსაკუთრებული თანაგრძნობა გამიჩნდა თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ სასტიკად ავკრძალე ამ ობობისთვის აბლაბუდის ჩამოშლა - ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხის ქსელი ხელშეუხებელი იყო. ახლა, ნაადრევად აციებულზე, ზამთარში, მაშინ როდესაც სხვა მწერები სულ უფრო იშვიათობას წარმოადგენენ, მაინტერესებდა რას იპოვიდა სარჩო-საბადებლად ან რითი გაიტანდა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 30, 2016 წელი. 10:00pm —
5 კომენტარი
________________
სამყარო ისეთი რომ იყოს, როგორც ბავშვები ხატავენ, უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა. სრულიად განსხვავებული სპილოები, ზებრები, დელფინები და ბატები. პრინციპში, რატომაც არ შეიძლება, ისედათ ვაქციოთ ყოველივე, როგორც ჩვენ გვინად? (შესაძლებლობების პრობლემაა) რა იქნება შევცვალოთ ფერები, ფორმები, ზომები, სტანდარტები. ზოგიერთი კეთილი მამიკო ცდილობს შვილს შეუქმნას ისეთი რეალობა, როგორიც პატარას თავად წარმოუდგენია. განსაკუთრებით მხატვარი ბავშვების ოჯახები…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2016 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
სვეტიცხოვლის მგალობლების და ნიქოზელების მეგობრობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის. მეუფე ისაიასთან დამეგობრებულებმა, ცხინვალთან ახლოს, ისტორიულ ნიქოზში არაერთხელ აღვავლინეთ წირვა. ღვთაების ტაძარში თითქოს უკვე ჩვენი ადგილიც გვაქვს. ერთ-ერთი პირველი სტუმრობისას, ზამთარში,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტკბილხმოვანებას დავაბრალო, თავმდაბალი კაცის იმიჯი არ მაძლევს მაგის საშუალებას. თან, ვფიქრობ, რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ პეპელა სააბაზანოში, იმ ერთადერთი ნათელი წერტილის გამო შემოფრინდა, რომელიც საშხაპის თავზე ანათებდა.
სიმღერაში გართულს, ხელზე პატარა, მაგრამ არა გასლიკულ-გალეული, საკმაოდ ჩაპუტკუნებული პეპელა დამაფრინდა. ფერზე შევატყვე, რომ ნათურაზე გაზრდილი, მოვლილი, კაი ოჯახიშვილი პეპელა იყო.…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2016 წელი. 1:26pm —
5 კომენტარი
________________
მატარებლის სადგურზე მივედით.
- გამარჯობა, მატარებელი მალე მოვა?
- 7 საათიანი ჩამოივლის ახლა.
- დიდი მადლობა. ბილეთი თქვენთან უნდა ვიყიდო?
- შეგიძლია ჩემთან იყიდო, შეგიძლია მატარებელში აიღო.
- თქვენთან ვიყიდი.
- ნება შენია.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნეგატიური პოსტების პარალელურად, ხანდახან, რამე დადებითზეც ხომ ვწერ ხოლმე? მითხრეს, გეყოს ამდენი კრიტიკა (თითქოს, დიდი კრიტიკოსი ვიყო), რამე კარგზეც დაწერე, ხომ ხდება ჩვენს გარშემო კარგი რამეებიც-ო. დავთანხმდი და ყველაზე კარგი რაც ხდება ჩვენს გარშემო, ის მოვიფიქრე მეც - სამზარეულო. ჩემი საყვარელი თემაა, პრინციპში საყვარელ თემაზე უფრო მეტად, საყვარელი საქმიანობაა და მზარეულობაზე მეტად, დაგემოვნება, მაგრამ ამჯერად მოვშორდეთ დანა-ჩანგალს…
გაგრძელება
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2016 წელი. 9:30pm —
7 კომენტარი
________________
კრაბის სალათით თავს რომ იწონებთ ქართველი მზარეულები, თავად კიბორჩხალას თუ სცემთ ჯეროვან პატივს საინტერესოა. მართალია, პარიზში, ლონდონში, მილანში Fashion Week-ის ელიტური დღესასწაულები იმართება ხოლმე, მაგრამ ჩინელებმა გადაწვიტეს კიბორჩხალები სათანადოდ დაეფასებინათ და მათთვისაც მოეწყოთ სანახაობა CRABWALK. სულ ახლახანს, საგანგებოდ გამოპრანჭეს საყვარელი, მოშინაურებული და ჩასუქებული კიბოები და მოაწყეს კიბორჩხალის მოდის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
ერთხელ, ქართველები უცხო პლანეტაზე გადაასახლეს. რადგან ვამბობ რომ უცხოა, ე.ი. მზის სისტემაში არ შედის, ამიტომ ნუ ჩამეძიებით ასტროფილებო. მთელს პლანეტაზე მხოლოდ ქართველები დასახლდნენ და თან ისე, რომ საკუთარი მიწაც გაატანეს, კავკასიონით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, უდაბნოებით, დინოზავრის ნაკვალევით, სამაროვნებით, კასპის თიხებით, იმიერით და ამიერით, გამთლიანებული საქართველოს ტერიტორიული საზღვრებით.
ერთი მხრივ ბედნიერებაა, როდესაც არც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
მომავალი ოთხი წელი მეტნაკლებად განსაზღვრულია ანუ საპარლამენტო არჩევნები 2016 დასრულდა. ახლა ველოდებით იმის გარკვევას, ვინ აირჩიეს, თორემ პასუხი კითხვაზე რატომ აირჩიეს ყოველთვის არარელევანტურია და იმდენნაირად ფორმულირებული, რომ სიჯანსაღე აღარ იგრძნობა. პრინციპში, რა არის გასაკვირი? არჩევნები ჰქვია თორემ, რეალურად სადაა არჩევანი? ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი ... ვრცელი სიაა და ისიც კი არ ვიცი, ცუდზე ცუდი ან უარესი რომელია? ჰოდა, არჩევანიც გაკეთებულია…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 8, 2016 წელი. 8:30pm —
7 კომენტარი
________________
ერთ ადგილზე დგომა რეალურად ნიშნავს უკან დახევას, ამიტომ აუცილებელია სულ წინ გადაიდგას ნაბიჯი. შესაძლოა დიდი ნაბიჯი არ იყოს, მაგრამ მცირე მაინც გადასადგმელია. ასეა წერაშიც. შესაძლოა კარგი ვერაფერი დაწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწერო. თუნდაც სისულელე იყოს, თუნდაც იდეა არ მოგდიოდეს, თუნდაც თემატიკაც არ იცოდე, რაზე დაწერო, მაინც უნდა დაწერო, რადგან ასეა საჭირო.
ვინ ადგენს ამ საჭიროებებს? დრო!
დროა სწორედ ის ფაქტორი,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2016 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მმკ-მ ყველა იდეა უნდა გააფუჭოს და გაანადგუროს, თუნდაც ID ბარათების. სულ რამდენიმე დღის წინ, BBC-ს მთავარი საიტის და ინტერეაქტივის გვერდი გატეხეს რუსმა ჰაკერებმა ისე, თითქოს არაფერი - შევიდნენ და გამოვიდნენ. და ასეთ ვითარებაში, საქართველოში ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნა, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ 666-ით, ეშმაკის ნიშნით და სისულელეებით დაიტვირთა. ამ ქვეყანაში…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2016 წელი. 8:01pm —
9 კომენტარი
________________
ბოლო ორი ღამე ფილმებში არ მიმართლებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულ თრილერ-დეტექტივებს მსოფლიო მოწონებები და რეიტინგები არ აკლდა. არც დასამახსოვრებელი დამრჩენია რამე და არც გასაზრდელი. ორ ფილმს მოგიყვებით ერთად.
პირველი იყო Snowpiercer (ქართულად თარგმნილი როგორც "თოვლს მიღმა"). პომიდვრებმა (Rotten Tomatoes 95%) და როჯერტ ებერტმა (Roger Ebert - 3.5/4) შემაცდინეს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2016 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბადებულებს, წარსული, ფენტეზის ჟანრის ფილმებად გვესახება და ბრტყელ-ბრტყელ ტექსტებში გამოკვეხებულ სამყაროდ რჩება. ასეთ ფონზე, ჩრდილოეთ კორეა ნამდვილი საგანძურია. ისევე, როგორც ნიუ იორკში მოხვედრა მომავალში მოგზაურობას ჰგავს (ოღონდ, ძალიან შორეულში აღარ), ასევე წარსულში სამოგზაუროდ ჩრდილოეთ კორეა ზედგამოჭრილი ადგილია. ფოტოებს, რომლის ჩვენებასაც ვაპირებ, თითქოს უკვე შევხვედრილვარ ბებია-ბაბუების თაობის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2016 წელი. 6:52pm —
1 კომენტარი
________________
მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); ხელისუფლების წარმომადგენლები; მწერალი -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2016 წელი. 6:27pm —
21 კომენტარი
________________
თქვენ მცხეთელი ხართ? ძალიან მიყვარს მცხეთა, ძალიან ლამაზი ადგილია. როგორ მიხარია ხოლმე სვეტიცხოველში ჩამოსვლა. რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობ როცა მცხეთაში მოვდივარ. მე სამთავროში დავდივარ ხოლმე, დედებთან ისეთი კარგია. მცხეთაში საქეიფოდ ჩამოსვლა არის ყველაზე მაგარი მოგონებები ჩვენი სამეგობროსი. - ეს ტექსტები იმის მეათედია ან მეასედია რაც მომისმენია და რაც თქმულა ჩემს გარშემო მცხეთის შესახებ. ეს უბრალო ხალხისგან, მაგრამ რაც ისტორიამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2016 წელი. 9:09pm —
3 კომენტარი
________________
სუბიექტური ჭეშმარიტებისთვის გამორჩეული ადგილია ბლოგოსფერო და ჩემი ბლოგიც არაერთხელ გამხდარა მსგავსი ჭეშმარიტებების ადგილი (შესაძლოა, ზოგჯერ ობიექტურობაზეც ჰქონია პრეტენზია (ვიცი ახლა დაეჭვებით ან გაბრაზებით იკითხავთ, რას ნიშნავს სუბიექტური ჭეშმარიტებაო, მითუმეტეს ჭეშმარიტებებიო და მართალიც იქნები - ჭეშმარიტება ან არის, ან არ არის! რა შუაშია აქ სუბიექტური და ობიექტური?)). მაგრამ მე მაინც მინდა, რა ამის პასუხია და ... ჩვენს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2016 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თავისუფლების თემა და ღმერთის ყოვლისმცოდნეობის ამბავი, ხშირად გამხდარა განხილვისა და საუბრების მიზეზი, ზოგნი ფიქრობენ რომ ეს გადაუჭრელი დილემაა, ზოგნიც მარტივად პასუხობენ. ასეც და ისე, თემა ყოველთვის აქტუალურია და თუ წინასწარმეტყველის კუთხით შევხედავთ, ჩემი აზრით ტრაგიკულიც.
საგრადა ფამილიას ფასადიდან,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2016 წელი. 8:30pm —
1 კომენტარი
________________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•